პოსტსამშობიარო დეპრესია - ნიშნები, პრევენცია და გამოსავალი
თარიღი: 14 დეკემბერი, 2025
ბავშვის დაბადებას დიდ სიხარულთან ერთად შესაძლოა მოჰყვეს გაუცნობიერებელი "სიურპრიზები" მშობიარობის შემდგომი ფიზიკური და ემოციური გართულებები
ამჯერად დეპრესიაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას
პოსტსამშობიარო, იგივე პოსტნატალური დეპრესია დედას ჩვილის დაბადების შემდეგ შეიძლება განუვითარდეს სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულობისას ან შემდგომ პერიოდში ჰორმონების მკვეთრი ცვლილება, ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები, პარტნიორის მხრიდან მხარდაჭერის დეფიციტი, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და სხვა...
ცხადია, დედის დეპრესიული მდგომარეობა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე
მშობიარობის შემდგომ დეპრესიას გააჩნია განვითარების ეტაპები სხვადასხვა გამოვლინებით, შესაბამისად მკურნალობის პროცესიც თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურია
პრობლემის თავიდან აცილების მიზნით საუკეთესო გამოსავალი პრევენცია და ცნობიერების ამაღლებაა მომავალ დედებში-გაცნობიერებული დედობა, ორსულობის დაგეგმვა და მომზადება მომავალ პატარასთან შესახვედრად
საბედნიეროდ Venus Georgia-ს "მშობელთა სკოლის"; კურსგავლილებს საკმარისზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ მიღებული. ისინი მზად არიან და იციან როგორ გაუმკლავდნენ მშობიარობის შემდგომ გართულებებს
ხოლო თქვენ, ვინც არ ფლობთ ამაზე სათანადო ინფორმაციებს, საჭიროების შემთხვევაში დროულად მოითხოვეთ დახმარების აღმოჩენა
ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა და შესაბამისი კვალიფიკაცია/გამოცდილების მქონე სპეციალიტის მიერ შედგენილი პერსონალური სარეაბილიტაციო პროგრამა
იცოდეთ ის ნიშნები, რომლებიც არ დატოვოთ უყურადღებოდ
მუდმივი უხასიათობა
განწყობის მკვეთრი ცვალებადობა
ენერგიის მკვეთრი დაქვეითება
ინტერესების დაკარგვა ბავშვის და ოჯახის მიმართ
ძილის დარღვევები ან პირუკუ, ძილიანობა
კონკრეტულ საქმეზე კონცენტრაციის დარღვევა
თვითშეფასების დაქვეითება და სხვა
გამოსავალი ყოველთვის არსებობს
არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში
აუცილებლად ისაუბრეთ ხმამაღლა თქვენს განცდებსა და ემოციებზე საყვარელ ადამიანებთან, მოითხოვეთ მათი სრული მხარდაჭერა, და თუ უფრო მეტი გსურთ
უცილებლად ესტუმრეთ ვენუს ჯორჯიას, რომელიც პირველი და დღემდე ერთადერთია საქართველოში, ვინც დანერგა სარეაბილიტაციო სერვისები მეანობა-გინეკოლოგიაში
გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტო
ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა (+995 32) 2 91 01 58 (+995) 599 624 300 დ.აღმაშენებლის გამზ. N173
ჩვენი სამუშაო საათებია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 18:00 სთ-მდე, შაბათი - 09:30-დან 14:00 სთ-მდე