თარიღი: 19 ივლისი, 2024
მწერების (ართროპოდები) და სხვა ფეხსახსრიანების (ჰიმენოპტერა) ნაკბენი შეიძლება იყოს უმნიშვნელოდ შემაწუხებელი ან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქციები და მწერებით გამოწვეული დაავადებების გადაცემა.
! მწერის ნაკბენი და მწერის მიერ დანესტრვა ერთმანეთისაგან განსხვავდება.
ართროპოდები, რომლებიც ჩვეულებრივ კბენენ ადამიანებს, არიან:
● კოღოები
● ტკიპები
● ბაღლინჯი (ტრიატომა)
● შავი ბუზები
● ცხენისა და ირმის ბუზები
● ქვიშის ბუზები
● ნაკბენი ჭიები
● რწყილი
● ტილები
● ცენტიპედები (მრავალფეხება)
● ობობები
ჰიმენოპტერას სახეობებს, რომლებიც ადამიანებს ნესტრავენ არიან:
● ფუტკრები
● ბზიკები
●კრაზანები
● ჭიანჭველები
მწერების ნაკბენის უმეტესობა იწვევს ადგილობრივ ანთებით რეაქციებს, რომლებიც ქრება რამდენიმე საათში გართულებების გარეშე. თუმცა, ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს უფრო მძიმე ადგილობრივი სიმპტომები, პაპულარული ჭინჭრის ციება, სისტემური ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსია და დაავადების გამომწვევი პათოგენის გადაცემა.
ჰიმენოპტერას სახეობების მიერ დანესტვრის შემთხვევაში ადამიანების უმეტესობას უვითარდება მხოლოდ ადგილობრივი რეაქციები, მაგრამ მათზე ალერგიის მქონე პაციენტებს უვითარდებათ სისტემური რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია). ასევე არსებობს რამდენიმე იშვიათი რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ჰიმენოპტერას ნაკბენის შემდეგ, როგორიცაა შრატისმიერი დაავადება.
განვიხილოთ ართროპოდების ნაკბენით გამოწველი რეაქციები:
●კოღოები - კოღოს ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის ადგილობრივი შეშუპება, პაპულარული ჭინჭრის ციება ბავშვებში და იშვიათი სისტემური ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია. მათ ასევე გადააქვთა სხვადასხვა დაავადებები.
●ტკიპები - ტკიპების ნაკბენი საყურადღებოა, რადგან ტკიპებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკიპების დამბლა და გადაიტანოს ინფექციური პათოგენები, როგორიცაა ლაიმის დაავადება, ცხელება, ერლიქიოზი და ანაპლაზმოზი.
მარტოხელა ვარსკვლავის ტკიპა იდენტიფიცირებულია, როგორც შეძენილი კვებითი ალერგიის ვექტორი, რომელიც ვლინდება როგორც დაგვიანებული ანაფილაქსია წითელი ხორცის მირთმევის შემდეგ.
●ბუზები - ბუზის სხვადასხვა სახეობას შეუძლია გამოიწვიოს სისტემური ალერგიული რეაქციები და/ან გადასცენ ინფექციური დაავადებები.
●რწყილი - რწყილის ნაკბენი, როგორც წესი, მხოლოდ უსიამოვნოა, მაგრამ ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ პაპულარული ჭინჭრის ციება, ხოლო ნაკბენმა შეიძლება გადაიტანოს ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ჭირი და თაგვების ტიფი.
●ცენტიპედები - ცენტიპედები გვხვდება ტენიან და ჩვეულებრივ თბილ კლიმატებში მთელს მსოფლიოში და მათ შეჰყავთ ორგანიზმში შხამი, რომელსაც ისინი იყენებენ მტაცებლის იმობილიზაციისთვის პირველი წყვილი ფეხის მეშვეობით (არა პირის ღრუში). ნაკბენების უმეტესობა ღამით ხდება და ტკივილისა და ერითემის გარდა, მხოლოდ იშვიათი გართულებებით ვლინდება. ცენტიპედები არ გადასცემენ დაავადებებს.
●ტკიპები - ტკიპების ბევრმა სახეობამ შეიძლება უკბინოს ადამიანებს, თუმცა მხოლოდ სკაბის ტკიპა და ფოლიკულის ტკიპა (Demodex spp) ბინადრობენ და ცხოვრობენ ადამიანებზე. ტკიპების ნაკბენი ძირითადად მცირე ზომის, ერითემატოზული პაპულარული დაზიანებებია, რომლებსაც ახასიათებთ ინტენსიური ქავილი.
●პედიკულოზი არის ძირითადად თავის თმიანი ნაწილის ტილებით ინვაზია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებში. დაზარალებული პირები შეიძლება იყვნენ ასიმპტომური ან უჩივიან სკალპის ან კისრის ქავილს.
●ობობი- ობობების ნაკბენი იშვიათი სამედიცინო მოვლენაა, რადგან მთელ მსოფლიოში არის შეზღუდული რაოდენობა ობობებისა, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ადამიანის კანის მთლიანობის დასარღვევად. ობობების უმეტესობა ადამიანებს კბენენ მხოლოდ როგორც საბოლოო თავდაცვა, როდესაც ის „ეჭყლიტება“ ადამიანის კანსა და სხვა საგანს შორის.
●"ტრიატომინის” სახეობის ბაღლინჯოს ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე სამედიცინო პრობლემა: ალერგიული რეაქციები, შაგასის დაავდება.
ამ მწერის დაახლოებით 55% ინფიცირებულია პარაზიტით, Trypanosoma cruzi, რომელიც იწვევს შაგასის დაავადებას.
განვიხილოთ ჰიმენოპტრერას სახეობებით გამოწვეული რეაქციები:
● არა გართულებული ადგილობრივი რეაქციები - ყველაზე გავრცელებული რეაქცია ჰიმენოპტერას ნაკბენზე არის გარდამავალი ტკივილი და სიწითლე ნაკბენის ადგილზე, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში დანიესტვრიდან (ლოკალური რეაქცია). ადგილობრივი რეაქციები, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობას. ცივი კომპრესების გამოყენება შეიძლება იყოს სასარგებლო.
● დიდი ლოკალური რეაქციები - დიდი ლოკალური რეაქციები (LLRs) შედგება დიდი ზომის შეშუპებისგან და სიწითლისგან ნაკბენის ადგილზე, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე. LLR-ები, როგორც წესი, საჭიროებენ სიმპტომურ მკურნალობას ქავილის გასაკონტროლებლად (ყველაზე გამოხატული ჭიანჭველების ნაკბენით) ან შეშუპების შესამცირებლად. დაზიანებული ნაწილი, თუ ეს ქვედა კიდურია, უნდა იყოს ამაღლებული. საჭიროა ცივი კომპრესების გამოყენება ან ყინულის კუბის დადება. მძიმე შეშუპების შემთხვევაში, რეკომენდებულია ადგილობრივი ჰორმონალური მალამოების გამოყენება.
● ანაფილაქსია - ანაფილაქსია ჩნდება ნაკბენების 3 პროცენტში ჰიმენოპტერას შხამის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტში. შხამით გამოწვეული ანაფილაქსია შეიძლება იყოს განსაკუთრებით მძიმე და ანაფილაქსიური სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია.
ანაფილაქსიის მკურნალობა
პირველი რიგის პრეპარატი ანაფილაქსიის დროს არის ეპინეფრინი, რომელიც შეჰყავთ ინტრამუსკულარულად ბარძაყის გვერდითა ზედა მესამედში.
საჭიროა ეპინეფრინის აუტოინჟექტორის გამოწერა და ინსტრუქციების გაცემა, იმის შესახებ, თუ როგორ და როდის გამოვიყენოთ იგი.
საჭიროა პაციეტმა მიმართოს ალერგოლოგს ალერგენის დასადგენად და ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის დასაგეგმად, რომელიც ფეხსახსრიანთა მწერებზე ალერგიის საბოლოო მკურნალობად მიიჩნევა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია ამცირებს სიცოცხლისთვის საშიში რეაქციის რისკს შემდგომ ნაკბენზე 5 პროცენტზე ნაკლებამდე.
ალერგოლოგი პაციენტს აწვდის ასევე დეტალურ რჩევებს მწერის ნაკბენის თავიდან აცილების სტრატეგიების შესახებ.
● სხვა იშვიათი რეაქციები - ხანდახან, დიდი რაოდენობით ერთდროულმა ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქციები, რომლებიც ვლინდება გულისრევის, ღებინების, დიარეის, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, სინკოპეს, კრუნჩხვების და ცხელების სხვადასხვა კომბინაციით. ასევე აღწერილია ჰემოლიზი, გართულებები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, თირკმლის უკმარისობა და რაბდომიოლიზი (ნებისმიერი დაავადების პროცესის საბოლოო შედეგი, რომელიც იწვევს კუნთოვანი უჯრედების (მიოციტების) ლიზისს). გარდა ამისა, ჰიმენოპტერას ნაკბენი ზოგჯერ იწვევს დაგვიანებულ, იმუნოლოგიურ ან იდიოსინკრაზიულ რეაქციებს, როგორიცაა შრატისმიერი დაავადება, ნეფრიტი ან სიცივით ინდუცირებული ჭინჭრის ციება. ბუშტუკოვანი რეაქციები შეიძლება მიუთითებდეს სხვა ძირითად სამედიცინო მდგომარეობაზე.