ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი უზრუნველყოფს უახლესი მეთოდებით ასთმისა და სხვა ალერგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას მთელი ოჯახისათვის.
ცენტრში აღრიცხვაზე იმყოფებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები, რომელთაც აწუხებთ ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, წამლისმიერი ალერგია, პოლინოზი და სხვა.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში პაციენტებს უტარდებათ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ფართო სპექტრის ინ ვივო და ინ ვიტრო ალერგოდიაგნოსტიკა გერმანული და შვედური ალერგენებით, სპირომეტრული გამოკვლევები და სხვა.
სპეციფიკური იმუნოთერაპია ხორციელდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის გერმანიაში დამზადებული სამკურნალო ალერგენებით.
ცენტრის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია, მზრუნველობა და კეთილმოწყობილი გარემო განაპირობებს პაციენტთა ხარისხიან მომსახურებას