Nuk
როგორ მოქმედებს აუზის ქლორიანი წყალი თმაზე და როგორ დავიცვათ ის?

თარიღი: 30 ივლისი, 2024

ზაფხულის სიცხისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალება აუზი და მისი გამაგრილებელი წყალია, თუმცა ამ დროს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის გათვალისწინება გვიწევს თუ როგორ გავლენას ახდენს ქლორიანი წყალი თმაზე. აუზის ქლორიან წყალს შეუძლია დააზიანოს თმის ღერი და გამოიწვიოს მისი მტვრევადობა. იმისთვის, რომ დავიცვათ თმის ღერი მნიშვნელოვანია, წინასწარ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რაც მის დაცვაში დაგვეხმარება.

რა გავლენას ახდენს აუზის ქლორიანი წყალი თმაზე:

1.  სიმშრალე და მტვრევადობა: ქიმიკატები, რომლებიც გამოიყენება აუზის წყლის დეზინფექციისთვის, შლის თმს ბუნებრივ ზეთებს. ეს ზეთები აუცილებელია თქვენი თმის დატენიანებისა და სიჯანსაღი შესანარჩუნებლად. მათ გარეშე თმა შეიძლება გახდეს მშრალი, მტვრევადი და მსხვრევისკენ მიდრეკილი.

 

2.  გაუფერულება: ქლორმა შეიძლება გამოიწვიოს თმის გაუფერულება, მაგალითად, ქერა თმას შეიძლება განუვითარდეს მომწვანო ელფერი აუზის წყალში არსებული  სპილენძის ნაერთებთან ქლორის რეაქციის გამო.

 

3.  თმის დასუსტებული სტრუქტურა: ქლორირებული წყლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება შეასუსტოს თმის ცილოვანი სტრუქტურა, რაც მას უფრო მგრძნობიარე გახდის დაზიანების მიმართ. ამან კი  შეიძლება გამოიწვიოს ბოლოების გაყოფა.

 

4. სკალპის გაღიზიანება: ქლორს ასევე შეუძლია გააღიზიანოს სკალპი, რაც იწვევს სიმშრალეს, ქერლს და ქავილს.

 

როგორ დავიცვათ თმა აუზის ქლორიანი წყლისგან

აუზში ჩასვლამდე დიასველეთ თმა სუფთა წყლით. სველი თმა ნაკლებად შთანთქავს ქლორიან წყალს, რადგან ის უკვე გაჯერებულია სუფთა წყლით.

გამოიყენეთ დამცავი კონდიციონერი ან ბუნებრივი ზეთები, როგორიცაა ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი, რათა შექმნათ დამცავი ბარიერი თქვენს თმასა და ქლორებულ წყალს შორის. ეს პროდუქტები ხელს უწყობს თმის კუტიკულის დაცვას და  ამცირებს ქლორის შეწოვას.

ატარეთ საცურაო ქუდი, რათა დიაცვათ თქვენი თმა ქლორიანი წყლისგან.

ჩამოიბანეთ თმა აუზის შემდეგ დაუყოვნებლივ, რათა თავიდან აიცილოთ ქლორის თმის ძირებში დალექვა. გამოიყენეთ შამპუნი, თმის ნიღაბი და კონდიციონერი.

თმის გაჯანსაღებისთვის ასევე გამოიყენეთ არკოფარმას ვიტამინი ფორკაპილი კერატინ +, რომელიც იცავს თმას გარე დამაზიანებელი ფაქტორებისგან, აჯანსაღებს მას და მატებს ბზინვარებას.

 

არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT, PSP და Aversi – ის სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34

საიტზე https://arkopharma.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 510 00 13 31