ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
თარიღი: 01 ივლისი, 2025
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია შეიძლება იყოს გულმკერდში ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი. უმეტესად იწვევს ქვემო კიდურების ვენებში წარმოქმნილი თრომბული მასა, რომელიც მიგრირებს სისხლის ნაკადთან ერთად და იწვევს ფილტვის სისხლძარღვების სრულ ან ნაწილობრივ დახშობას. გამოვლინების სიმძიმე დამოკიდებულია თრომბული მასის ზომაზე და დახშული სისხლძარღვის კალიბრზე.
რისკ-ფაქტორები:
ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
ხანგრძლივი მგზავრობა;
ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი;
ღრმა ვენის თრომბოზი;
სიმსუქნე;
ორსულობა;
კონტრაცეპტივები;
ონკოლოგიური დაავადებები.
სიმპტომები და ნიშნები:
უეცრად აღმოცენებული ტკივილი გულმკერდში;
სუნთქვის გაძნელება, გახშირება;
სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება;
ხველა, სისხლიანი ნახველით;
წნევის ვარდნა;
გონების კარგვის ეპიზოდი;
გულის რითმის დარღვევა.
დიაგნოსტიკური კვლევებიდან აუცილებელია ჩატარდეს:
ლაბორატორიული ანალიზები;
ეკგ;
ექოკარდიოგრაფია;
ჩთ ანგიოგრაფია.
დაავადების გამოსავალი შესაძლოა იყოს ფატალური, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი დროული ამოცნობა და მკურნალობა.