Nuk
COVID19 -ის პანდემია, სეზონური გრიპი და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები. მკურნალობა და პროფილაქტიკა

თარიღი: 14 დეკემბერი, 2020

COVID19-ის პანდემია, სეზონური გრიპი და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მკურნალობა და პროფილაქტიკა.
რჩევები სპეციალისტისგან - საუბრობს კლინიკა ავერსის ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, თსსუ -ს ლექტორი ქალბატონი თამილა შაიაშვილი

2020 წლის დასაწყისიდან ყველა ჩვენთაგანს განსაკუთრებულ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, მუშაობა, ურთიერთობა გარშემომყოფებთან. ყველაფერი ეს COVID19 ვირუსის გამოჩენასთან არის დაკავშირებული. COVID19  ვირუსი  განსაკუთრებით საყურადაღებოა ქრონიკულად  მოავადე, ასაკოვანი  და სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის.
ამ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა  აზრი, რომ იგი მომაკვდინებელი არ არის, თუმცა სიფრთხილე და თავის დაცვა მართებს ყველას. ასევე საყურადრებოა ისეთი  პაციენტებისთვის რომელთაც  აწუხებთ: რინიტი, სინუსიტი, ტონზილიტის სხვსდასხვა ფორმები.

COOVID 19 ვირუსის  თავიდან ასაცილებლად  აუცილებელია:
ხშირად  დავიბანოთ ხელები, ვატაროთ პირბადე, მივიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები , ხშირად მოვახდინოთ ცხვირ-ხახის დატენიანება. ასევე ხშირად  გავანიავოთ  საცხოვრებელი ფართი და დავიცვათ სოციალური დისტანცია.  

რაში მდგომარეობს ცხვირ -ხახის დატენიანება და რა მნიშვნელობა აქვს მას?
როგორც აღვნიშნეთ ცხვირ-ხახის დატენიანებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივი იმუნიტეტის  გასაუმჯობესებლად ასევე ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად. რადგან ცხვირ -ხახა პირველი ჭიშკარია ვირუსის  გავრცელების  თვალსაზრისით, მას ბარიერული ფუნქცია ეკისრება. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ცხვირის ღრუს გამორეცხვა და დატენიანება.
ცხვირის ღრუს დატენიანების შესახებ ჯერ კიდევ ანტიკური ხანის მკურნალები საუბრიბდნენ  და წერდნენ. ზღვის წყლის აქტუალობა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო იზრდება. მისი გამოყენება  შესაძლებელია როგორც ვირუსის, ბაქტერიის, ასევე ალერგენის ფონზე  განვითარებული რინიტის სამკურნალოდ.  ზღვის წყალი  შეიცავს ბევრ საჭირო მინერალს, რომელიც უზრუნველყოფს   ცხვირის ლორწოვანის ნორმალურ  ფუნქციონირებას, აძლიერებს მის ბარიერულ ფუნქციას. აღსანიაშნავია ის ფაქტიც, რომ ზღვის წყალში აღმოჩენილია 92 დან  72 ქიმიური ელემენტი (მაგნიუმი,კალიუმი, კალციუმი, ჟანგბადი, ცინკი, იოდი, ქლორი,  ბრომი, ფტორი, გოგირდი , ნატრიუმი, სილიციუმი) რომლებიც  განაპირობებენ  ადგილიბრივი იმენიტეტის გაუმჯობესებას.
სწორედ  მათი მეშვეობით ხდება ცხვირის ღრუს ლორწოვანზე ზემოქმედება და წყლის ნაკადის მეშვეობით ვირუსებისა და ალერგენების ჩამორეცხვა. შესაბამისად ბაქტერიები, ვირუსები და ალერგენები დიდი ხნის მანძილზე არ ყოვნდებიან ლორწოვანის ზედაპირზე და არ ხდება მათი შემდგომი ზრდა განვითარება. ზღვის წყალი თავისი ქიმიური შემადგენლობით  ეწინააღმდეგება    ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალეს, ასუფთავებს მას ბაქტერიებისაგან და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ქსოვილებში, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია COVID 19 ვირუსთან ბრძოლის საკითხში. ზღვის წყლის პრეპარატების  მიკროელემენტებით  გაჯერების ხარისხი   დამოკიდებულია  ზღვის  წყლის ავსების  ადგილსა და  ტალღის  მოქცევის ხარისხზე,  რაც მეტია ტალღის მოქცევის ხარისხი მით უფრო სტერილურია წყალი და მით უფრო მეტად არის გაჯერებული  ჯანგბადით. ზღვის წყლის ეფექტურობას განაპირობებს  ასევე მასში  შემავალი მარილების პროცენტული მაჩვენებელიც. ხსნარები, რომლებიც მარილის 0,9% ის ოდენობით შეიცავენ  იზოტონურს ვეძახით. იგი  გამოიყენება ცხვირის ღრუს გასუფთავებისათვის -საანაციისათვის.  მაშინ როდესაც მარილის მაღალი შემცველოის ხსნარებს, გარდა გამორეცხვის ეფექტისა აქვათ შეშუპების მომხსნელი ანუ (გაჭედილობის მოხსნის) ეფექტი , რასაც განსაკუთრებით  დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულებსა და 2  წლამდე ასკის ბავშვებში, როდესაც  სხვა  სამკურნალწამლო  საშუალებების დანიშვნის  შესაძლებლობა ნაკლებია , უკუჩვვენების გამო. საქართველოს  აფთიაქებში  ყველგან შეიძლება ნახოთ უამრავი  სახეობის ზღვის წყალი,რომელიც ცხვირის  მოსავლელად  და სურდოს სამკურნალოდ  გამოიყენება. ზღვის წყლის ეფექტი  უდავოა, მაგრამ  მნოშვნელოვანია  გაკეთდეს სწორი არჩევანი  ამა თუ იმ სამკურნლო საშუალებაზე. პრეპარატის შერჩევისაც მნიშვნელოვანია  გავითვალისწინოთ და ყურადღება  მივაქციოთ  პრეპარატის ხარისხს და მწარმოებელ ქვეყანას (რა თქმა უნდა უმჯობესია ევროპული ხარისხი). ზემოთ ჩამოთვლილი აბსოლიტურად  ყველა ამ უნიკალური თვისებით; ევროპული ხარისხით, ფორმების მრავალფეროვნებით (წვეთები სხვადასხვა  სახის სპრეები ) გამოირჩევა ზღვის წყალი აქვალორი (Y S  Lab საფრანგეთი.). მისი  შიგთავსის ავსება ხდება ,,მონ  სან მიშელის’’ ყურის ატლანტიის ოკეანის ტერიტორიული წყლებიდან ,რომელიც გამოირჩევა ზღვის წყლის ტალღების ძლიერი მოქცევით ,რითაც აიხსნება მისი  განსაკუთრებული სისუფთავე და ჟანგბადით  გაჯერებულობა. აქვალორი მოთავსებულია ალუმინის  ასეპტიურ (სტერილურ) პაკეტში,რომელიც   ინარჩუნებს  სტერილობას  გამოყენების ბოლომდე. აქვალორი შეიძლება  გამოიყენებული იყოს , როგორც  სამკურნალოდ ასევე საპროფილაკტიკოდ მთელი პანდემიის სეზონის  განმავლობაში, არასასურველი სიმპტომებისაგან თავის არიდების მიზნით,  როგორც პირადი ჰიგიენის ,ბაქტერიების,  ვირუსების და ალერგენების  ცხვირის  ღრუს ლორწოვანიდან ჩამოსარეცხად .  აქვალორი წარმოადგენს СOVID 19 ვირუსისგან  დაცვის ვირუსთან ბრძოლის ერთ - ერთ მნიშვნელოვან იარაღს. ამგვარად აქვალორს გააჩნია უნიკალური სამკურნალო და საპროფილაკტიკო  თვისებები, საკმარისია  გამოვიყენოთ მისი საჭირო ფორმა , საჭირო მდგომარეობისას. აქვალოეის ხარისხი აკმაყოფილებს ევროპის საერთაშორისო სტანდარტებს.

ამიტომ დავიცვათ ზოგადი რეკკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის  ჯანმრთელობას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ქალბატონ თამილა შაიაშვილს 599743146