თარიღი: 24 ნოემბერი, 2017
ძლიერი იმუნიტეტის საწინდარი- ჯანსაღი კვება და სუფთა ჰაერი
იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას წარმოადგენს. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. თადაყოლილი იმუნიტეტი თითოეულ ადამიანს მშობლებისგან მემკვიდრეობით გადაეცემა. რაც შეეხება შეძენილ იმუნიტეტს, ის განსაკუთრებით ადამიანის ორგანიზმში გადატანილი ინფექციის შემდეგ აქტიურდება. იმუნური სისტემის, იმუნიზაციისა და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში ,,FM პედიატრი“ ისაუბრა. გადაცემაში ასევე ყურადღება გამახვილდა სეზონური ვირუსების , ბაქტერიების, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების მნიშვნელობაზე, პროფილაკტიკასა და მკურნალობაზე.
ძალიან ბევრ ადამიანს, განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება აქვს იმუნიტეტის მიმართ. მოდით ვთქვათ, რა არის იმუნიტეტი და როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ბავშვს დაბალი იმუნიტეტი აქვს თუ არა?
იმუნიტეტსა და იმუნურ სისტემაზე შეიძლება კვირეების, თვეების განმავლობაში ვისაუბროთ და ვერც კი ამოვწუროთ ეს თემა. მე შევეცდები მსმენელისთვის გასაგებ ენაზე ვისაუბრო. იმუნური სისტემა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი მეცნიერების მხრიდან. რა არის იმუნიტეტი? ეს არის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ან პარაზიტურლი ინფექციების მიმართ. თავდაპირველად მავნე აგენტი ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ჩვენი იმუნური სისტემა კი მაქსიმალურად ცდილობს დროულად მოიცილოს როგორც ვირუსული ისე ბაქტერიული, პარაზიტული თუ სოკოვანი პათოგენი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა იმუნური რეგულაციზები, დარღვევები. მაგ. როგორიც არის თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტი, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ამ გამოწვევებს ვეღარ იცილებს. ეს არის ზოგ ბავშვებში საკმაოდ იშვიათი თანდაყოლილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ან კიდევ მოზრდილში შეძენელი იმუნოდეფიციტის სინდრომი ანუ შიდცი. ამ შემთხვევაში უკვე ადამიანის ორგანიზმი ვერ ებრძვის სხვადასხვა გამოწვევებს.
რაც შეეხა მაღალ და დაბალ იმუნიტეტს. როგორც წესი ბავშვმა მთელი წლის განმავლობაში უნდა იავადოს 6-ჯერ ან 8-ჯერ. ეს იქნება სხვადასხვა ვირუსული ინფექციები, თუ ზოგიერთ შემთხვევაში ბაქტერიული ინფექცია. ბაქტერიული ინფექცია ეს არის ვირუსული ინფექციის გართულებული მდგომარეობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლოა უშუალოდ თავდაპირველად განვითარდეს ბაქტერიული ინფექცია. 6-8-ჯერ ვირუსული ინფექციით ავადობა მთელი წლის განმავლობაში 5 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში ითვლება ნორმად. 6-10 წლამდე ასაკის ბავშვები ავადობენ დაახლოებით 3-4-ჯერ. უკვე მოზრდილები კი მთელი წლის განმავლობაში 1-2-ჯერ. აქ ძირითადად საუბარია ვიუსულ ინფექციებზე. იმ შემთხვევაში თუ წარმოიშვა ბაქტერიული ინფექცია შეიძლება საქმე გვქონდეს ღრმა იმუნურ დარღვევასთან. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დროული ჩარევა და დახმარება სხვადასხვა ანტიბიოტიკების მეშვეობით. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, თუ 1-5 წლამდე ბავშვი ავადობს 6-8-ჯერ რადგან ეს ბავშვი არის სრულიად ჯანმრთელი და შესაბამისად არ ითვლება ხშირად მოავადედ. საკმაოდ ხშირად მომმართავენ თხოვნით რომ დავნიშნო იმუნომასტიმულირებელი ან იმუნომოდულაციური საშუალება, ასეთი სახის საშუალებები კი ჯანმრთელ ბავშვებში არ ინიშნება. ჩვენ ამ პრეპარატებს ვიყენებთ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის ან შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონდე როგორც ბავშვებში, ისე მოზდილებში. ბაზარზე არის უამრავი სახეობის პრეპარატი იმუნიტეტის გამაძლიერებელი. იმუნიტეტისთვის უპირველესია ჯანსაღი, სრულფასოვანი კვება, რომელიც გამდიდრებულია მინერალებით, ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, მიკროელემენტებით და ა.შ. ყველაზე კარგი საშუალება იმუნიტეტისთვის რა არის? ის რომ ჩვილი ასაკის ბავშვები აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ ძუძუთი კვებაზე. ჩვენთან სავალალოა რომ ძუძუთი კვება დაახლოებით 50%-მდე დავიდა. ძუძუთი კვება როგორც მოგეხსენებათ ეს არის ბავშვთა კვების ოქროს სტანდარტი. ეს არის ყველაზე კარგი იმუნომასტიმულირებელი და იმუნომოდულატორული საშუალება. შესაბამისად ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები უფრო ნაკლებად ავადმყოფობენ მთელი ამ შემდგომი წლების განმავლობაში. თუმცაღა გვაქვს რაღაც პათოლოგიები როდესაც ძუძუთი კვებას ვერ ვნიშნავთ ან არ აქვს დედას რძე. ესეც არ წარმოადგენს პრობლემას რადგან ჩვენს ბაზარზე მრავლადაადედის რძესთან მიახლოებული ფორმულები, გამდიდრებული სხვადასხვა საშუალებებით მათ შორის ნუკლეოტიდებით, ცილებით და ცხიმებით.
