თარიღი: 03 ნოემბერი, 2020
რა უნდა ვიცოდეთ პაპილომა ვირუსის შესახებ ? გვპასუხობს მეან-გინეკოლოგი, ქირურგი ეკა ბუკია.
რა არის პაპილომა ვირუსი ?
პაპილომა ვირუსი იგივე HPV_ვირუსი ყველაზე ფარტოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გადადის კანით კანთან კონტაქტით. დღეისათვის ცნობილია 100 ზე მეტი ნაირსახეობა, რომელთაგან 40 ზე მეტი ტიპი გადადის სქესობრივი გზით და შეუძლია დააზიანოს გენიტალიები, პირის ღრუ ან ყელი.
ზოგ შემთხვევაში პაპილომა ვირუსი არ იწვევს არანაირ ცვლილებეს ორგანიზმში და არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას. ზოგ შემთხვევაში კი პირიქით, შესაძლოა პაპილომავირუსმა გამოიწვიოს წვეტიანი კონდილომები, საშვილოსნოს ყელის, ანუსისა და ყელის კიბო !
პაპილომა ვირუსი იყოფა 3 ჯგუფად :
მაღალი ხარისხის რისკის ონკოვირუსები ( ტიპი 16 და 18)
საშუალო ხარისხის რისკის ( ტიპი 31,33,35,42)
დაპალი ხარისხის რისკეის ( 6,11)
როგორ ხდება პაპილომავირუსით ინფიცირება ?
ინფიცირება ხდება უშუალოდ კანით კანთან კონტაქტისას. ამიტომ ადამიანების უმეტესობა გენიტალური პაპილომავირუსით ინფიცირდება უშუალოდ ვაგინალური, ანალური და ორალური სექსის დროს.
რა სიმპტომები ახასიათებს HPV-ს ?
ხშირად HPV არ იწვევს არანაირ სიმპტომს.
ზოგიერთი ადამიანი დაავადებულია პიპილომავირუსით, თუმცა არ აქვს გამოხატული არანაირი სიმპტომები , შესაბამისად არც იცის მის ორგანიზმში პაპილომა ვირუსის არსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მაინც ხდება პარტნიორის ინფიცირება . ასევე შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ტიპის პაპილომავირუსის ქონა.
90 % - ში HPV თავისთავად ქრება 2 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ვირუსი მაინც არის ორგანიზმში ამ 2 წლის განმავლობაში, ის მაინც წარმოადგენს ინფექციის წყაროს მისი პარტნიორისთვი.
როდესაც ვირუსი არ ქრება თავისთავად ორგანიზმიდან, მან შესაძლოა მიაყენოს ორგანიზმს ზიანი - შესაძლოა ყელში წარმოიქმნას წვეტიანი კონდილომები ან ბრტყელი მეჭეჭები. ( მორეციდივე რესპირატორული პაპილომატოზი).
რა ზიანი შეიძება მიაყენოს პაპილომავირუსმა ადამიანის ორგანიზმს ?
HPV- შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, ასევე კისრის, ყელის, თავისა და სასქესო ორგანოების სხვა ონკო დაავადებები.
HPV- ტიპები, რომლებიც იწვევს მეჭეჭებს განსხვავდება განსხვავდება კიბოს გამომწვევი ტიპებისგან. ასე რომ, HPV-თ გამოწვეული გენიტალური მეჭეჭები არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დაავადდებით კსიმსივნით.
HPV- თ გამოწვეული სიმსივნეები ხშირად არ ავლენენ სიმპტომებს, სანამ სიმსივნე არ გადავა ზრდის უფრო გვიან სტადიაზე. ამიტომ აუცილებელია რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტი გინეკოლოგთან.
რას გვეტყვით HPV-სა და ორსულობაზე?
HPV - არ ამცირებს დაორსულების შანსებს. თუ ორსულად ხართ, და გაქვთ HPV-მაშნ მკურნალობის გადადება მოგიწევთ მშობის დასრულებამდე. ზოგიერთ შემთხვევაში HPV-მ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა გენიტალური მეჭეჭების ზრდა, ან მეჭეჭებიდან სისხლდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მშობიარობის დასრულება საკეისრო კვეთის გზით.
იშვიათ შემთხვევაში პაპილომა ვირუსისთ დაავადებულ დედას შეუძლია დააინფიციროს შვილი მშობიარობის დროს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება განუვითარდეს მორეციდივე რესპირატორული პაპილომატოზი, რომლის დროსაც ყელში ან სასუნთქ გზებში იზრდება HPV-ვირუსთან დაკავშირებული მეჭეჭები.
როგორ და რა ასაკში უნდა მოხდეს დიაგნოსტირება ?
რეკომენდირებულია 21 წ. ასაკიდან PAP- ტესტის ჩატარება.
PAP- ტესტის რეგულარული კვლევა საშუალებას გვაძლევს ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის კიბო ან HPV -თან ასოცირებული სხვა მნიშვნელობანი ცვლილებები.
21დან 29 წლის ასაკის ქალბათონებისთვის რეკომენდირებულია 3 წელიწად ერთხელ PAP-ტესტის ჩატარება.
30-65 წლის ქალბატონებმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩააბარონ PAP ტესტი, ან 5 წელიწადში ერთხელ HPV-ს ტიპირება, რომელიც გამოავლენს დაავადების კონკრეტულ ტიპს. ან ასევე შესაძლებელია ერთროულად 5 წელიწადში ერთხელ PAP -ტესტისა და HPV- ტიპირების გაკეთება.
ასევე დამატებიტ , საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გინეკოლოგმა ჩაგიტაროთ კოლპოსკოპია .
რას გვეტყვით მკურნალობის შესახებ ?
HPV- შემთხვევათა უმეტესობა თავისთავად ქრება, ამიტომ არ ხდება თავად დაავადების მკურნალობა. გენიტალური მეჭეჭების მკურნალობა შესაძლოა ქირურგიული მიდგომით ( მოწვა, აზოტით მოყინვა), მაგრამ მეჭეჭების მოცილება არ გულისხმობს ვირუსის მკურნალობას, ასე რომ შესაძლოა მეჭეჭები ისევ დაბრუნდეს.
სიმსივნეების მკურნალობა, რომლებიც HPV-სგან ვითარდება შესაძლებელია ქიმიო, სხივური თერაპიით ან ქირურგიული ჩარევით.
რა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ, რომ ავირიდოთ თავიდან HPV?
რეკომენდირებულია ე.წ. კოდომის ( პრეზერვატისვის გამოყენება).
ასევე ვაქცინაცია, რომელიც იცავს HPV- ს 9 ტიპისგან, ( სიმსივნეების გამომწვევი ტიპები და კონდილომების გამომწვევი ტიპები).
ვაქცინაქცია რეკომენდირებულია 11 -12 წლის ასაკის გოგონებსა და ბიჭებში.
ასევე ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია ყველა ადამიანისთვის 45 წლამდე.