Nuk
C ვიტამინის 5 სასარგებლო თვისება კანისთვის

თარიღი: 30 ივლისი, 2024

ვიტამინი C ასევე ცნობილი, როგორც ასკორბინის მჟავა, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც  კანის ჯანმრთელობისთვის მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. თქვენი კანის მოვლის რუტინაში  C ვიტამინის ჩართვა უზრუნველყოს ახალგაზრდული და ელასტიური სტრუქტურის ჩამოყალიბებას.

C ვიტამინის ხუთი მთავარი სასარგებლო თვისება თქვენი კანისთვის:

 - კანის გაღიავება
ვიტამინი C მნიშვნელოვანი კომპონენტია კანის გასაღიავებლად და ერთგვაროვანი ფერის ჩამოსაყალიბებლად. ის თრგუნავს ფერმენტ თიროზინაზას, რომელიც ხელს უწყობს მელანინის წარმოების შემცირებას. ეს აქრობს მუქ ლაქებს და ჰიპერპიგმენტაციას, რის შედეგადაც მიიღება კანის უფრო თანაბარი და ნათელი ფერი.

- კოლაგენის წარმოება
კოლაგენის სინთეზისთვის აუცილებელი ელემენტია C ვიტამინი, რომელიც უზრუნველყოფს  კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას, ამცირებს წვრილი ხაზების და ნაოჭების გამოჩენას.

- მზის დაზიანებისგან დაცვა
როგორც ანტიოქსიდანტი, ვიტამინი C ხელს უწყობს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას. ამ თავისუფალ რადიკალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ კანის უჯრედებს, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებას და კანის კიბოს. მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინი C - მ არ უნდა ჩაანაცვლოს მზისგან დამცავი საშუალება, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის დაცვაში, მზის გამოსხივებისგან.

- სიწითლის და ანთების შემცირება
C ვიტამინს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს კანის სიწითლისა და ანთების შემცირებას. ეს სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს გამოხატული როზაცეა და აკნე. ის ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხელს უწყობს შეხორცებას და კანის ტონის გათანაბრებას.

- ერთგვაროვანი ფერის ჩამოყალიბება
ვიტამინი C აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ამცირებს ტენიანობის დაკარგვას და აძლევს კანს ერთგვაროვან ფერს. კარგად დატენიანებული კანი გამოიყურება უფრო ჯანსაღად და ნაკლებად მიდრეკილია სიმშრალისკენ

კანის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია საღეჭი ფორკაპილი, რომელიც C ვიტამინთან ერთად შეიცავს სხვა ვიტამინების კომპლექტსაც, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის სიჯანსაღეს და სიმკვრივეს.

არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT, PSP და Aversi – ის სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34

საიტზე https://arkopharma.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 510 00 13 31