თარიღი: 24 აპრილი, 2023
გლაუკომა არის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეული შიდა თვალის წნევით, აზიანებს ოპტიკურ ნერვს და შესაძლოა მხედველობის დაქვეითებისა და მისი სრულად დაკარგვის მიზეზი გახდეს. გლაუკომა სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და მოზრდილ ასაკში უფრო ხშირია, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. გლაუკომის სიმპტომები პაციენტისთვის შესამჩნევი არ არის დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე და საკმაოდ გვიან გამოვლინდება. გლაუკომის მიერ გამოწვეული მხედველობის დაქვეითება არ ექვემდებარება აღდგენას და ამიტომაც მნიშვნელოვანია თვალის შიდა წნევის პერიოდული მონიტორინგი. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება.
გლაუკომა შესაძლოა იყოს რამდენიმე ტიპის:
• ღიაკუთხოვანი გლაუკომა
• დახურულკუთხოვანი გლაუკომა
• მეორადი გლაუკომა სამედიცინო შუნტით
• ნორმალური წნევის გლაუკომა
• თანდაყოლილი გლაუკომა
• პიგმენტური გლაუკომა
• აქერცვლითი გლაუკომა
• ტრავმატული გლაუკომა
თქვენ შესაძლოა გქონდეთ გლაუკომა თუ:
ღიაკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში
• მხედველობაში ხელს გიშლით მხედველობის პერიფერიულ ან ცენტრალურ არეალში არსებული ლაქები (ხშირად ორივე თვალში)
• გაქვთ ე.წ. გვირაბის ხედვა
დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში
• ძლიერი თავის ტკივილი
• თვალის ტკივილი
• გულისრევა
• დაბინდული მხედველობა
• თვალის სიწითლე
გასათვალისწინებელია, რომ გლაუკომის სიმპტომები დამოკიდებულია გლაუკომის ტიპსა და მისი განვითარების ეტაპზე.
რა სახის მკურნალობის ჩატარებაა შესაძლებელი?
რამდენადაც გლაუკომა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის, შესაბამისად მკურნალობა დამოკიდებულია გლაუკომის ტიპის ზუსტ დიაგნოსტირებაზე. გლაუკომა უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული დაავადებაა და მის ყველა ტიპს ოპტიკური ნერვის დაზიანება ახასიათებს, რაც გამოწვეულია თვალის შიდა წნევის მომატებით. ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ყველა ტიპის გლაუკომის მკურნალობაა შესაძლებელი.
როდის მივმართოთ ექიმს
• მიმართეთ ექიმს, როდესაც შეამჩნევთ მხედველობის ცვლილებას.
• თუ იგრძენით ძლიერი თავის ტკივილი, თვალის ტკივილი ან მხედველობის დაბინდვა, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
რა იწვევს გლაუკომას?
გლაუკომა გამოწვეულია ოპტიკური ნერვის დაზიანებით. ნერვის მდგომარეობა თანდათანობით უარესდება და მხედველობის არეალში ჩნდება ლაქები. ნერვის დაზიანება კი ძირითადად დაკავშირებულია თვალის მაღალ წნევასთან. ცნობილია, რომ გლაუკომა გენეტიკური დაავადებაა და მემკვიდრეობით გადაეცემა.
ვის შეიძლება დაემართოს გლაუკომა
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს გლაუკომის განვითარებას:
• ინტრაოკულარული წნევა (შიდა თვალის წნევა)
• ასაკი 60+
• გენეტიკა - წინაპრების ჯანმრთელობის მდგომარეობა
• დიაბეტი
• გულის დაავადებები
• თვალის დაავადებები, როგორიც არის მიოპია (ახლომხედველობა)
• თვალის დაზიანება / თვალის ტრავმა
• კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, განსაკუთრებით თვალის წვეთების
გლაუკომის პრევენცია
გლაუკომის პრევენცია საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკა და პროგრესის შენელება.
• მიმართეთ ექიმს რეგულარულად - საჭიროა სისტემატიური ოფთალმოლოგიური მეთვალყურეობა
• მიაქციეთ ყურადღება გენეტიკას - გამოიკვლიეთ აწუხებთ ან აწუხებდათ თუ არა გლაუკომა თქვენს წინაპრებს
• ივარჯიშეთ უსაფრთხოდ - რეგულარული და ზომიერი ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია თვალის შიდა წნევის შემცირება და შესაბამისად, გლაუკომის პრევენციაც
• შეასრულეთ ექიმის დანიშნულება - რეგულარულად გამოიყენეთ ექიმის მიერ დანიშნული თვალის წვეთები
• დაიცავით თვალი - ატარეთ თვალის დამცავი საშუალებები, როდესაც ხართ დაკავებული რაიმე ხელსაქმით, ხელსაწყოებით ან სპორტით
გლაუკომის მკურნალობა ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში
ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს გლაუკომის მკურნალობის უდიდესი გამოცდილება გააჩნია, რომლის გამოცდილი ოფთალმოლოგები მკურნალობის პროცესს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აპარატურით უზრუნველყოფენ. ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის საშუალებით ხდება მხედველობის კომპიუტერიზებული ტესტირება, ოპტიკური ნერვის ვიზუალიზაცია, სისხლის მიმოქცევის ხარისხის ტესტირება და პაციენტებისთვის სხვა სპეციალიზებული გამოკვლევების ჩატარება.
ნიუ ჰოსპიტალსში არსებული კარლ ცაისის (Carl Zeiss) თანამედროვე ტექნიკის დახმარებით შესაძლებელია გლაუკომის დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაში, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე პაციენტისთვის რაიმე სახის შესამჩნევი სიმპტომი გამოვლინდება. ადრეული დიაგნოსტირების საშუალებით შესაძლებელია მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევა და პაციენტისთვის პოტენციურად სიბრმავის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა.
ნიუ ჰოსპიტალსში ასევე ხელმისაწვდომია ინოვაციური ხელსაწყოები - ალკონის (Alcon) გლაუკომის მინი შუნტები, რაც აუმჯობესებს ტრადიციული ტრაბეკულექტომიის პროცედურის ხარისხს, ამცირებს ინტრაოკულარულ (შიდა თვალის) წნევას და ამცირებს ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკს.