Plasmon
„ომიკრონი“ ფილტვებს ნაკლებად აზიანებს“

თარიღი: 27 იანვარი, 2022

ომიკრონით“ ინფიცირების კლინიკური ნიშნები ძირითადად ზედა სასუნთქ გზებზე მოდის. ის წინა შტამებისგან განსხვავებით, ფილტვებს ნაკლებად ერჩის. „ომიკრონის“ კლინიკურ ნიშნებზე  მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, “ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა.

ომიკრონი“ მეტად დაემსგავსა სხვა  ვირუსებს, რომლებიც იწვევენ რესპირატორულ სიმპტომატიკას და რომელიც ხასიათდება ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით. სწორედ  მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვს: ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა, ყელის ტკივილი, კრუპის შემთხვევები, პნევნომიის შემთხვევები. მეტწილად, რაც გამოხატულია როგორც მოზრდილებში ისე ბავშვებში, ეს არის ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები“ – აღნიშნა თამარ ობგაიძემ.

პედიატრის შეფასებით, ამ შემთხვევაში, ფილტვის დაზიანება ნაკლებად ხდება.

ომიკრონმა“ მუტაცია ისე განიცადა, რო მას უჭირს დაკავშირება ფილტვის ქსოვილში ცილასთან, რომელსაც იყენებს შესაჭრელად. შესაბამისად, ამ არამყარი კავშირის გამო, ფილტვის ანთება ამ შტამში შედარებით ნაკლებია, ფილტვს ის ნაკლებად აზიანებს“ – განაცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარში.