Plasmon
ძუძუთი კვება საკეისრო კვეთის შემდეგ

თარიღი: 23 აპრილი, 2024

ძუძუთი  კვება საკეისრო კვეთის შემდეგ - როგორ გავააქტიუროთ ლაქტაცია და რა მივცეთ ბავშვს, თუ დედას არ შუძლია ძუძუთი კვება

ჯერ კიდევ  ორსულობის პერიოდში  ქალის ორგანიზმი ემზადება ბავშვის კვებისთვის დაბადების შემდეგ, რათა გამოიმუშაოს მისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები - დედის რძე.  ესაა  საუკეთესო საკვები ჩვილისთვის,  ამიტომ  ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციას, რომ ძუძუთი კვება  გაგრძელდეს მინიმუმ ორი წელი ან მეტი.  მიუხედავად იმისა, თუ როგორ დაიბადა ბავშვი - ბუნებრივი გზით  თუ საკეისრო კვეთით - დედას შეუძლია, წარმატებით კვებოს  ბავშვი ძუძუთი.  თუმცა, ეს ყოველთვის არ ხდება მარტივად და საკეისრო კვეთით მშობიარობა შესაძლოა (მაგრამ არაა აუცილებელი!) იყოს ძუძუთი კვების შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი.  როგორ გავააქტიუროთ ლაქტაცია საკეისრო კვეთის შემდეგ და როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას, როდესაც ქალს არ შეუძლია ძუძუთი კვება?

დედის  რძე, როგორც ჩვილების კვების ოქროს სტანდარტი
დედის რძე ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და აკმაყოფილებს ბავშვის ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნილებებს.  ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ექსპერტები  იძლევიან რეკომენდაციას, რომ დედის რძე უნდა იყოს ბავშვის ერთადერთი საკვები სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში. ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს (რაციონის გაფართოებისას) 2 წლის ასაკამდე  ან უფრო ხანგრძლივად - სანამ დედას და ბავშვს სურთ ეს.

ვიტამინებითა და მინერალებით, ასევე ოლიგოსაქარიდებით სიმდიდრის წყალობით, დედის რძეს ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და ნაწლავის მიკრობიოტისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება დაბადების შემდეგ, ანუ რთული ეკოსისტემისთვის, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა მიკროორგანიზმებით.  ნაწლავის მიკრობიოტა ინტენსიურად ვითარდება ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში,  და მისი შესაბამისი შემადგენლობა ძალზე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის განვითარებისთვის.

არგია იცოდე!
ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ეს არის მშობიარობის ტიპი,  დედის მიკრობიოტის შემადგენლობა  ან ბავშვისა და დედის კვების  რაციონი.    უკვე მშობიარობის დროს,  ახალშობილის მიკრობიოტა ბუნებრივად  მდიდრდება  როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე  ქალის სასქესო გზების ბაქტერიებით. მათ შორის  Bifidobacterium -ის გვარის წარმომადგენლებით.  განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ  Bifidobacterium breve -ის სახეობის ბაქტერიები,  რომლებიც გვხვდებიან  ჯანმრთელი ჩვილების ნაწლავში.   საინტერესოა, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილების ნაწლავის მიკრობიოტაში ჭარბობს Bifidobacterium-ის  გვარის ბაქტერიები.

ძუძუთი კვება შეიძლება იყოს გამოწვევა
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი უკვე ემზადებოდა ბავშვის ძუძუთი კვებისთვის, ეს ყოველთვის მარტივი არ არის. ლაქტაციაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მ.შ.: სტრესი, დედის ჯანმრთელობის პრობლემები ან სამსახურში დაბრუნება.   თუმცა, ლაქტაციის სტიმულირება შესაძლებელია,  მ.შ. რძის გამოწველით, რის წყალობითაც მკერდი გამოიმუშავებს მუდმივ  შესაბამის რაოდენობას.  დედამ უნდა  დაისვენოს, სწორად იკვებოს  და  დალიოს ბევრი წყალი, რადგან ძუძუთი კვების დროს  სითხეზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება.

თუ დამოუკიდებელი მცდელობის მიუხედავად,  ლაქტაციის სტიმულირებას შედეგი არ მოაქვს, უმჯობესია,  რჩევისთვის მიმართოთ ლაქტაციის კონსულტანტს  ან ბებიაქალს.  ზოგჯერ საკმარიასია, შეცვალოთ  კვების ტექნიკა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება  დაგეხმაროთ შერეული კვების დაწყება - ერთდროულად დედის რძით და რძის ნარევით ბავშვის კვება. ამის წყალობით, თქვენ შეძლებთ ძუძუთი კვების გაგრძელებას და დარწმუნებული იყავით, რომ ბავშვი დანაყრებულია და სწორად იმატებს წონაში.  თუმცა, თუ სირთულეების დაძლევა შეუძლებელია, პედიატრის დახმარებით უნდა აირჩიოთ ბავშვის საჭიროებებზე მორგებული  რძე.

პროდუქტი საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვებისთვის
კომპანია Nutricia-ს მეცნიერებმა, მოწინავე კვლევების საფუძველზე, შეიმუშავეს საკეისრო კვეთით დაბადებული ჩვილებისთვის შესაფერისი ფორმულა  ბიფიდობაქტერიების  გვარის ბაქტერიების (B. breve M-16V) დამატებით. პროდუქტი ასევე შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება დედის რძეში: HMO 2'FL, იმუნო-შემადგენლობა, ანუ ვიტამინები A, C, D და თუთია იმუნური სისტემის  სათანადო ფუნქციონირებისთვის, იოდი სწორი კოგნიტური განვითარებისთვის, კალციუმი და მაგნიუმი ძლიერი ძვლებისთვის, ომეგა-3 (DHA და ALA) ტვინის განვითარებისთვის და ომეგა-6 (AA) და GOS/FOS ოლიგოსაქარიდები, რომლებიც ასახავენ დედის რძის ოლიგოსაქარიდების შემადგენლობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ძუძუთი კვება ჩვილთა კვების ყველაზე შესაფერისი და იაფი გზაა და რეკომენდებულია ადრეული ასაკის  ბავშვებისთვის მრავალფეროვან კვებასთან ერთად. დედის რძე შეიცავს ბავშვის სწორი განვითარებისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და იცავს მას დაავადებებისა და ინფექციებისგან. ძუძუთი კვება იძლევა საუკეთესო შედეგს, როდესაც დედა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სწორად იკვებება და როდესაც გამართლებულია ბავშვის ძუძუთი კვება. კვების წესის შეცვლის შესახებ  გადაწყვეტილების მიღებამდე, დედამ კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.