თარიღი: 20 აპრილი, 2021
რა არის საფენისმიერი დერმატიტი (გამოწვა)?
პროტეაზული ფერმენტები – თორმეტგოჯა ნაწლავში არსებული პროტეაზები გვეხმარება საკვებში შემავალი ცილების გადამუშავებაში. პროტეაზების განეიტრალება, ჩვეულებრივ, მსხვილ ნაწლავში საკვების გადაადგილებასთან ერთად ხდება. თუმცა, ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში აქტიური პროტეაზები ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა და ავლენს პროტეაზულ აქტივობას, რაც პერიანალური მიდამოს მგრძნობიარე კანს აზიანებს.
პროტეაზული ფერმენტები აზიანებს კანს და იწვევს:
- ანთებას
- გაღიზიანებას
- გამონაყარს კანზე
როგორ ვიზრუნოთ ბავშვის კანზე საფენის მიდამოში გამოწვის დროს?
გამონაყარისგან საუკეთესო დაცვა არის კანის სიმშრალის შენარჩუნება საფენის არეში, ამიტომ, შეცვალეთ ბავშვის საფენი ხშირად და რაც შეიძლება მალე, მას შემდეგ, რაც ის დასველდება ან დაბინძურდება.
საფუძვლიანად გაასუფთავეთ ბავშვის სასქესო არე საფენის ყოველი შეცვლის დროს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაკეცებს.
არასდროს გამოიწვიოთ ძლიერი გაწმენდით კანის ნაზი ადგილების გაღიზიანება. ნაზად გაასუფთავეთ კანი და მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშრალე.
დარწმუნდით, რომ საფენი ძალიან მჭიდროდ არ ეკვრის ბავშვის სხეულს, რათა მოხდეს ჰაერის ცირკულაციის შენარჩუნება.
ჩააცვით თქვენს შვილს თავისუფალი ტანისამოსი.
კანი ხდება მეტად მოწყვლადი აქტიური პროტეაზების მიმართ, როცა:
- ხანგრძლივად ხდება საფენის მიდამოში კანის დატენიანება ფეკალიებით და/ან შარდით
- ბუნებრივიდან ხელოვნურ კვებაზე გადასვლისას
- ფაღარათისას
- კბილების ამოჭრისას
- მყარი საკვების დამატებისას
- ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაში
წაუსვით დაიპო - ქეარი საფენის ყოველი გამოცვლის დროს.
გამონაყარი გამოწვეულია ბავშვის ფეკალიებში შემავალი პროტეაზული ფერმენტების აქტიურობით.
დაიპო - ქეარი® შეიცავს პროტეაზული ფერმენტების ინჰიბიტორებს, რითიც ებრძვის გამონაყარის მიზეზებს
დაიპო - ქეარის®წასმა კანის გამოწვისას აღადგენს და კურნავს მას.
დაიპო - ქეარი
მოქმედებს საფენის მიდამოში გამოწვის პირველად მიზეზზე.
აცხრობს გაღიზიანებას, აქრობს სიწითლეს და თქვენი შვილის კანი კვლავ ნაზი და გლუვია.
რეკომენდებულია როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე სამკურნალოდ.
ადვილია მისი წასმა და მოცილება.
ინიშნება ახალშობილობის პირველივე დღიდან, გამოყენების ჯერადობა და ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.
არ შეიცავს საღებავებს და ჰიპოალერგიულია.