Plasmon
რა იწვევს ოსტეოპოროზს? რა არის ოსტეოპოროზის სიმპტომები?

თარიღი: 06 თებერვალი, 2024

რა იწვევს ოსტეოპოროზს? დაავადება დაკავშირებულია ძვლის ქსოვილის დაზიანებასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მოტეხილობა და დეფორმაციაც. 

ოსტეოპოროზი ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება და შესაძლოა, მოულოდნელად რთულ მოტეხილობამდეც მიგიყვანოთ. პრევენციისთვის, დაჯავშნეთ დენსიტომეტრიული გამოკვლევა სამედიცინო ცენტრ ციტოს ექიმთან, ნაზიბროლა ჩირაძესთან:

 

ასაკთან ერთად ძვლები ვიწროვდება და მყიფე ხდება. ნაწილობრივ ეს იმითაც აიხსნება, რომ დაახლოებით 35 წლის შემდეგ ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა უფრო ინტენსიურად ხდება.

 

რა არის ოსტეოპოროზის სიმპტომები? ოსტეოპოროზი ვითარდება ნელა და ხშირ შემთხვევაში არ აქვს გამაფრთხილებელი ნიშანი, სანამ მსუბუქად დაცემა ან მოულოდნელად დაჯახება არ გამოიწვევს ძვლის მოტეხილობას.

 

ოსტეოპოროზით დაავადებულ ადამიანებში ყველაზე ხშირი პრობლემები არის: მაჯის მოტეხილობა, მენჯის მოტეხილობა, ხერხემლის მალების მოტეხილობები.

 

ოსტეოპოროზის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად მიჩნეულია დენსიტომეტრია. ეს პროცედურა ითვალისწინებს სპეციალური ტიპის რენტგენული სხივების საშუალებით, ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრას და გვეხმარება მოტეხილობის რისკის შეფასებაში.

 

ოსტეოპოროზის მკურნალობა მიმართულია მოტეხილობების თავიდან აცილებისა და ძვლის გაძლიერებისკენ. გადაწყვეტილება მკურნალობის ტიპის შესახებ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია მოტეხილობების რისკი. ეს კი დაფუძნებული იქნება დენსიტომეტრიის კვლევის შედეგზე.