Plasmon
რევმატოიდული ართრიტი

თარიღი: 25 აპრილი, 2018

სახსრების დაზიანების გამომწვევ დაავადებებს შორის დღესდღეობით რევმატოიდული ართრიტი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ეს არის სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც სახსრების დაზიანებით ვლინდება, იწვევს სასახსრე ხრტილის დესტრუქციას,მათი მოძრაობის მკვეთრ შეზღუდვას, მძიმე შემთხვევაში კი - სრულ უმოძრაობასაც .

დაავადება საკმაოდ ხშირია, ქალები მამაკაცებზე ხუთჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი უმთავრესად 30 წელს გადაცილებულ პირებში გვხვდება.

დაავადების დამახასიათებელ მთავარ სიმპტომთაგან აღსანიშნავია:
· დილის შებოჭილობა სახსრებში,
· სახსრების შეშუპება.ტკივილი,
· მტევნის სახსრების ანთება ანუ ართრიტი.
· სახსართა დაზიანების სიმეტრიულობა.
· ე.წ. რევმატოიდული კვანძები - კანქვეშა გამკვრივებები იდაყვების არეში (გვხვდება პაციენტთა 10-20%-ში).
· დაავადების მოგვიანებით სტადიებზე შესაძლოა დაზიანდეს პერიფერიული ნერვები, სისხლძარღვები, გული, ფილტვები, თირკმელები და სხვა შინაგანი ორგანოები.

დაავადებას ახასიათებს სხეულის ტემპერატურის ზომიერად მომატება, უძილობა და უმადობა.
არანამკურნალებ შემთხვევაში რევმატოიდული ართრიტი დაზიანებული სახსრების თანდათანობით დაშლას იწვევს. 


დიაგნოსტიკა:
- სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი,
- რევმატოიდული ფაქტორის განსაზღვრა სისხლში,
- დაზიანებული სახსრების რენტგენოგრაფია. 


მკურნალობა:
რევმატოიდული ართრიტი ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს და მისი მიზანი ჩივილების მინიმუმამდე შემცირება და დაავადების შემდგომი პროგრესირების თავიდან აცილებაა. რეკომენდებულია კომპლექსური მკურნალობის ჩატარება:
პრეპარატებით (ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, იმუნოსუპრესანტები) ფიზიოპროცედურები 
ლაზეროთერაპია;
სამკურნალო ფიზკულტურა.
წონის კორექცია
მკურნალობას აუცილებლად ექიმი-რევმატოლოგი ან ოჯახის ექიმი უნდა აკონტროლებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება შეიძლება ინვალიდობით დასრულდეს..

წყარო: კლინიკა ლოკუსი