თარიღი: 12 სექტემბერი, 2018
რას უნდა ველოდოთ პირველი ვიზიტის დროს ექიმ რეპროდუქტოლოგთან?
ემზადებით პირველი ვიზიტისთვის ექიმ რეპროდუქტოლოგთან უშვილობის მიზეზების დასადგენად? გილოცავთ ! ბევრი წყვილისთვის პირველი ვიზიტის დაგეგმვა დიდ სირთულეებთან და ემოციურ სტრესთან არის დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, ნუ გადაიწურავთ იმედს თანამედროვე მედიცინას უშვილობის მკურნალობის კოლოსალური შესაძლებლობა აქვს.
მოემზადეთ ექიმთან პირველადი კონსულტაციისთვის:
კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’ თქვენს სამსახურშია! რაც უფრო მეტი იცით რას შეიძლება ელოდოთ პირველი ვიზიტის დროს, მით უფრო დამშვიდებული ხართ და სწრაფად აითვისებთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მკურნალობის განმავლობაში იქნება აუცილებელი.
ყველაფერი იწყება სამედიცინო ისტორიის შესწავლით:
პირველად ექიმი რეპროდუქტოლოგი დაწვრილებით გაეცნობა თქვენს პირად სამედიცინო ისტორიას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზის შეკრებას, თუ უკვე ჩატარებული გაქვთ გარკვეული კვლევები გადახედავს შედეგებს და ამის შემდეგ განსაზღვრავს იქნება თუ არა საჭირო დამატებითი ანალიზების ჩატარება თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის. უნაყოფობის პრობლემის არსებობისას აუცილებელია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ერთობლივი გამოკვლევა, რისთვისაც ყველა პირობაა შექმნილი კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’ - ში.
ქალბატონების გამოკვლევის პირველ ეტაპზე საკვერცხეების რეზერვის შეფასების მიზნით ტარდება ულტრასონოგრაფიული კვლევა და სისხლის ჰორმონული ანალიზები - AMH, FSH. შემდეგ ვაფასებთ დროულად ხდება თუ არა ოვულაცია (ფოლიკულის მომწიფება და გასკდომა).
საშვილოსნოს მდომარეობის შეფასებისთვის ტარდება 2D და 3D ულტრასონოგრაფიული კვლევა, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდირებულია დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპიის ჩატარება.
ქალის ფერტილობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგადი ჰორმონალური სტატუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის განსაზღვრა.
საშვილოსნოს მილების შეფასებისთვის ტარდება ჰისტეროსალპინგოგრაფია.
დიდი ყურადღება ენიჭება ქირურგიის როლს, კერძოდ დიაგნოსტიკურ ლაპაროსკოპიას - უნაყოფობის კვლევის ერთ - ერთ მნიშვნელოვან მეთოდს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევა მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე, ენდომეტრიოზი ან პაციენტებში, რომლებთანაც უნაყოფობის მიზეზის დადგენა, ზემოთ აღნიშნული კვლევებით ვერ მოხერხდა.
მამაკაცის კვლევისას პირველ ეტაპზე ვაფასებთ სპერმოგრამის მონაცემებს, რომლებიც უნდა შეფასდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ მოწოდებული უახლესი კრიტერიუმებით.
კონსულტაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ დასვათ ყველა არსებული შეკითხვა, რაზეც გსურთ პასუხების მიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი მკურნალი ექიმის მხრიდან უდიდეს მხარდაჭერას გრძნობთ, რომელიც გარანტიაა წარმატებული შედეგის მისაღწევად.
ეძებთ საუკეთესო სპეციალისტს? დაგვიკავშირდით და დაგეგმეთ ვიზიტი კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’-ში ! თქვენ გაქვთ რეალური შესაძლებლობა აისრულოთ სანუკვარი ოცნება - გახდეთ მშობელი!