Nuk
რა უნდა ვიცოდეთ კუჭ-ნაწლავის ინფექციებზე?

თარიღი: 05 მაისი, 2025

გაზაფხულზე და ზაფხულში იზრდება ნაწლავური ინფექციების გავრცელების რისკი. მზე, მაღალი ტემპერატურა და არასწორი ჰიგიენა ქმნის იდეალურ პირობებს ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელებისთვის.
ასევე ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება შემთხვევების რისკი, რომელიც საკვების ან წყლის საშუალებით გადამდები ინფექციებით ვლინდება.

 

როგორ ვლინდება?
ღებინება, მუცლის ტკივილი, ხშირი დიარეა, სისუსტე, სიცხე – ეს ყველაფერი შესაძლოა ნაწლავური ინფექციის ნიშანი იყოს.

 

გაფრთხილება 
არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა!

 

მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და კონკრეტულ ინფექციაზე მორგებული მკურნალობა.

 

საკონტაქტო ნომერი: 032 2 21 44 00

მისამართი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის #33