თარიღი: 19 ნოემბერი, 2020
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როდესაც ახალდაქორწინებული,
ბედნიერი წყვილისათვის შვილის ყოლა სანუკვარ ოცნებად და მთავარ პრობლემად იქცევა ხოლმე. ადრე უნაყოფობის პრობლემას მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებს უკავშირებდნენ, თუმცა, ბოლო პერიოდში ხშირად ვხედავთ სამედიცინო დაწესებულებებში ერთად მიმავალ წყვილებს.
საინტერესოა, სადღეისოდ რა სიტუაციაა მამაკაცთა უნაყოფობის კუთხით; ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკა ინ ვიტროს წამყვანი რეპროდუქტოლოგ-ანდროლოგი - შოთა ნიშნიანიძე:
მამაკაცის უნაყოფობა ანდროლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. გამაოგნებელი სიტუაციაა - მამაკაცი "შეუდარებელია საწოლში", თავს თვლის სრულიად ჯანმრთელად და უცებ აღმოჩნდება, რომ ის უნაყოფოა. მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა განსაკუთრებულ სამედიცინო
და სოციალურ მნიშვნელობას იძენს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. ნაყოფიერების დარღვევას მივყავართ უშვილო ან მცირეშვილიანი ქორწინებების ზრდისკენ, გაყრასა და დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესებასთან. ცნობილია, რომ უშვილო მამაკაცის შრომის ნაყოფიერება მკვეთრად ქვეითდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რეგისტრირებული ქორწინებიდან უშვილობა თითქმის 10-15% შემთხვევაში აღინიშნება. უშვილობის ნახევარზე მეტი განპირობებულია მამაკაცის ფაქტორით და შეიმჩნევა მატების ტენდენციაც. უნაყოფო წყვილის გამოკვლევა იწყება მამაკაცის გამოკვლევით, მიუხედავად იმისა, უნაყოფობა პირველადია თუ მეორეული. ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან ქალის გამოკვლევა გაცილებით მეტ დროს და ფინანსებს მოითხოვს.
- ბატონო შოთა, რა კვლევები უტარდება უნაყოფობის მიზეზით ექიმთან მისულ მამაკაცს?
- მამაკაცის გამოკვლევის დიაგნოსტიკური ალგორითმი შედგება ორი ეტაპისგან. გამოკვლევის პირველი ეტაპი უტარდება უნაყოფობის გამო მომართულ ყველა პაციენტს. ის მოიცავს ფერტილობის ანამნეზს (ბავშვობაში გადატანილი დაავადებები, ქირურგიული ანამნეზი, პროფესიული მავნე ფაქტორები და ჩვეული ინტოქსიკაციები, უროგენიტალურ დაავადებათა ანამნეზი, საკუთრივ ფერტილობისა და პარტნიორის ნაყოფიერების ანამნეზი), დათვალიერებასა და ფიზიკურ გამოკვლევას, გენიტალური სტატუსის განსაზღვრას, სპერმის რუტინულ გამოკვლევას, ანტისპერმული ანტისხეულების განსაზღვრას.
მეორე ეტაპზე ტარდება დიაგნოსტიკური ღონისძიებები, რომელთა საჭიროებასაც ექიმი ეტაპობრივად წყვეტს: ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა, სასქესო სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა, უროგენიტალური ინფექციის განსაზღვრა, გენეტიკური გამოკვლევა, ეაკულატისა და პოსტორგაზმული შარდის ცენტრიფუგატის გამოკვლევა, ოქსიტესტი, ჰალოტესტი, სათესლე ჯირკვლების ბიოფსია აზოოსპერმიის დროს.
- როგორ იკვლევენ სპერმას და რა კლინიკური მნიშვნელობა აქვს მას?
- მამაკაცის ნაყოფიერება დგინდება სპერმის გამოკვლევით. გამოკვლევისათვის ვარგისია სპერმა, რომელიც შეგროვებულია მასტურბაციით. გამოკვლევისათვის თავშეკავების იდეალური ვარიანტია სულ მცირე 48 სთ, მაქსიმუმ 7 დღე. სპერმის ნაყოფიერების პირველადი შეფასებისათვის ზოგჯერ აუცილებელია მისი გამოკვლევა, სულ მცირე, ორჯერ. სპერმის შეგროვების, ტრანსპორტირების, ტემპერატურული რეჟიმისა და ლაბორატორიაში მიტანის დროის წესების დარღვევა იწვევს გამოკვლევის შედეგების ცდომილებას და მცდარ პასუხს.
სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი) გვევლინება სპერმატოზოიდებისა და სპერმული სითხის სხვადასხვა პარამეტრის რთულ დიაგნოსტიკურ გამოკვლევად, რომლის საშუალებით ფასდება სპერმის ხარისხი.
სპერმის მაჩვენებლების განსაზღვრისათვის სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპერმის კომპიუტერული გამოკვლევა, როგორც ობიექტური და სწრაფი დიაგნოსტიკის საშუალება (ფოტო და ვიდეომასალით).
სპერმოგრამის თითოეულ მაჩვენებელს - მოცულობას, ფერს, სიბლანტეს, სპერმატოზოიდების რაოდენობას, მორფოლოგიას, მოძრავ-უძრავის თანაფარდობას, მოძრაობის ხასიათს, სიჩქარეს და ა.შ. ყველა ამ მახასიათებელს თავისი მნიშვნელობა აქვს როგორც დიაგნოსტიკური, ასევე შვილოსნობის თვალსაზრისით.
- თუ სპერმოგრამა ნორმის ფარგლებშია, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მამაკაცს ჯანმრთელი სპერმა აქვს, თუ კიდევ არის საჭირო სხვა დამატებითი კვლევების ჩატარება?
- ტრადიციულად მიღებულია, თუ ჩასახვა არ ხდება, აუცილებელია მამაკაცის გამოკვლევა, თუ ჩასახვა მოხდა და პრობლემებმა იჩინა თავი ორსულობის მიმდინარეობისას, მაშინ საჭიროა ქალის გამოკვლევა. სინამდვილეში მამაკაცი პასუხისმგებელია არა მხოლოდ ჩასახვაზე (ორსულობის დადგომაზე), არამედ შეწყვეტილ ორსულობაზეც პირველ ტრიმესტრში. თვითნებური აბორტების მიზეზები ორსულობის ადრეულ ეტაპზე ემბრიონის დეფექტითაა გამოწვეული, რაშიც თანაბრად მიუძღვით წვლილი როგორც სპერმატოზოიდს, ასევე კვერცხუჯრედს და უპირველესად, იგულისხმება გენეტიკური ფაქტორები. სპერმოგრამა ითვლება ოქროს სტანდარტად სპერმატოზოიდების კონცენტრაციის, მოძრაობისა და მორფოლოგიის განსაზღვრის თვალსაზრისით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანალიზი არ იძლევა ინფორმაციას სპერმის გენეტიკური კონსტიტუციის (დნმ) შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი მახასიათებელია განაყოფიერებისა და ემბრიონის ნორმალური განვითარებისათვის. ე.ი. ნორმოზოოსპერმია და ფერტილური სპერმა არ არის იდენტური ცნებები.
სპერმატოზოიდების დნმ-ს ფრაგმენტაცია გვევლინება როგორც უნაყოფობის, ასევე დამდგარი ორსულობის შეწყვეტის ხშირ მიზეზად. ის საკმაოდ მაღალი პროცენტით გვხვდება მწეველ, ასაკოვან, სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებასთან პროფესიულად შემხებ მამაკაცებთან, ზოგ შემთხვევაში, სპერმოგრამის ნორმალური მაჩვენებლების ფონზეც კი. დნმ-ს ფრაგმენტაციის მიზეზი მრავალია. მათ შორის, სისხლის მიმოქცევის მოშლა, ოქსიდაციური სტრესი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები და სხვა.
სპერმაში ოქსიდაციური სტრესის დონისა და სპერმატოზოიდების დნმ-ის ფრაგმენტაციის განსაზღვრა HALOSPERM მეთოდით სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს
- სადღეისოდ სპერმის ხარისხის გასაუბჯობესებლად მრავალი სამკურნალო საშუალებაა მოწოდებული, რას გვეტყვით მათ ეფექტურობაზე?
- მამაკაცის უნაყოფობა მხოლოდ ტრაგიკული შედეგია, მისკენ მიმავალი გზები კი მრავალი დაავადებისგან მომდინარეა. დღეს მედიკოსთა განკარგულებაშია დიაგნოსტიკის მრავალი ზოგადი თუ სპეციალური მეთოდი, რომლებიც მაქსიმალურად, რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ უშვილობის მიზეზის დასადგენად (სამკურნალოა არა სპერმა, როგორც ხშირად თვლიან, არამედ მიზეზი).
მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. შესაბამისად, შეიძლება იყოს კონსერვატიული (ჰორმონული, ანთების საწინააღმდეგო: ანტიტრიქომონული, ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური და ა. შ.), ოპერაციული ან მათი კომბინაცია. გარდა ტრადიციული მკურნალობისა, უკანასკნელ წლებში სულ უფრო ფართო გამოყენებას იძენს ვიტამინების, ამინმჟავების, მინერალების, ანტიოქსიდანტების სხვადასხვა კომბინაციები.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მიო-ინოზიტოლის, N-აცეტილცისტეინისა და ალფა-ლაქტალბუმინის კომბინაცია ზემოაღნიშნულთან ერთად, მათი კომბინაცია კი აუმჯობესებს სპერმოგრამის პარამეტრებს (კონცენტრაცია, მოძრაობა, მორფოლოგია), სპერმის ფუნქციას, დნმ-ს ფრაგმენტაციის და ოქსიდაციური სტრესის შემცირების გზით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რიგი ჰორმონული პარამეტრის გაუმჯობესებაშიც.
სადღეისოდ საქართველოში ხელმისაწვდომია მსგავსი შემცველობის პრეპარატი - ანდროზიტოლი პლუსი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ბაზარზე და რომლის ეფექტურობაზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიუთითებს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც პროფილაქტიკის, ისე მკურნალობის თვალსაზრისით, უმთავრესი მაინც ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა. აუცილებელია დროულად რეაგირება და პრობლემისადმი სერიოზული მიდგომა, რათა ცდა არ დავაკლოთ იმ ურთულეს და საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც ოჯახის ზრდა და ერის გამრავლება ჰქვია!
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი".
ტელ: 032 2 309 301; მობ: 595 74 44 07
[email protected] www.innoteam.ge