Plasmon
ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი CA SCORE გამოკვლევით დაადგინეთ 5 წუთში

თარიღი: 12 დეკემბერი, 2023

Ca SCORE კვლევა, გაიგე მეტი შენი გულის შესახებ, გაიხანგრძლივე ცხოვრება

გვესაუბრება ექიმი-კარდიოლოგი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მულტიპროფილური პათოლოგიის და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა კოპალეიშვილი.


რას წარმოადგენს Ca  SCORE კვლევა და რისთვის არის ის საჭირო?

Ca  SCORE გულის მკვებავი სისხლძარღვების კედლებში კალციუმის დაგროვების რაოდენობრივი ანალიზი კომპიუტერული ტომოგრაფიით-  საშუალებას მოგცემთ ყოველგვარი ინვაზიური ჩარევის გარეშე,  5 წთ-ში მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი კორონარული არტერიების შესახებ, განსაზღვროთ კორონარული სისხლძარღვების დაზიანების ხარისხი და გულ- სისხლძარღვთა დაავადებების ინფარქტის, ინსულტის განვითრების რისკი.

თუ ხართ 35 წელს გადაცილებული, გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი რისკ ფაქტორი:
მაღალი არტერიული წნევა;
ჭარბი წონა;გულის დაავადების ოჯახური ანამნეზი;
ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებლები;
შაქრიანი დიაბეტი;
ხართ თამბაქოს მომხმარებელი;
ცხოვრობთ ადინამიური, სტრესული ცხოვრებით

მაშინ ჩაიტარეთ აღნიშნული კვლევა. ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი გულის მკვებავი არტერიების ანატომიის, დაზიანების ხარისხისა და მათში კაცლიუმის ფოლაქების რაოდენობის შესახებ.

"ჩაფიძის გულის ცენტრში" Ca  SCORE კვლევა ტარდება თანამედროვე მაღალშრიანი კომპიუტერული ტომორაფიის აპარატით, დაბალი დასხივების ფონზე, არაინვაზიურად.

კალციუმის ინდექსის განსაზღვრა ეხმარება ექიმს გამორიცხოს გულის სისხლძარვების დაავადება, ასევე საშუალებას აძლევს პაციენტისთვის საჭიროებისამებრ,  ინდივიდუალურად განსაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა.