Plasmon
რა უნდა ვიცოდეთ პოლიეთილენგლიკოლზე, რომელიც შედის კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო აცრაში ?

თარიღი: 17 დეკემბერი, 2021

პოლიეთილენ გლიკოლი (PEG), ასევე ცნობილი როგორც მაკროგოლი, გამოიყენება დამხმარე ნივთიერება მრავალრიცხოვან მედიკამენტებში, კოსმეტოლოგიურ საშუალებებსა და საკვებში. პოლიეთილენ გლიკოლი (ჰიდროფილური პოლიმერები) მოქმედებს, როგორც ინერტული შემავსებელი, ანუ სტაბილიზატორი.
პოლიეთილენ გლიკოლები (PEG) არის სინთეზური ქიმიკატები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: სამედიცინო პროდუქტებში (მაგ. ჭრილობის სახვევები და საფაღარათო საშუალებები), საყოფაცხოვრებო პროდუქტებში (მაგ. სარეცხი საშუალებები და ლაქები), საკვებში (მაგ. კონსერვანტები და დანამატები) და კოსმეტიკურ პროდუქტებში (მაგ. კრემები, სველი ხელსახოცები).

პოლიეთილენ გლიკოლი არის პოლიმერი და შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს უაღრესად ცვალებადი მოლეკულური წონა, რომელიც, როგორც წესი, იდენტიფიცირებულია PEG 0ის შემდეგ რიცხვით. პოლიეთილენ გლიკოლის შემდეგ რიცხვი არის ან მოლეკულური წონა (სამკურნალო პროდუქტები) ან 44 დალტონ-ეთილენის ოქსიდის ერთეული (კოსმეტიკა). PEG-ის მოლეკულური წონა შეიძლება განსხვავდებოდეს 200-დან 35 მილიონ დალტონამდე. ზოგიერთი ადამიანი იტანს დაბალი მოლეკულური წონის PEG- ის შემცველი პროდუქტების მიღებას, მაგრამ რეაგირებს უფრო მაღალი მოლეკულური წონის PEG პროდუქტებზე.

ზოგადად, დაბალი მოლეკულური წონის და პერორალურად მისაღები PEG-ი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მაღალი მოლეკულური და საინექციო ფორმა. PEG-ის შემცველი მედიკამენტის ყოველდღიურმა პერორალურმა მიღებამ პოტენციურად ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს მომავალი სისტემური რეაქციები საინექციო ფორმით წყვეტილ (ანუ პერიოდულ) მიღებასთან შედარებით.

 

PEG 3350 არის საფაღარათო საშუალება, რომელიც იყიდება ურეცეპტოდ, სახელწოდებით Miralax. ამ შემთხვევაში, თავად PEG ითვლება "აქტიურ" ინგრედიენტად, მიუხედავად იმისა, რომ სისტემური აბსორბცია 0.5%-ზე ნაკლებია.

 

ზოგიერთი პრეპარატის მაგალითი, რომელიც PEG-ს შეიცავს:

აცეტამინოფენი

დიკლოფენაკის ნატრიუმი

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი

ფამოტიდინი

იბუპროფენი

 

მიუხედავად PEG-os ყოველმხრივ გავრცელებისა, მათ შორის 2 ახლად გამოშვებულ SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ვაქცინებში (Pfizer BioNTech და Moderna), პოლიეთლიენ გლიკოლის ალერგიის შესახებ ინფორმირებულობა მაინც დაბალი რჩება. ალერგია PEG-ზე შედარებით იშვიათად ითვლება, თუმცა სულ უფრო დაუფრო მეტად ხდება მისი გამოვლენა.
Pfizer
და Moderna-ს მ-რნმ COVID-19-ის საწინააღმდო ვაქცინებში პოლიეტილენ გლიკოლი გამოიყენება მ-რნმ - დასაცავად. ის ასევე ხელს უწყობს უჯრედებში შეღწევას იმუნური სისტემის გასააქტიურებლად.

Pfizer COVID-19 და Moderna ვაქცინების შემადგენლობაში შედის PEG-2000.

 

SARS-CoV-2 ვაქცინების დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციების შეფასება და მართვა (2021 წლის ნოემბერი)

ალერგიის, ინფექციური დაავადებების და გადაუდებელი მედიცინის ექსპერტთა საერთაშორისო პანელმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები SARS-CoV-2 ვაქცინების დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციების შეფასებისა და მართვისთვის, სისტემატიური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის საფუძველზე. ეს რეკომენდაციები მოიცავს პოლიეთილენ გლიკოლის (PEG) ან პოლისორბატების ანაფილაქსიის მქონე პაციენტებში ემპირიული ტესტირების არ ჩატარებას და პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ ანაფილაქსია mRNA ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგოლოგთან გაგზავნას ან ვაქცინაციის დასრულებას სხვა ვაქცინით.

 

არის თუ არა PEG პასუხისმგებელი წამლისმიერ მრავალ რეაქციაზე, შეიძლება დადგინდეს კანის ტესტით, თუმცა მხოლოდ კანის სინჯი არ არის ვალიდური და ასევე გასათვალისწინებელია, რომ PEG-ის მოლეკულური წონა თითოეულ პროდუქტში შეიძლება განსხვავდებოდეს. კანის სინჯის გარდა, პოლიეთილენ გლიკოლის მიმართ ტესტირების დასრულება საჭიროა პროვოკაციული სინჯებით (პაციენტისათვის ნივთიერების აღმავალი დოზებით მიცემით).

 

PEG-ის მიმართ ალერგია კარგად არის ცნობილი ალერგოლოგებში, თუმცა, საჭიროა ამ ალერგენთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება ფართო სამედიცინო საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია დროულად ეჭვის მიტანა პოლიეთილენ გლიკოლის მიმართ ალერგიაზე საფუძვლიანი კლინიკური ისტორიის შეგროვებით და სწრაფი მიმართვა ალერგოლოგიურ ცენტრებში დიაგნოზის დასადასტურებლად და ამ მაღალი რისკის შემცველი წამლისმიერი ალერგიის ეფექტურად სამართავად.

 

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/34153517/

www.uptodate.com/contents/covid-19-allergic-reactions-to-sars-cov-2-vaccines

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/33011299/

https://www.oakbrookallergists.com/2020/12/21/polyethylene-glycol-allergy/

https://www.frontiersin.org/articles/10.3389/falgy.2021.715844/full