Plasmon
კარდიოტოკოგრაფია

თარიღი: 05 ივნისი, 2020

 

კვლევისას შესაძლებელია შევამოწმოთ და დავადგინოთ:
· გულისცემის ძირითადი რითმი
· არითმიების არსებობა - გულისცემის რითმის დარღვევები
· გულის მანკებისთვის დამახასიათებელი დამატებითი ხმები
· ნაყოფის სარეზერვო-კომპენსატორული შესაძლებლობები
· ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა
· პლაცენტის ფენქციური მდგომარეობა
· ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსიის (უჟანგბადობის) ნიშნები
· ვადაგადაცილების ნიშნები
· მწვავე ჰიპოქსიის განვითარება დატვირთვის შემდეგ
· ჭიპლარის შემოხვევის ხარისხი
· საშვილოსნოს ტონუსი და მისი კედლის აღზნებადობის ხარისხი

 

რეკომენდებული გრაფიკი:
· ორსულობის 28 - 36 კვირაზე სასურველია 2 კვირაში ერთხელ
· ორსულობის 36 - 40 კვირაზე სასურველია 1 კვირაში ერთხელ
· ორსულობის 40 – 42 კვირაზე სასურველია 2-3 დღეში ერთხელ

 

აუცილებელი და სასწრაფო კვლევის ჩვენებები:
· ორსულის ჯანმრთელობის პრობლემები(დაავადებები, სტრესი, მოწამვლა და სხვ.)
· ექოსკოპიისას და დოპლერომეტრიისას აღმოჩენილი პრობლემები
· ნაყოფის ჩვეული მოძრაობების მკვეთრად გამოხატული ცვლილება (შემცირება ან მომატება)