თარიღი: 18 სექტემბერი, 2020
შეიძლება თუ არა მინერალური ზეთები ბავშვის კანისთვის და როგორ უნდა შეარჩიოთ მოვლის პროდუქტები?
ბავშვის კანი დაბადების მომენტში ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული. ის ნაზია და სხვადასხვა ტიპის გარემოპირობებთან ადაპტაცია უჭირს, რაც ხშირ შემთხვევაში სიწითლეს, სიმშრალეს, გაღიზიანებას იწვევს.
ზოგადად, კანს მრავალფეროვანი ფუნქციები აკისრია. მათ შორისაა დამცავი, სუნთქვის, თერმორეგულაციის ფუნქციები. ბავშვის კანს კი ამ ყველაფერთან გამკლავება უჭირს, რადგან ის ზრდასრული ადამიანის კანთან შედარებით ხუთჯერ უფრო თხელი და მგრძნობიარეა, სწორედ ამიტომ ნაკლებად მდგრადია ბაქტერიებისა და მავნე მიკროორგანიზმების მიმართ. შედეგად, თუ კანი არასათანადოდაა დაცული, სწრაფად შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა ტიპის ინფექცია. გარდა აღნიშნულისა, არასტაბილურია კანის თერმორეგულაციის ფუნქციაც, რადგან ის ძალიან თხელია. სწორედ ამიტომ ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს ჩვილის გადახურება ან გადაცივება. გადახურებას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ საოფლე ჯირკვლები ჯერ კიდევ არ არის განვითარებული.
თითოეული ამ მიზეზის გათვალისწინებით ცხადი ხდება, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კანის მოვლის პროდუქტების სწორად შერჩევას. პირველ რიგში დეტალურად უნდა გაეცნოთ შეფუთვაზე მითითებულ შემადგენლობას. საბავშვო პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს, სულფატებს, მავნე კონსერვანტებს, საღებავებს, ალკოჰოლს, ალერგენებს. ამის შესახებ ბევრმა მშობელმა კარგად იცის, თუმცა ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მინერალურ ზეთებს.
პედიატრების რეკომენდაციით მინერალური ზეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული. ეს ეხება როგორც მის პირდაპირი გზით გამოყენებას, ასევე კანის მოვლის სხვადასხვა პროდუქტის შემადგენლობაში არსებობასაც.
არ აქვს მნიშვნელობა მინერალურ ზეთს ბავშვის თმისთვის იყენებთ თუ სხეულისთვის, ის მაინც არ არის უსაფრთხო. მინერალურმა ზეთი იწვევს კანის გაუხეშებას, რაც სიმშრალის მიზეზი შეიძლება გახდეს.
კანს სჭირდება სუნთქვა, რასაც ფორების საშუალებით ახერხებს. თუმცა როდესაც კანის ზედაპირი მინერალური ზეთით იფარება, კანის ნაწილაკები იშლება, რაც ზეთთან ერთად ახშობს ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას აღარ აძლევს.
პატარები ყველაფერს, მათ შორის, ხელებსა და ფეხებსაც პირში იდებენ. ამ გზით მინერალური ზეთი შეიძლება ბავშვის ორგანიზმშიც მოხვდეს, რაც მომნელებელი სისტემის პრობლემებს გამოიწვევს.
ალბათ, გასაკვირია, მაგრამ მინერალური ზეთი არათუ ატენიანებს კანს, არამედ ხელს უშლის კანს ჰაერიდან მაინც აიღოს ტენიანობა.
აღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს წესები ეხება მხოლოდ მინერალურ ზეთებს და არა - ყველანაირ ზეთს. მინერალური ზეთების საპირისპიროდ, მცენარეული ზეთები ბავშვების კანისთვის ძალიან სასარგებლოა. ზოგადად, ეცადეთ საბავშვო პროდუქტი მაქსიმალურად მცენარეულ ზეთებსა და ექსტრაქტებზე იყოს დამზადებული. მსგავსი შემადგებლობის პროდუქციის, მაგალითად, ერთ-ერთი გამორჩეული გერმანული ბრენდის "ბიუბხენის“ უპირატესობებია, რომ ის:
- აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
- შეიცავს ნატურალურ აქტიურ და მოსავლელ ნივთიერებებს
- იცავს ალერგიული და ანთებითი რეაქციების განვითარებისაგან და ხელს უწყობს მათთან გამკლავებას
- უნარჩუნებს და აძლიერებს კანის ბუნებრივ დაცვით ფუნქციას
გარდა აღნიშნულისა, „ბიუბხენის“ ყველა პროდუქტი შემოწმებული და მოწონებულია დერმატოლოგების მიერ. კანისა და ალერგიული დაავადებების მქონე ავადმყოფთა დახმარების გერმანულმა საზოგადოებამ ჩაატარა კლინიკური ტესტირება „ბიუბხენის“ პროდუქციის ეფექტურობაზე და რეკომენდაციას უწევს მათ გამოყენებას ახალშობილების, მათ შორის, პრობლემური კანის მქონეთა მოვლის დროს, ასევე, ნეიროდერმიტებისას.
აღნიშნული რეკომენდაციების გათვალსიწინებით შეძლებთ ბავშვის კანი დაიცვათ და ხელი შეუწყოთ მის სრულყოფილ განვითარებას.