Plasmon
კამელინი- ვირუსული ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება!

თარიღი: 10 აპრილი, 2020

ნებისმიერ დაავადებასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია, რამდენად ძლიერია ადამიანის იმუნური სისტემა. იმუნომოდულატორული კი ის პრეპარატებია, რომელიც არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისაგან. აღსანიშნავია, რომ იმუნომოდულატორების მიღება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობისას, არამედ მისი თავიდან აცილების მიზნითაც.

ამ მხრივ „კამელინი“ საუკეთესო საშუალებაა, ვინაიდან უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ის მრავალმხრივად მოქმედებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და არ იწვევს არანაირ გვერდით მოვლენებს.

თამარ ცერცვაძე -კომპანია „კამელინის“ ექიმი-კონსულტანტი „კამელინი“ არაჩვეულებრივი იმუნომოდულატორია, რაც მთავარია, ბუნებრივი წარმოშობის, რომელიც აძლიერებს იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადების განვითარებისგან.

დღეს ადამიანების 80 პროცენტს დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემა და ამის არაერთი მიზეზი არსებობს. იმუნიტეტის ასამაღებელი საშუალება სხვადასხვაა. ესენია დამცავი მექანიზმების მაკორეგირებელი არასპეციფიკური და ბიოლოგიური სტიმულატორები, ინფექციის გამომწვევი ფერმენტის შემცველი პრეპარატები, ინტერფერონები. თუმცა, მათ უმრავლესობას გვერდითი ეფექტები აქვს. მაგალითად, ინტერფერონების გამოყენებამ ორგანიზმში შეიძლება დათრგუნოს საკუთარი ინტერფერონის გამომუშავების უნარი. სინთეტიკური პრეპარატების შემდეგ კი ორგანიზმს არ შეუძლია დახმარების გარეშე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხო აგენტების შემოტევას, რადგან ისინი შეჩვევას იწვევენ. რაც უფრო ხშირად მოიხმარენ მათ, მით მეტად ვეღარ უმკლავდება ორგანიზმი ამა თუ იმ პრობლემას. მათთან მიმართებაში „კამელინს“ არაერთი უპირატესობა აქვს. ის ბუნებრივი წარმოშობის იმუნომოდულატორია და ადამიანი დაზღვეულია გვერდითი მოვლენების განვითარებისგან, ასევე, შეჩვევისგან. ამ ყველაფერს ადასტურებს ძალიან ბევრი კვლევა.

შესაბამისად, აბსოლუტურად მშვიდად ვარ – როდესაც ჩემთან პაციენტი გარკვეული პრობლემით აქვს, მე არ მეშინია მისთვის „კამელინის“ დანიშვნის. მწვავე რესპირატორიული ინფექციების პერიოდი უკვე წელიწადის ნებისმიერ დროს არის, მაგრამ მისი სიხშირე განსაკუთრებით დიდია ამჟამად. ასეთ დროს იმუნომოდულატორების მიღება ძალიან კარგი და მიზნობრივია, განსაკუთრებით ბუნებრივი წარმოშობის, ისეთის, როგორიც „კამელინია“. მისი მიღება კარგია არა მხოლოდ დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, რათა თავი დავიცვათ დაინფიცირებისგან. თუ აბსოლუტურად არაფერი გვაწუხებს, ინფექციებისგან თავის დაცვა გვსურს, შეგვიძლია, მივიღოთ კაფსულები. როდესაც გავდივართ გარეთ ან ბავშვი მიგვყავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლაში, ბაღში, კარგია ცხვირზე მალამოს თხელი ფენის წასმა. შეიძლება, ვირუსმა მაინც გადალახოს იმუნური საზღვარი. მაგრამ, როდესაც „კამელინით“ ვაძლიერებთ იმუნიტეტს ან უკვე ავადობის დროს ვიყენებთ, ასეთ შემთხვევაში ის ეხმარება ადამიანს და ავადობაც მსუბუქად მიმდინარეობს. ყოველთვის ვამბობ, რომ ბავშვებს არ სჭირდებათ ხელოვნური იმუნომოდულაცია, განსაკუთრებით პატარა ასაკში. მაგრამ არსებობს მდგომარეობა, როდესაც „კამელინის“ მიღება აბსოლუტურად მისაღებია, ოღონდ მივცეთ მოკლე კურსად, დაახლოებით 10 დღე. „კამელინის“ სპრეი ეფექტურია ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ როგორც დიდებში, ასევე, ბავშვებში. მისი შესხურებით სრულიად მოვიცვამთ პირის ღრუს. სპრეის აქვს ფიქსატორი, რომლის საშუალებითაც „კამელინი“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება ლორწოვან გარსზე, ამიტომაც ძალიან კარგია მისი მიღება სტომატიტების, ვირუსული ინფექციების, ტონზილიტების დროს, აყუჩებს ტკივილს.

P.S. „კამელინი“ იყიდება ყველა აფთიაქში.