Plasmon
ფუტკრის პროდუქტების სამკურნალო თვისებების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში

თარიღი: 10 ოქტომბერი, 2022

გვესაუბრება ოჯახის ექიმი ლია მანჯგალაძე

ქალბატონო ლია, რამდენად ხშირია სამკურნალო თუ პროფილაქტიკური მიზნებით ფუტკრის პროდუქტების შემცველი პრეპარატების გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში და ამ მხრივ განსაკუთრებით რომელ პროდუქტებს გამოყოფდით?

ფუტკრის პროდუქტების სამკურნალო თვისებები უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. მათი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე განსხვავებულია და ყველა პროდუქტი უნიკალურია თავისი შემადგენლობით და ეფექტურობით. ბოლო წლებში ფართო გამოყენება ჰპოვა ფუტკრის რძის, პროპოლისის, თაფლის შემცველმა პრეპარატებმა.

ფუტკრის რძე, ანუ სამეფო ჟელე შედგება წყლის, ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების, მინერალებისა და ვიტამინებისაგან (B5, B1, B2, B6, B8, B9, C, E, A), 10-HDA და 10-H2DA ცხიმოვანი მჟავებისგან. ფუტკრის რძის ძირითადი ინგრედიენტია აპალბუმინი, რომელიც სასარგებლოა ფუტკრებისთვის მაღალი კვებითი ღირებულების და ანტიბაქტერიული თვისებების გამო.

ფუტკრის რძის ეფექტურობის და უსაფრთხოების კუთხით ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კვლევები. მისი მოქმედების ზოგიერთი სფერო კიდევ საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას. ფუტკრის რძე ცნობილია გამოხატული ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ნეიროპროტექტორული თვისებებით. კვლევებით დადგენილია ფუტკრის რძის დადებითი ზემოქმედება თავის ტვინის ფუნქციებზე, მომატებულ არტერიულ წნევაზე, სისხლში გლუკოზის შემცველობაზე და ლიპიდურ სპექტრზე.

 

რას გვეტყვით პროპოლისის სამკურნალო თვისებებზე?

პროპოლისი არანაკლებ მნიშვნელოვანი პროდუქტია სამკურნალო თვისებების თვალსაზრისით. მასზეც უამრავი კვლევაა ჩატარებული, მათ შორის, ბოლო პერიოდში დაგროვდა მონაცემები მისი ანტივირუსული ეფექტის შესახებ კორონავირუსთან მიმართებაში.

არსებობს რამოდენიმე სახის პროპოლისი, რომელთაგან კლინიკური კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვანე და ყავისფერი პროპოლისი.

მწვანე პროპოლისი -  შეიცავს არტეპილინ C-ს, რომელიც აინჰიბირებს პრო-ანთებით ციტოკინებს და აქვს ანტივირუსული აქტივობა, ასევე კოფეინის მჟავას, რომლის გამოხატული ანტივირუსული აქტივობა დადასტურებულია კვლევებით.

ყავისფერი პროპოლისი - იგი შეიცავს პოლიფენოლებს და გალაგნინს - გრამდადებით ფლორაზე გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედების ნივთიერებას.

ანტივირუსულ და ანტიბაქტერიულ მოქმედებასთან ერთად პროპოლისს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული თვისებები. იგი აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს, აქვს ანტითრომბული ეფექტი. შესაძლებელია მისი გამოყენება კარდიოვასკულური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. პროპოლისს გააჩნია სიმსუქნის საწინააღმდეგო, ასევე ანტიკანცეროგენული მოქმედება.

 

აქვს თუ არა რაიმე შეზღუდვა ფუტკრის პროდუქტების შემცველი პრეპარატების გამოყენებას?

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, მათი შემცველი პრეპარატების დანიშვნა უკუნაჩვენებია. ასევე უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. გასათვალისწინებელია პრეპარატის შესაბამისი დოზირება ბავშვთა ასაკში.

 

ფუტკრის პროდუქტების შემცველი პრეპარატების დიდი ნაწილი საკვები დანამატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მათი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშეც შეუძლიათ. კიდევ რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, რომ გაითვალისწინონ ასეთი პროდუქტების შეძენისას?

ფუტკრის პროდუქტები, მათ შორის თაფლი, რომელსიც ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურ რაციონშია, ხშირად შეიცავენ პესტიციდებს და ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება მეფუტკრეობაში ფუტკრის დასაცავად სხვადასხვა მწერებისა თუ ინფექციებისგან. ეს ნივთიერებები შემდეგ ხვდება ფუტკრის პროდუქტებში და ხშირად ალერგიული რეაქციები სწორედ ამ მინარევებისგან არის გამოწვეული და არა თავად ძირითადი პროდუქტისგან. უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ იმ საკვები დანამატის ხარისხი, რომელსაც ვიყენებთ. ამ მხრივ მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ფრანგული კომპანია არკოფარმას პრეპარატი არკოროიალი, რომლის შემადგენლობაში შედის ფუტკრის 5 პროდუქტი (ფუტკრის რძე, მწვანე და ყავისფერი პროპოლისი, ყვავილის მტვერი და მანუკას თაფლი) ეხინაცეასთან ერთად. არკოროიალში შემავალი კომპონენტები გაწმენდილია მინარევებისგან, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, პესტიციდებს და ანტიბიოტიკებს. პრეპარატი შეესაბამება უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს, მინიჭებული აქვს ორგანული პროდუქტის ნიშანი.

 

რა დროს შეიძლება არკოროიალის გამოყენება?

არკოროიალის გამოყენება შესაძლებელია ორგანიზმის გასაძლიერებლად გადატანილი დაავადებების შემდგომ პერიოდში, ასევე სეზონური ვირუსული ინფექციების საპროფილაქტიკოდ, არასრულფასოვანი კვების ან დიეტების შემდგომ პერიოდში, მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს.

 

როგორ უნდა მოხდეს არკოროიალის მიღება?

რკოროიალის მაღალი ბიოშეღწევადობის დასალევი ხსნარი მოთავსებულია ამპულებში, დღეში ხდება 1 ამპულის მიღება. ამპულის შიგთავსი იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში ან ხილის წვენში. მკურნალობის კურსი 20 დღეა.

 

 

შეგახსენებთ, არკოროიალი ძლიერი იმუნიტეტისთვის შეძენა შესაძლებელია ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: FB- Arkopharma Georgia, მობ: 599 09 09 09