თარიღი: 20 მარტი, 2017
მიკრობიოლოგი მარი-კლერ არიტა კვლევას აქვეყნებს. ბიოლოგის თქმით, ბავშვის იმუნიტეტს არა ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა, არამედ – მიკრობები ამყარებს.
მკვლევარი ამბობს, რომ ხანგრძლივმა დაკვირვებამ ბავშვების იმუნიტეტზე, სრულიად განსხვავებული სურათი დახატა. გაირკვა, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვა, ანტიბიოტიკების ხშირი მოხმარება, ხელების დეზინფექცია და ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება მხოლოდ აზიანებს პატარების იმუნიტეტს.
წიგნში „ჭუჭყიანი გარემო: ბავშვების გადარჩენა დეზინფიცირებული სამყაროსგან“ კალგარის უნივერსიტეტის პროფესორი მიკრობიოლოგ ბრეტ ფინლისთან ერთად ამტკიცებს, რომ სწორედ ბაქტერიებთან მუდმივი კონტაქი იცავს ბავშებს ისეთი ქრონიკური დაავადებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ასთმა.
„როცა ვიბადებით, არ გვაქვს მიკროორგანიზმები. იმუნური სიტემა ნულის ტოლია, მაგრამ როგორც კი მიკროორგანიზმები იწყებენ ორგანიზმში მოქმედებას, ისინი იმუნური სისტემის გადატვირთვას იწყებენ და ხელს უწყობენ მის სწორად მუშაობას. ამის გარეშე ჩვენი იმუნიტეტი ინფექციებს ვერ მოერევა. მიკრობები ისეთ მოლეკულურ უჯრედებს ქმნის, რომელიც მოქმდებაში შედის ნაწლავურ უჯრედებთან და იმუნოციტებთან. სწორედ ასეთ უჯრდებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში აქვთ საშუალება ტრანსპორტირდნენ სხეულის სხვა ნაწილებშიც“– ამბობს მეცნიერი.
მისივე მტკიცებით, ბოლო დროს ალერგიული რეაქციების მომატება მხოლოდ გენების ბრალი არ არის. სწორედ მიკრობების დეფიციტის გამო ვერ უმკლავდება ორგანიზმი ახალ ვირუსებსა და გამოწვევებს. შესაბამისად, მეცნიერი აქტიურად მოუწოდებს მშობლებს, ჰიგიენის ნორმების დაცვაზე მეტად აქცენტი ბავშვების აქტივობებზე გააკეთონ. მისი რეკომენდაციით, ბავშვებმა მეტი დრო უნდა გაატარონ მიკრობებთან.