Plasmon
ჰიპოთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება

თარიღი: 12 აპრილი, 2021

იცით, თუ არა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოთირეოზი, საკმაოდ გავრცელებულია მოზარდებში და ამასთანავე, შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია?

ჰიპოთირეოზზე ეჭვის მიტანა შეიძლება მისთვის დამახასიათებელი სიმპტომთა ერთობლიობის აღმოჩენისას, როგორიცაა:

კანის სიმშრალე;

თმის ცვენა;

წონაში მატების ტენდეცია;

სიმაღლეში ზრდის შეფერხება;

მენსტრუალური ციკლის დარღვევა, არარეგულარული და მტკივნეული მენსტრუალური ციკლი;

სქესობრივი მომწიფების შეფერხება, ან იშვიათ შემთხვევაში ნაადრევი სქესობრივი მომწიფება;

გუნება-განწყობის ცვლილება, ემოციური ლაბილობა, დეპრესიულობა, გაღიზიანებადობა;

ძილის დარღვევა - უძილობა ღამით და ძილიანობა დილით;

კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების პრობლემები.

 

სქესობრივი გარდატეხის პერიოდში, მიუხედავად გამოხატული სიმპტომების არ არსებობისა, ჰორმონალური სტატუსის შეფასება აუცილებელია, რათა შემდგომში ზრდისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდი დარღვევის გარეშე წარიმართოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამის საფუძველს ოჯახური ანამნეზი, ორსულობის დროს დედის თირეოიდული სტატუსი იძლევა.

 

თიროქსილი 4.0 - მიო-ინოზიტოლისა და სელენის სინერგიული მოქმედებით არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

ამცირებს მომატებული TSH-ის დონეს სისხლში;

ხელს უწყობს ანტისხეულების ( anti-Tg, anti-TPO) რაოდენობის შემცირებას;

ამცირებს ღრმა ჰიპოთირეოზის განვითარების რისკს.

 

არ შეიცავს ჰორმონს.

გამოიყენება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.