Plasmon
რას წარმოადგენს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები?

თარიღი: 14 ოქტომბერი, 2015

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები არის მიზეზი გულისა და სისხლძარღვების დარღვევებისა და მოიცავს გულის კორონარულ დაავადებას–მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულურ დაავადებას–თავის ტვინის ინსულტი, მომატებულ არტერიულ წნევას (არტერიული ჰიპერტენზია), გულის რევმატულ და თანდაყოლილ დაავადებებსა და გულის უკმარისობას. გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ალკოჰოლის საზიანო მოხმარება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2008 წლის მონაცემებით, მიოკარდიუმის ინფარქტითა და თავის ტვინის ინსულტით, 17,3 მლნ–ზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. 5 შემთხვევიდან 4 სიკვდილის შემთხვევა მოდის დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე, ქალთა და მამაკაცთა პოპულაციებზე თანაბრად.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ძირითადი ჯგუფის მორფოლოგიური საფუძველი, ათეროსკლეროზული პროცესია, რომლის არსიც მდგომარეობს სისხლძარღვის კედელში ცხიმოვანი მასების დალექვასა და მის ირგვლივ შემაერთებელი ქსოვილის განვითარებაში. ეს უკანასკნელი იწვევს სისხლძაღვის კედლის გასქელებასა და დეფორმაციას, სანათურის შევიწროვებასა და სისხლის მიმოქცევის შეფერხებას. ფიბროზული ფოლაქები სისხლძარღვში განვითარებას იწყებს ბავშვთა ასაკიდან. კვლევებით დადგენილია, რომ 10–14 წლის მოზარდთა 20%–ში ადგილი აქვს ათეროსკლეროზულ ცვლილებებს, რომელთა ინტენსივობა ყოველ მომდევნო 5 წელიწადში 10%–თ მატულობს. იმის მიხედვით, თუ რომელ ორგანოს კვებავს დაზიანებული სისხლძარღვი, ვითარდება ორგანოს არასაკმარისი კვებით განპირობებული სიმპტომატიკა, გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების დაზიანებისას–ესაა სტენოკარდია და გულის კუნთის ინფარქტი, ხოლო ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებისას–თავის ტვინის ინსულტი.

ინსულტი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება. ესშესაძლებელია იყოს განპირობებული, ტვინის სისხლძარღვის დახშობით, რაც იწვევს ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში.

ინსულტი მწვავე სამედიცინო  გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დიაგნოსტირებისა და მართვის პრინციპი ეფუძნება კონცეფციას ,,დრო არის ტვინი და ტვინი არის დრო’’. პაციენტებში ინსულტის ადრეულ ეტაპზე ეფექტურ მართვას შეუძლია სიკვდილობისა და ავადობის შემცირება, თუმცა ადრეული მართვა შეუძლებელია დროული დიაგნოსტიკისა და შეფასების გარეშე (GP GPD in asoosiation with Royal College of General Prectitioners –Just in time,  BMG 2007.

http://www.who.int/topics/cardiovascular_diseases/en/http://www.heart.org/HEARTORG/Caregiver/Resources/WhatisCardiovascularDisease/What-is-Cardiovascular-Disease_UCM_301852_Article.jsp

გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი სიმპტომები  და პაციენტის ქცევის მოდელი

იცოდე, როდის მიმართო ექიმს
გულ–სისხლძარღვთა დაავადებები  წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, მიუხედავად დაავადების სახეობისა. ამ პათოლოგიის განვითარების რისკებისა და სახიფათო ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ თვალი ადევნოთ და დროულად იგრძნოთ საშიშროება.
ხართ თუ არა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მხრივ რისკის ქვეშ? თქვენი პერსონალური რისკი დამოკიდებულია აღნიშნულ დაავადებათა განვითარებასთან ასოცირებულ ფაქტორებზე, რომელთა ერთი ნაწილის კონტროლი შეუძლებელია, ხოლო დანარჩენების კონტროლს თქვენ შეძლებთ.

ფაქტორები,რომელთა კონტროლიც შეუძლებელია:
ასაკი
სქესი (მენოპაუზის შემდეგ ქალების რისკი უთანაბრდება და უსწრებს მამაკაცებისას)
ოჯახური ისტორია

ფაქტორები,რომელთა კონტროლსაც თქვენ შეძლებთ:
ქოლესტეროლის  შემცველობა სისხლში
ფიზიკური აქტივობა
თამბაქოს მოხმარება
წონა
არტერიული წნევა
შაქრიანი დიაბეტი

ძირითადი  ნიშნები და სიმპტომები საერთოა  გულ–სისხლძარღვთა დაავადებების უმრავლესობისათვის.
თუ თქვენ პერიოდულად გივლინდებათ  შემდეგი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს:
ძლიერი თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა
უცებ განვითარებული  დაღლილობის შეგრძნება
აჩქარებული გულისცემა (100 და მეტი დარტყმა წუთში)
არარეგულარული გულისცემა
ტკივილი გულმკერდის მიდამოში ან დისკომფორტი ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც იხსნება დასვენების შემდეგ
სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას და მოსვენებით მდგომარეობაში
ძილის დარღვევები
ინსულტის მაღალი რისკის პაციენტებსა და მათ ოჯახს წევრებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ინსულტის სავარაუდო სიმპტომების შესახებ, რათა მათი გამოვლენისთანავე  მათ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ან გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
გულის შეტევა უხშირესად ვითარდება უეცრად, მაგრამ არა ყოველთვის და გარკვეულ შემთხვევებში, ამ ინციდენტს  წინ უსწრებს:
შეტევითი ხასიათის ტკივილი, წვა  ან ზეწოლა მკერდის ძვლის უკან
ტკივილი, რომელიც ვრცელდება და/ან ირადირებს ზურგში, კისერში, ყბებში ან მხარში
გულისრევა, ცივი ოფლი
სწრაფი  და/ან არარეგულარული გულისცემა
ქალებში ტიპური იშემიური ხასიათის ტკივილი გულმკერდში შედარებით იშვიათია. ქალებში ამ მხრივ საყურადღებო სიმპტომებს მიეკუთვნება:
ქოშინი
გულისრევა/პირღებინება
ტკივილი ზურგში ან ყბებში
უეცრად განვითარებული დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება
ხველა
შფოთვა

http://www.thedacare.org/Symptoms-and-Conditions/Cardiology/Understanding-Heart-and-Vascular-Problems/Risks-and-Warning-Signs.aspx

რატომ არის გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და მათი განვითარების რისკი საყურადღებო?
მსოფლიოში გულის დაავადებები და ინსულტი მოიაზრება ორ ძირითად პათოლოგიად სიკვდილობის სტრუქტურაში, 15 წლის ზევით, ასევე მესამე და მეოთხე მიზეზად ავადობის ტვირთის მხრივ აივ/შიდსი-ს და უნიპოლარული დეპრესიული მოშლილობების შემდგომ 45-69 წ.წ. ასაკობრივ ჯგუფში, აღნიშნული დაავადებები ლიდერობს როგორც დაავადებათა ტვირთის, ასევე სიკვდილობის მხრივ.

საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია გულ–სისხლძარღვათა დაავადებები, ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში დიდი წვლილის გამო. არაგადამდებ დაავადებათა შორის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 71%–ს აღწევს.

დიდი წილი კარდიო-ვასკულურ და ზოგადად არაგადამდებ დაავადებათა შორის –პრევენტაბელურია ქცევითი რისკ-ფაქტორების (თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება) კორექციის გზით. არაჯანსაღი ქცევები არის გზა ისეთი მეტაბოლური/ფსიქოგენური ხასიათის ცვლილებებისაკენ, როგორიცაა წნევის მომატება (ჰიპერტენზია), ჭარბი წონა/სიმსუქნე, სისხლში გლუკოზის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი) და ლიპიდების შეცვლილი სპექტრი (დისლიპიდემია).

300-მდე რისკ-ფაქტორია ასოცირებული გულის კორონარული დაავადებისა და ინსულტის განვითარებასთან, ამ ფაქტორების მნიშვნელობა განისაზღვრება სამი კრიტერიუმით: მაღალი გავრცელება პოპულაციათა უმრავლესობაში, დამოუკიდებელი გავლენა ამ პათოლოგიების განვითარების მხრივ, მათი ეფექტური მკურნალობისა და კონტროლის ზეგავლენა – აღნიშნულ დაავადებათა რისკის შემცირებაზე. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნისათვის რისკ-ფაქტორთა პრიორიტეტები სპეციფიკურია.

არტერიული ჰიპერტენზია კარდიო–ვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორია.  არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელების მხრივ საქართველო მოიაზრება იმ 5 ქვეყანას შორის მსოფლიოში, სადაც მოსახლეობაში ყველაზე მაღალია არტერიული წნევის ციფრები. ქართულ პოპულაციაში ჰიპერტენზიის პრიორიტეტულობას განსაზღვრავს აგრეთვე მისი წვლილი სიკვდილობის სტრუქტურაში, რომელიც შეადგენს 48,8%–ს. 2010 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის(18–64წწ)  მესამედზე მეტს აქვს მომატებული არტერიული წნევა და ამ კონტინგენტში ნახევარზე მეტი არ მკურნალობს. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაბალი ეფექტურობის ერთ-ერთ მიზეზად მოიაზრება პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე.

დამყოლობა (compliance) განისაზღვრება როგორც პაციენტის მიერ ექიმის რჩევების შესრულების ხარისხი. ეს უკანასკნელი გულისხმობს რჩევებს ცხოვრების წესის ცვლილებებისა და დანიშნულებათა შესრულების სიზუსტეს.

ადექვატური ჰიპოთენზიური ეფექტის მისაღწევად,მკურნალობის პროცესში აუცილებელია აღნიშნული სამედიცინო რეკომენდაციების მინიმუმ 80%–ით შესრულება.

ფსიქოლოგიური მახასიათებლების მხრივ, ხშირად პაციენტის მიერ ჰიპერტენზია განიხილება როგორც სტრესის შედეგი, შფოთვის ან ნევროტულობის გამოხატულება და პაციენტის აზრით, ის არ საჭიროებს მკურნალობას. გარდა ამისა, ზოგიერთი მას თვლის ხანდაზმულობის თანმხლებ  ფიზიოლოგიურ მოვლენად და ამდენად, შესაბამისად არ თვლის საჭიროდ ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მიღებას.

ქვეყნის პოპულაციაში მეტად  აქტუალურია აღნიშნული საკითხები და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გამონათქვამი:

როგორ ავიცილოთ თავიდან გულ–სისხლძაღვთა დაავადებები?
- პოზიტიურია ის ფაქტი,რომ გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით  ადრეული სიკვდილობის 80% პრევენტაბელური ანუ თავიდან აცილებადია.
- ჯანსაღი კვება, თამბაქოზე უარის თქმა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა–არის ეფექტური პრევენციის გასაღები.
- ბალანსირებული კვებით შესაძლებელია ჯანმრთელი გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის შენარჩუნება.
- კვების რაციონში რეკომენდირებულია მარცვლეული პროდუქტების,ხილის და ბოსტნეულის, მჭლე ხორცის, თევზის–სიჭარბე, მარილის, შაქრისა და ცხიმის შეზღუდვა.
- 30 წუთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიურად დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი გული,ხოლო 60 წუთი რეგულარული ვარჯიშისა, კვირის უმეტეს დღეებში –არის გარანტია–მიაღწიოთ და შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა.
- გულის დაავადებათა და ინსულტის რისკი იწყებს შემცირებას მაშინვე, როგორც პიროვნება უარს იტყვის თამბაქოს მოხმარებაზე, ხოლო 1 წლის შემდეგ ფაქტიურად ეს რისკი ნახევრდება.

არ გახდე მსხვერპლი, დაიცავი საკუთარი თავი

წყარო: http://www.cdc.gov/heartdisease/what_you_can_do.htm