გარდა ამისა, რამ შეიძლება დაუქვეითოს იმუნიტეტი პატარას ?
როგორც მოგახსენეთ ჩვენ გვაქვს თანდაყოლილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დაქვეითებული ან შეძენილი იმუნოდეფიციტი როგორც წესი იმუნიტეტიშეიძლება დაქვითდეს თანდართული ბაქტერიული ინფექციის ან სოკოვანი ინფექციის დროს. სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში ისედაც ხშირად საქმე გვაქვს იმუნოდეფიციტურ შემთხვევასთან. ვირუსი არ იწვევს იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას. მოგეხსენებათ ჩვენ პირველივე თვეებში, თავიდანვე ვიწყებთ აცრებს, რომლებიც არის ერთგვარი იმუნომასტიმულირებელი საშუალება ისეთი დაავადებების მიმართ როგორიც არის: დიფტერია, ტეტანუსი, B ჰეპატიტი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული ინფექცია, პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა. სწორედ ამ იმუნიზაციით ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძვით გავაუმჯობესოთ ბავშვის იმუნური სტატუსი. მინდა აღვნიშნო რომ საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი იმუნიზაციის კალენდარი. ჩვენ გვაქვს მაღალხარისხიანი ფრანგული წარმოების ვაქცინები რომელსაც დაბადებისთანავე, ეს იქნება სამშობიაროში თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ვაწარმოებთ. დაახლოებით 13 სახის ვაქცინა კეთდება საქართველოში ამ ეტაპზე.
სწორედ აცრებზე მინდა გკითხოთ. როგორ უნდა მოემზადოს მშობელი, რომ პატარას აცრა ჩაუტარდეს. რამე განსაკუთრებული ჩვენება თუ არის მაგ. როგორც ვიცით ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი, არ უნდა ავადობდეს და აცრის შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში უნდა დარჩეს.
ჩვენ ვაქცინაციას ვიწყებთ 2 თვის ასაკიდან, ამიტომ თუ რაიმე სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე თავისთავად ვლინდება. შესაბამისად მანამდე 2-3-ჯერ მაინც უნდა იყოს ბავშვი გასინჯული. ეს იქნება სამშობიარო ბლოკში, უბნის ექიმის თუ პირველადი ჯანდაცვის სკოლის მიერ. სწორედ ეს პედიატრი აფასებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას. რაც შეეხება რეკომენდაციას. თუ ბავშვს აქვს ტემპერატურა 38°ჩ, შეგიძლიათ ვაქციანაცია გააკეთოთ თუმცაღა საქართველოში ამას ჯერ ვერ მივაღწიეთ. არ არის აუცილებელი სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებაც კი თუ არ გვაქვს საქმე ღრმა სახის დარღვევებთან. თუ ბავშვი ჯანმრთელია 2 თვიდან ვიწყებთ აცრების ჩატარებას. ეს აცრები ტარდება 2,3,4 თვის ასაკში, შემდეგ 1 (12 თვის) ასაკში. შემდეგ 1,6 თვის ასაკში, 5 წლის ასაკში, 14 წლის ასაკში. სხვა შემთხვევაში ტარდება ეპიდემიური შემთხვევების დროს. მინდა გითხრათ რომ ჩვენი კალენდარი ამ მხრივ ევროპულ კალენდართანაა მიახლოებული.
რაც შეეხება ოქტომბერ- ნოემბერში მიმდინარე იმუნიზაციის პერიოდს.
ოქტომბერ-ნოემბერში ჩვენ ვიწყებთ გრიპის საწინაარმდეგო ვაქციანაციას. გრიპი როგორც მოგეხსენებათ ეს არის სეზონური ინფექცია. ძირითადად გვხვდება ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და აგრეთვე ადრეულ გაზაფხულზე. შესაბამისად ამ პერიოდამდე უნდა გაკეთდეს ვაქციანაცია. ყოველ წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვთავაზობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს. გრიპის ვირუსს გააჩნია ანტიგენური ცვლილება ანუ ყოველ წელს ცირკულირებს სხვადასხვა ტიპის ვირუსი. თუ პირველადად იცრება ბავშვი ვაკეთებთ ორჯერადად ვაქციანაციას ერთი თვის ინტერვალით, მაგრამ თუ მეორე წელია ან შემდგომი, თითოჯერ ვაკეთებთ ყოველწლიურად. თუ იწყებთ ვაქცინაციას სასურველია რომ ის 7-10 წელი მაინც ჩაიტაროთ. ეს არის რეკომენდაცია, ვაქცინა არ არის სავალდებულო. მე ძირითადად ვცდილობ პირველ რიგში ავცრა რისკჯგუფები. ეს პირველ რიგში ეხებათ თანდაყოლილი პათოლოგიების მქონე პაციენტებს. წელს შემოვიდა 30 000-მდე დოზა, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ თავაზობს იმ პაციენტებს, რომლებთანაც სხვადასხვა პათოლოგიების გამო ეს პრობლემა გაცილებით მწვავედ დგას.
დღემდე ბევრი მშობელი საქართველოში უარს ამბობს ამ აცრაზე. როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?
ეს აცრები უსაფრთხოა რადგან მოწოდებულია, რომ ყველა ორსულს გაუკეთდეს ნებისმიერ ტრიმესტრში. ესეთი რეკომენდაცია რომ ყველა აიცრას არ არსებობს. ამ ვაქცინას აქვს თავისი დანიშნულება, სასურველია პირველ რიგში გამოყენებული იყოს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და ასევე 65 წლის ასაკის შემდგომ მოხუცებში. სხვა შემთხვევაში თუ სურს პაციენტს რომ მთელი წლის განმავლობაში იყოს აქტიურად და რამდენიმე დღეც არ გააცდინოს სამსახურში როცა გრიპის ეპიდემიის პერიოდი გვექნება, მას შეუძლია ვაქცინაცია ჩაიტაროს. გრიპის არ არის პანაცეა, ის იყო და ყოველთვის იქნება. ვაქცინა იცავს მხოლოდ 50 %-ით.
ისევ იმუნიტეტს მინდა დაუბრუნდეთ. რა როლი ეკისრება ამ შემთხვევაში კურორტებს და როგორ უნდა შევარჩიოთ დასასვენებლად ეს თუ ის ადგილი, თუ გვინდა რომ ბავშვი უფრო მეტად გაკაჟდეს?
კურორტებს აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა. საქართველო ამ მხრივ განებივრებულია როგორც ზამთრის ისე ზაფხულის კურორტებით. მე ყოველთვის ასე ვურჩევ ჩემს პაციენტებს. ზაფხული კურორტებიდან, პირველ რიგში მთა, შემდეგ ზღვა და შემდეგ ისევ მთა. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, ეს იქნება ბაკურიანი თუ გუდაური, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი და საშუალება ამ მხრივ განებივრებულები ვიყოთ. აქვვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ ზოგიერთ პაციენტს არ აქვს საშუალება წავიდეს დასასვენებლად, ამიტომ აუცილებელია ქალაქში შეიქმნას რეკრეაციული ზონები, როგორც მოგეხსენებათ ამ მშენებლობებმა და მტვერმა პრაქტიკულად წალეკა ქალაქი. არის ეკოლოგირად კატასტროფული მდგომარეობა, ამიტომ აუცილებელია რეკრეაციული ზონების მოწყობა. არ არის აუცილებელი ზამთარში ბავშვის შეფუთვა, ხშირად შემხვედრია სიტუაცია, როცა ბავშვს მხოლოდ თვალები უჩანს. ასეთ დროს უფრო მეტად არის საშიშროება პათოგენური გარემოს შექმნის.
დასასვენებელ ადგილებში თუ აქვს გარკვეულ პერიოდს მნიშვნელობა. მაგ. ბაკურიანში უნდა წავიდეთ კონკრეტულად ზამთრის თვეებში თუ გაზაფხულზეც შეგვიძლია ბავშვი გავაკაჟოთ?
დაყოფა არ არსებობს, ნებისმიერ დროს შეუძლია პაციენტს წავიდეს ზამთრის კურორტებზე დასასვენებლად. უნდა ვტქვა, იქაც მშენებლობების პრობლემაა. გასაგებია რომ ეს განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ პროცესი არ უნდა გაიწელოს რამდენიმე წლით და მტვერს არ უნდა სუნთქავდნენ ბავშვები. ამიტომ სასურველია რომ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულაციები იყოს მიღებული.
მინდა გკითხოთ აგრეთვე ხალხურ მედიცინაზე. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია ფუქტკრის პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ფუტკრის რძე, ყვილის მტვერი და ა.შ. ძალიან ბევრი მშობელი აი ამ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას, თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
გააჩნია ასაკს. მაგ. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული ფუტკის პროდუქცია. 1 წლის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს, ლიმონს და ალოესაც. ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ რომ დილას და საღამოს მიიღონ ეს ნაზავი. რაც შეეხება მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები და ასეთი ტიპის რეკომენდაციები არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი სახის საშუალებები არც ექიმები იქნებოდა, არც მედიკამენტი და არც აფთიაქი. სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, გამოიწვევს იმუნიტეტის გაჯანსაღებას და შესაბამისად ჩვენი პაციენტები და რაც მთავარია ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები.
წყარო: http://jako.fm