თარიღი: 10 ოქტომბერი, 2021
ქცევითი თერაპიები და მათი გამოყენების არეალი
რა არის ქცევითი თერაპია?
- ქცევითი თერაპია არის "ქოლგა“ ტერმინი იმ ტიპის თერაპიებისა, რომლებიც გამოიყენება მენტალური დარღვევების (აშლილობების) მკურნალობისთვის.
- თერაპიის ეს ფორმა ახდენს პოტენციურად თვითდამაზიანებელი ან არაჯანსაღი ქცევის იდენტიფიცირებას და ცდილობს შეცვალოს ის.
- თერაპია ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც ყველა ქცევა დასწავლილია და აქედან გამომდინარე, არაჯანსაღი ქცევა შეიძლება შეიცვალოს.
- მკურნალობა უხშირესად ფოკუსირებას ახდენს მიმდინარე პრობლემებზე და ცდილობს მათ გადაჭრას.
ვინ შეიძლება მიიღოს სარგებელი ქცევითი თერაპიისგან?
- ქცევითი თერაპიის ობიექტი შეიძლება იყოს მდგომარეობათა ფართო სპექტრი.
- ქცევითი თერაპიისთვის ადამიანები მიმართავენ ძირითადად შემდეგი მდგომარეობებით:
• დეპრესია
• შფოთვა
• პანიკური აშლილობები
• რისხვა
დეპრესია კლასიფიცირდება როგორც განწყობის აშლილობა. ეს შეიძლება აღწერილ იქნას როგორც უხასიათობის, დანაღვლიანების შეგრძნება, ასევე დანაკარგის, რისხვის, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ აქტივობას.
- დაუზუსტებელი მონაცემებით დეპრესიას განიცდის ყოველი 20-დან 1 ადამიანი.
- დეპრესიამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის ყოველდღიურ აქტივობაზე, რაც საბოლოოდ გამოიხატება დროის კარგვასა და დაბალპროდუქტიულობაში.
- შეიძლება გავლენა მოახდინოს და გააუარესოს ადამიანის მდგომარეობა ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორებიცაა:
• ართრიტი
• ასთმა
• კარდიოვასკულარული დაავადებები
• კიბო
• დიაბეტი
• სიმსუქნე
- შფოთვა არის ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი პასუხი სტრესზე.
- გამოიხატება შიშით იმის თაობაზე თუ რა შეიძლება მოხდეს (მოსალოდნელი საფრთხე).
- სკოლაში წასვლის პირველი დღე, ინტერვიუზე წასვლა სამუშაოს მისაღებად, სიტყვით გამოსვლა... ყველა ამ სახის მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს შიშისა და დაძაბულობის შეგრძნება.
-...მაგრამ თუ ეს შეგრძნება უკიდურესად ძლიერია, გრძელდება 6 თვეზე ხანგრძლივად და გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, შეიძლება საუბარი იყოს შფოთვით აშლილობაზე.
- პანიკურ აშლილობაზე ლაპარაკია როცა ადამიანი განიცდის პანიკის მოულოდნელ, განმეორებად შეტევებს.
- "DSM-5" ("მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო") პანიკურ შეტევას განმარტავს როგორც ინტენსიური შიშისა და დისკომფორტის მკვეთრ ბიძგებს, რომლებიც რამდენიმე წუთში აღწევენ პიკს.
- პანიკური აშლილობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ პანიკური შეტევის მუდმივი შიშის ქვეშ.
- ადამიანს შეიძლება განუვითარდეს პანიკური შეტევა, უცაბედი შიში, საშინელების შეგრძნება - რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე.
-...ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორებიცაა ძლიერი ტაქიკარდია ("გულის გაქცევა“), სუნთქვის გაძნელება, მკვეთრი გაოფლიანება ("ოფლად დაღვრა“).
- "ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის" მონაცემებით, ყოველი 75 ადამიანიდან 1 შეიძლება განიცდიდეს პანიკურ აშლილობას.
ქცევითი თერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი მდგომარეობების მკურნალობისთვის, როგორებიცაა:
• კვებითი აშლილობა
• პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა
• ბიპოლარული აშლილობა
• ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD)
• ფობიები, სოციალური ფობიების ჩათვლით
• ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
• თვითდაზიანება
• ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება
ბიპოლარული აშლილობა არის მენტალური დაავადება, რომელიც ხასიათდება უკიდურესი ხასიათობრივი ცვლილებებით, მათ შორის:
• უკიდურესად ამაღლებული განწყობა, რომელსაც უწოდებენ მანიას.
• ეპიზოდური დეპრესია.
- ბიპოლარულ აშლილობას ასევე უწოდებენ ბიპოლარულ დაავადებას ან მანიაკალურ დეპრესიას.
- ადამიანები, რომელთაც აქვთ ბიპოლარული აშლილობა, აწყდებიან პრობლემებს ყოველდღიურ აქტივობაში, სამსახურში, სკოლაში, ადამიანებთან ურთიერთობებში.
