Plasmon
რა მოჰყვება მოზარდების მიერ ციფრული ეკრანის ხანგრძლივ გამოყენებას?

თარიღი: 18 აგვისტო, 2021

ტექნიკურ პროგრესს ვერაფერი შეაჩერებს. ახალ ტექნოლოგიებს ზრდასრულების გარდა ახლა უკვე მოზარდებიც აქტიურად იყენებენ. იცით, რა ასაკიდან და რა დოზით უნდა ჰქოდნეს ბავშვს ურთიერთობა ციფრულ ტექნოლოგიებთან და შეიცავს თუ არა ციფრული ეკრანის ხანგრძლივი ყურება ჯანმრთელობისათვის რაიმე საფრთხეს? ციფრულ ეკრანში მოვიაზრებთ ნებისმიერ ეკრანს, იქნება ეს ტელევიზორი, ტელეფონი, ტაბლეტი თუ სხვა.

 

ხანგრძლივობა
მოსაზრებები განსხვავებულია. ერთის მხრივ, ტექნოლოგიების გამოყენებით, თქვენი ბავშვი ცხოვრებისათვის ემზადება, მეორეს მხრივ, ეკრანთან ზედმეტად გატარებულმა დრომ შესაძლებელია მის ჯანსაღ განვითარებას შეუშალოს ხელი. გაითვალისწინეთ და გააკონტროლეთ დრო.

 

• 2 წლამდე - უმჯობესია ბავშვებს არ მოუწიოთ ეკრანთან ყოფნა. დასაშვებია მხოლოდ ვიდეო ჩეთი. ეკრანის გამოყენების შემთხვევაში, ბავშვი არ უნდა იყოს მარტო;

• 2-დან 5 წლამდე - დღეში არა უმეტეს 20 წუთისა;

• 5-დან 7 წლამდე - დღეში არა უმეტეს 30 - 40 წუთისა;

• 7-დან 12 წლამდე - მაქსიმუმ 60 წთ;

• 12-დან 16 წლამდე - მაქსიმუმი 2 სთ;

• 16-დან 18 წლამდე - მაქსიმუმ 2,5 სთ;

• 18 წლიდან - მაქსიმუმ 4 სთ.

არსებობს მოსაზრება, რომ 5 წლამდე ბავშვი საერთოდ არ უნდა ეკონტაქტოს მსგავს მოწყობილობას. თუმცა, დღევანდელ რეალობაში ეს შეუძლებელია.

 

გარდა დროისა, ყურადღება მიაქციეთ ასევე შინაარს და აქტივობის ხარიხს. თუ მოზარდი თქვენთან ერთად ციფრული ეკრანის გამოყენებით, მისთვის შექმნილ დავალებას ასრულებს, რაც მის განვითარებას უწყობს ხელს, ასეთი ხასიათის აქტივობა მისთვის სასარგებლოა. თუ ბავშვს ეკრანს მხოლოდ დასაწყნარებლად აჩეჩებენ, ეს მისი განვითარებისათვის მავნეა.

შესაძლო არასასურველი შედეგები
ეკრანთან ხანგრძლივმა ყოფნამ ბავშვებისათვის შესაძლოა არასასურველი შედეგები გამოიღოს. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის, მეიოს კლინიკის მიხედვით, მათ შემდეგი პრობლემები შეიძლება განუვითარდეთ:

 

1. მხედველობის დაზიანება
კომპიუტერთან და ეკრანის მქონე სხვა ციფრულ ტექნიკასთან ურთიერთობა იწვევს თვალების მამოძრავებელი და გუგების მარეგულირებელი კუნთების დაძაბვას, თუ დაძაბულობა ხშირი და ხანგრძლივია - ეს შეიძლება გახდეს ახლომხედველობის მიზეზი.

 

კომპიუტერთან მუშაობისას ადამიანები ჩვეულებრივზე იშვიათად ახამხამებენ თვალებს, ამიტომ ბადურა საკმარისად ვერ ტენიანდება, შედეგად ვიღებთ თვალების ლორწოვანი გარსის სიმშრალეს. საერთთო ჯამში, ყალიბდება მდგომარეობა, რომელსაც კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი (კ.მ.ს.) ეწოდება. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტი ალბათობით ემუქრება მის მხედველობას დაზიანება, რამაც შეიძლება შეუქცევადი ხასიატი მიიღოს.

 

ნიშნები, რომლებიც კ.მ.ს-ს არსებობაზე მიუთითებენ: 

• მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

• აკომოდაციის დარღვევა - ახლოს არსებული საგმნებიდან შორს არსებულ საგნებზე (და პირიქით) მზერის გადატანის და დაფიქსირების შესაძლებლობის დაქვეითება;

• მხედველობის გაორება;

• კითხვის დროს, თვალის ადვილად დაღლა;

• თვალებში წვის, ტკივილის ან “სილის ჩაყრის“ შეგრძნება;

• თავის ტკივილი;

• თვალების სიმშრალე და კონიუქტივიტი - ლორწოვანი გარსის სიწითლე და ანთება.

• ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა კონსულტაცია ოფთალმოლოგთან.

 

2. ხერხემლის გამრუდება
მეორე სახის პრობლება, რომელიც ფიზიკური განვიარების ასპექტებს შეეხება, გამოწვეულია ერთ პოზიციაში დიდხანს ჯდომით. ამ დროს ვითარდება: 

• ტკივილი კისრის, ბეჭებისა და ხერხემლის არეში;

• ხერხემლის გამრუდება.

3. ჭარბწონიანობა 

ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, როგორც წესი, არ იკვებებიან ჯანსაღად და აქვთ დარღვეული დიეტა. ამის გამო, მათ შეიძლება ჭარბწონიანობის პრობლემა განუვითარდეთ.

 

4. ძილის დარღვევა 

ბავშვებს ადვილად იტაცებს სხვადასხვა საინტერესო საბავშვო ვიდეოების ყურება იუთუბზე. ამ საქმიანობამ ისინი შეიძლება ისე გაიტაცოს, რომ ძილი გაუტყდეთ. ასეთი საქციელის ჩვევად ქცევამ კი ძილის დარღვევები შესაძლოა გამოიწვიოს.

 

5. სოციალური უნარების განუვითარებლობა 

როგორც იცით, ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობისას ანვითარებენ სხვადასხვა უნარებს, რომლებიც მათ ხალხთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ბავშვებს, რომლებიც მუდმივად ეკრანთან ატარებენ დროს, შესაძლოა ასეთი ურთიერთობების წარმოებაში შეეშალოთ ხელი.

 

6. ქცევითი პრობლემები და აგრესია 

ძილის და ადამიანური კონტაქტების ნაკლებობამ, შესაძლოა ბავშვში ქცევითი პრობლემები და აგრესია გამოიწვიოს.

 

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების ერაში რთულია მოზარდების ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდის განვითარებას თვალყური ადევნოთ და პრობლემური სიმპტომების გამოვლენისთანავე მოგვმართეთ, ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი მოზარდის ჯანმრთელობაზე.

 

7. დეპრესია და სუიციდი 

უკიდურეს შემთხვევაში მოზადრს შეიძლება დაემართოს დეპრესია ან გაუჩნდეს მიდრეკილება სუიციდისკენ. ეს გამოავლინა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულ მოზარდთა 48%-ს (რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებთან დღეში 5 საათზე მეტს ატარებენ) აღმოაჩნდა ზევით ხსენებული პრობლემები. 

 

ამიტომ, ნუ ჩააგდებთ თქვენი შვილის ფიზიკურ თუ სულიერ ჯანმრთელობას საფრთხეში. პრობლემის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციელისტებს.