თარიღი: 15 სექტემბერი, 2022
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების შესახებ კლინიკა „ემბრიოტოქსის“ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მარინა მდივნიშვილი გვესაუბრება:
ქალბატონო მარინა, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების შესახებ?
ქალის ორგანიზმში ჰორმონების დონე ბუნებრივად იცვლება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ეს ცვლილებები განსაკუთრებით შესამჩნევია პუბერტატის (სქესობრივი მომწიფების), მენსტრუალური ციკლის, ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდებში. ორგანიზმში ჰორმონების დონე შესაძლოა შეიცვალოს ცხოვრების სტილის ან სხვადასხვა დაავადების ზეგავლენით.
რა არის პრემენსტრუალური სინდრომი და ხომ არ მიანიშნებს იგი რაიმე პათოლოგიაზე?
პრემენსტრუალური სინდრომი (პმს) არის სიმპტომების ერთობლიობა, რომელსაც ქალების უმრავლესობა (თითქმის 90%) სხვადასხვა ინტენსივობით განიცდის მენსტრუაციის წინა პერიოდში და იგი უმრავლეს შემთხვევაში არ არის დაკავშირებული პათოლოგიურ პროცესებთან.
რა სიმპტომებით გამოვლინდება პრემენსტრუალური სინდრომი?
პმს შესაძლოა გამოვლინდეს ფიზიკური ან ფსიქოემოციური სიმპტომების სახით. ფიზიკურ სიმპტომებს მიეკუთვნება: სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების შეშუპება და მტკივნეულობა, ტკივილი მუცლის არეში, აკნე, შეკრულობა, მეტეორიზმი, სხეულის მასის მატება სითხის შეკავების გამო. ფსიქოემოციური სიმპტომებია: გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობილების გაუარესება, დეპრესია, ძილის დარღვევა, მადის ცვლილება, კონცენტრაციის გაუარესება.
საჭიროა თუ არა მედიკამენტების დანიშვნა პრემენსტრუალური სინდრომის დროს?
თუ პრემენსტრუალური სინდრომი მსუბუქად მიმდინარეობს და არ იწვევს ქალის ცხოვრების ხარისხის გაუარესებას, მკურნალობას არ საჭიროებს. თუ სიმპტომები მნიშვნელოვნად არის გამოხატული, ხანგრძლივია და დისკომფორტს ქმნის, რეკომენდებულია ბუნებრივი საშუალებების გამოყენება, რომლებიც აწესრიგებენ მსუბუქ ჰორმონალურ დისბალანსს და ეფექტურად ხსნიან პმს-ის გამოვლინებებს. სწორედ ასეთი ბუნებრივი საშუალებაა არკოკაფსი ფურისულას ზეთის კაფსულები.
რა არის არკოკაფსი ფურისულას ზეთი და რა შემთხვევაშია რეკომენდებული მისი გამოყენება?
არკოკაფსი ფურისულას ზეთის კაფსულები არის ჰორმონალური დისბალანსის მოსაწესრიგებელი ნატურალური საშუალება. მის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები: ლინოლის და გამა-ლინოლის, ასევე ნატურალური E ვიტამინი, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ქალის ჯანმრთელობისათვის.
რომელი ასაკიდან არის შესაძლებელი არკოკაფსი ფურისულას ზეთის კაფსულების მიღება?
მისი მიღება რეკომენდებულია 12 წლის ასაკიდან.
პუბერტატულ პერიოდში ჰორმონალურ ცვლილებებთან ერთად გოგონებს ხშირად აღენიშნებათ კანის ცხიმიანობის მომატება, გამონაყარი. ჰორმონალური ფონის მოწესრიგებასთან ერთად როგორ მოქმედებს არკოკაფსი ფურისულას ზეთი კანის მდგომარეობაზე?
პუბერტატულ პერიოდს ხშირად თან ახლავს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურება, კანის ცხიმიანობის მომატება და აკნეს განვითარება, რასაც საფუძვლად უდევს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები. ფურისულას ზეთი, როგორც აღვნიშნე, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს, მასში შემავალი ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები და ნატურალური E ვიტამინი დადებით გავლენას ახდენენ კანის მდგომარეობაზე: ამცირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას და კანის ცხიმიანობას, ატენიანებენ კანს, აქვთ აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება. არკოკაფსი ფურისულას ზეთი არეგულირებს ასევე სკალპის ცხიმიანობას, ამცირებს თმის ცვენას.
რადგან ფურისულას ზეთი არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, თუ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება მენოპაუზის პერიოდის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით?
დიახ, არკოკაფსი ფურისულას ზეთის ერთ-ერთ ჩვენებას სწორედ მენოპაუზის პერიოდში განვითარებული ფიზიკური თუ ფსიქო-ემოციური სიმპტომები წარმოადგენს. გარდა ამისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისას პრეპარატი დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე - ატენიანებს კანს, ანიჭებს მას ელასტიურობას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე არსებულის გაღრმავებას.
რა დროს არ შეიძლება არკოკაფსი ფურისულას ზეთის კაფსულების მიღება და თუ აქვს მას გვერდითი მოვლენები?
არკოკაფსი ფურისულას ზეთი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. როგორც აღვნიშნე, ეს პრეპარატი მთლიანად ბუნებრივი შემადგენლობისაა, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და ყველა სხვა შემთხვევაში მისი მიღება უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
კიდევ რას ურჩევდით ქალბატონებს ჯანმრთელობის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის?
პირველ რიგში დადებითი განწყობის შენარჩუნებას, ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას და 7-8 საათიან ძილს, რაც პირდაპირ აისახება ქალის ჰორმონალურ ბალანსზე.