ოსტეოპოროზის პრევენცია
თარიღი: 28 ივლისი, 2025
ოსტეოპოროზი - ქრონიკული სისტემური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის მასის შემცირებით, რაც მკვეთრად ზრდის მოტეხილობის რისკს და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს.
ოსტეოპოროზის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სწორი კვებაა. აუცილებელია კალციუმით, D3 ვიტამინითა და ცილებით მდიდარი საკვების მიღება. ასევე მნიშვნელოვანია ადეკვატური ფიზიკური აქტივობა, ყავის, ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვა და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, რაც მკვეთრად ამცირებს დაავადების განვითარების რისკებს.
გადაიმოწმე ოსტეოპოროზი და მოახდინე დროული რეაგირება მცირედ დარღვევაზეც კი.
ეფექტურად დაგეგმილი პრევენციისა და მკურნალობის ეტაპების გათვალისწინებით, შედეგი დადებითი იქნება.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდი: (032) 2 77 40 00