- მდგომარეობა არ არის განკურნებადი, მაგრამ არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მიდგომები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სიმპტომების მართვა.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა:
- ...ჩვენ 2-3 ჯერ ვამოწმებთ რაღაცეებს, არ გვახსოვს ჩავკეტეთ თუ არა კარი, ხომ არ დაგვრჩა მოშვებული წყალი... და გვინდა რომ დავრწმუნდეთ.
- ზოგიერთი ჩვენგანი პერფექციონისტია და უბრუნდება სამუშაოს რამდენიმეჯერ, რათა დარწმუნდეს რომ ყველაფერი სწორად გააკეთა.
- ეს არ არის არანორმალური ქცევა, მაგრამ როცა ადამიანს აქვს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ის იძულებით იმეორებს რამდენიმეჯერ რაიმე რიტუალს, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა ამის გაკეთება და ეს შეიძლება ართულებდეს მის ცხოვრებას ამის აუცილებლობის გარეშე..
• ობსესია - არის აკვიატებული აზრი (აზრები), რომელიც იწვევს შფოთვას.
• კომპულსია - არის ქცევა, რომელსაც ადამიანი მიმართავს შფოთვის წინააღმდეგ.
ქცევითი თერაპიის ტიპები:
• კოგნიტური ქცევითი თერაპია
• კოგნიტური ქცევითი თამაშის თერაპია
• სისტემური დესენსიბილიზაცია
• ავერსიული თერაპია
კოგნიტური ქცევითი თერაპია - ძალზედ პოპულარულია!
- წარმოადგენს კოგნიტური და ქცევითი თერაპიების კომბინირებულ ვარიანტს.
• მკურნალობა კონცენტრირებულია იმის გარშემო თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, აზრები და შეხედულებები მის ქცევაზე და გუნება-განწყობაზე.
• უხშირესად ის ფოკუსირებულია ადამიანის მიმდინარე პრობლემებზე და ეძებს მათი გადაჭრის გზებს.
• გრძელვადიან პერსპექტივაში მისი მიზანია შეცვალოს ადამიანის აზროვნება და ქცევა უფრო ჯანსაღი პატერნებით.
კოგნიტური ქცევითი თამაშის თერაპია - ჩვეულებრივ გამოიყენება ბავშვებთან.
• თერაპისტი, აკვირდება რა ბავშვის თამაშს, იძენს წარმოდგენას იმის თაობაზე თუ რა დისკომფორტს განიცდის ბავშვი, რომელსაც გამოხატავს ან არ/ვერ გამოხატავს.
• ბავშვმა შეიძლება აირჩიოს სათამაშო და ითამაშოს თავისუფლად.
• შეიძლება ვთხოვოთ დახატოს რაიმე ან სათამაშოებით რაიმე სცენა დადგას სილაში.
• თერაპისტმა შეიძლება ასწავლოს მშობლებს როგორ გამოიყენონ თამაში შვილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის.
სისტემური დესენსიბილიზაცია - მნიშვნელოვნად ეფუძნება კლასიკურ "კონდიცირებას“.
- ხშირად გამოიყენება ფობიების მკურნალობაში - ადამიანს ასწავლიან როგორ შეცვალოს რეაქცია ფობიაზე, შიშის ნაცვლად რელაქსაციური პასუხით.
- პირველ რიგში ასწავლიან მოდუნების და სუნთქვის ტექნიკას, რომლის ათვისების შემდეგ თერაპისტი ნელ-ნელა იწვევს შიშს იმ დროს როცა ადამიანი ვარჯიშობს ამ ტექნიკაზე.
- ავერსიული თერაპია - ხშირად გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ როგორებიცაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება ან ალკოჰოლიზმი.
• ადამიანს ასწავლიან დაუკავშიროს მისთვის სასურველი მაგრამ არაჯანსაღი სტიმული მისთვის უკიდურესად არასასიამოვნო სტიმულს.
• არასასიამოვნო სტიმული შეიძლება იყოს რაიმე რაც ადამიანში იწვევს დისკომფორტს.
• მაგ. თერაპისტმა შეიძლება ასწავლოს ადამიანს, რომ ალკოჰოლი დაუკავშიროს რაიმე უკიდურესად არასასიამოვნო მოგონებას.
ქცევითი თერაპიები ბავშვებისთვის:
• ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA)
• თამაშის თერაპია
ეფექტურია თუ არა ქცევითი თერაპია?
- ითვლება, რომ ქცევითი თერაპია ძალზედ ეფექტურია.
დაახლოებით 75% ადამიანებისა, რომელთაც უტარდებათ კოგნიტური ქცევითი თერაპია, იღებს ამისგან გარკვეულ სარგებელს.
კვლევებმა აჩვენა, რომ თამაშის თერაპია ძალზედ ეფექტურია 3-12 წლის ასაკის ბავშვებში, თუმცა სულ უფრო მეტად გამოიყენება ყველა სხვა ასაკშიც.