თარიღი: 07 მაისი, 2017
ძალიან საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია "დამხმარე ჰეჩინგის" მეთოდის შესახებ, რომელიც კლინიკა ''ინ ვიტრო''-ში გამოიყენება 2013 წლიდან!!!
- აღსანიშნავია ისიც, რომ კლინიკაში უკვე ორი თვეა რაც დავაინსტალირეთ უახლესი მოდელის ლაზერი და სწორედ ლაზერის მეშვეობით ხორციელდება აღნიშნული მანიპულაცია ემბრიონზე, ცხადია ჩვენების მიხედვით.
- თუ ადრე მექანიკურად ხდებოდა ეგრეთწოდებული „ჰეჩინგის“ მანიპულაციის განხორციელება, დღეს უკვე ლაზერითა და განახლებული ტექნიკით არის შესაძლებელი ამ მნიშვნელოვანი მანიპულაციის ჩატარება.
მას შემდეგ, რაც მოხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება, უჯრედები იწყებენ დაყოფას.
- სწორედ ამ განვითარების საწყის ეტაპზე, ემბრიონი შემოგარსულია ცილოვანი ფენებით, რომლებსაც ეწოდებათ “zona pellicuda”. ჩვეულებრივ, იმისათვის რომ, ემბრიონმა წარმატებით მოახდინოს საშვილოსნოს ღრუში იმპლანტაცია ანუ მიმაგრება, ემბრიონი უნდა გამოვიდეს ცილის გარსიდან და მიემაგროს საშვილოსნოს კედელს.
- ეგრეთწოდებული „დამხმარე ჰეჩინგის“ (AH) მეთოდი შედარებით ახალი ლაბორატორიული ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც უშვლობის მკურნალობის სფეროში მოღვაწე ექსპერტებმა რიგი კვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ იმ ემბრიონების წარმატებით იმპლანტაციის დონე, რომელთა ეგრეთ წოდებული “zona pellicuda“ თხელია, გაცილებით მაღალია.
- ,,დამხმარე ჰეჩნგის“ (AH) დროს ემბრიოლოგი ახდენს მიკრომანიპულაციას მიკროსკოპის ქვეშ, რომლის დროსაც ხორციელდება „zona pellicuda“-ს ჩხვლეტა სპეციალური პიპეტების საშუალებით. ეს პროცედურა ტარდება ემბრიონის განვითარების სტადიის მეოთხე/მეხუთე დღეს.
- აღნიშნული მანიპულაციის დასრულების შემდგომ (იმავე დღეს) ხდება ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში.
როდესაც პაციენტის ანამნეზი დატვირთულია სხვადასხვა ენდოკრინული პრობლემებით მიმართავენ
დამხმარე ჰეჩინგს AH.
დამხმარე ჰეჩინგი წარმოადგენს დამატებით ეფექტურ მეთოდს.
ეს მანიპულაცია არ იწვევს განვითარების პათოლოგიებს ემბრიონის გადატანის შემდეგ ახალშობილ ბავშვებში.
- ემბრიონებში სქელი „zona pellicuda >15მმკ AH აუმჯობესებს ორსულობის სიხშირეს
- კარგი პროგნოზის პაციენტებში AH არ ზრდის გამოსავალს
- AH არ არის ბენეფიტი კარგი ასაკობრივი ჯგუფისათვის 35 წლამდე
- უკეთესი პროგნოზია თუ AH სრულდება წინა რამოდენიმე უშედეგო ცდების პაციენტებში
- უკეთესი გესტაციის და იმპლანტაციის მაჩვენებლები, როდესაც AH კეთდება გალღობილ ემბრიონებზე
- უარესი გესტაციის და იმპლანტაციის ინდექსი თუ AH წარმოდგენილია რევიტრიფიცირებულ ემბრიონებზე
- ვიტრიფიცირებულ ოოციტების პროგრამაში AH აუმჯობესებს იმპლანტაციის სიხშირეს, მაგრამ არ ზრდის გესტაციის სიხშირეს
Assisted Hatching - დამხმარე „ჰეჩინგის“ ჩვენებებია:
- გვიანი რეპროდუქციული ასაკი (38 წელზე მეტი)
- დაბალი ხარისხის ემბრიონი
- ინ ვიტრო განაყოფიერების რამოდენიმე უშედეგო ცდა
მთავარი ემბრიოლოგი - მაია ქოიავა
ემბრიოლოგი - ლალიკო ხარაბაძე