Nuk
რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს

თარიღი: 06 ივლისი, 2020

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს:

 

✔ შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

 

• თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 22 ° С და 26 ° С-ს შორის), რომელიც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას შვებას. ხოლო, თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ მხოლოდ ერთი ოთახი

• მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას

• დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით

• თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღია, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება

• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

 

✔შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად:

 

• მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.

• ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. 

• გამოიყენეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ 

თავიდან.

• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

 

✔თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ:

 

• მედიკამენტი შეინახეთ 25 ° C- ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)

• თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

✔მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად: 

 

• შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.

• შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.

• ატარეთ ღია ფერის (გამონაკლისია თეთრი ფერი), ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი.

• გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.

 

✔ მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: ხანდაზმულები, ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები, ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები და სხვა. 

 

✔ რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ბმულზე: ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს:

 

✔ შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

 

• თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 22 ° С და 26 ° С-ს შორის), რომელიც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას შვებას. ხოლო, თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ მხოლოდ ერთი ოთახი

• მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას

• დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით

• თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღია, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება

• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

 

✔შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად:

 

• მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.

• ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. 

• გამოიყენეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.

• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

 

✔თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ:

 

• მედიკამენტი შეინახეთ 25 ° C- ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)

• თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

✔მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად: 

 

• შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.

• შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.

• ატარეთ ღია ფერის (გამონაკლისია თეთრი ფერი), ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი.

• გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.

 

✔მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: ხანდაზმულები, ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები, ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები და სხვა.