თარიღი: 23 თებერვალი, 2023
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებები პირველ ადგილს იკავებს სიკვდილის მიზეზებს შორის.
არსებობს გულ-სისხლძარღვთა 50-ზე მეტი დაავადება, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი სისხლის წნევის მატება, გულის იშემიური, კორონარული დაავადებები და თავის ტვინის ინსულტია.
როგორ ავირიდოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
იმის გათვალისწინებით, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი უპირველესი ფაქტორია მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესახებ.
„მედცენტრის“ სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადების, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზიც ხშირად არის:
• არასწორი კვება
• ცხოვრების უმოძრაო წესი
• თამბაქოს მოხმარება
თამბაქოზე უარის თქმა, ჭარბი წონის დაძლევა, სპორტი – თუნდაც დღეში მინიმუმ ნახევარსაათიანი ვარჯიში, სტრესთან გამკლავების უნარები და სწორი კვება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთგვარი პრევენციაა.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების თავიდან აცილებისთვის კვების რაციონში აუცილებელია თევზის, ნატურალური, გაუცრელი ბურღულეულის, ბოსტნეულის, მცენარეული ზეთების, თხილეულის რაოდენობის გაზრდა და მარილისა და ცხოველური ცხიმის შემცირება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა „მედცენტრში“
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტი „მედცენტრში“ კარდიოლოგმა, სოსო სიხარულიძემ და ანგიოლოგმა, სისხლძარღვთა ქირურგმა მერაბ მიქელაძემ ჩამოაყალიბეს.
„მედცენტრში“ მკურნალობენ როგორც გულს, ასევე სისხლძარღვთა სხვადასხვა სეგმენტს, სხვადასხვა ორგანოს, გულ-სისხლძარღვთა ყველა ტიპის დაავადებას.
მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში პაციენტებს შუძლიათ ჩაიტარონ მკურნალობა ულტრათანამედროვე მიდგომით, შემდეგი დაავადებების დროს:
• ქრონიკული ვარიკოზი და ვენური თრომბები;
• კოსმეტიკური წესით მინიფლებექტომია;
• სკლეროთერაპია, გამოკვლევა-დოპლეროგრაფია, არტერიოგრაფია;
• ქრონიკული არტერიული უკმარისობა;
• დიაბეტური ტერფი;
• ვაზოსპასტური დაავადებები;
• ანევრიზმების სხვადასხვა ფორმა;
• არტერიული და ვენური მალფორმაციები;
• ჰემოდიალიზის პაციენტების ანგიოქირურგიული უზრუნველყოფა.
„მედცენტრში“ განსაკუთრებით კარგადაა აპრობირებული არითმოლოგია, მაგისტრალური და პერიფერიული სისხლძარღვების, გულის იშემიური დაავადებების, გულის სტრუქტურული პათოლოგიების მკურნალობა.
„მედცენტრში“ სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით კეთდება როგორც ღია, ტრადიციული ოპერაციები, ასევე ენდოვასკულარული და ჰიბრიდული – ანუ შერეული: ღია და ენდოვასკულარული ოპერაციები ერთად, კომბინაციაში.
ენდოვასკულარული ოპერაციები გულისხმობს სტენტირებებს, ბალონურ ანგიოპლასტიკას ანუ სისხლძარღვის ბალონურ გაფართოებას.„მედცენტრში” კეთდება, ასევე, სხვადასხვა სისხლძარღვის ემბოლიზაცის პროცედურები. ეს ქირურგიული ჩარევის ალტერნატივაა და მიმართულია ცალკეული ორგანოების, ქსოვილების სისხლმომარაგების შეწყვეტისაკენ, რაც თავის მხრივ განაპირობებს სიმსივნის ზომები შემცირებას, ანევრიზმის ბლოკირებასა და სისხლდენის შეჩერებას.
კლინიკა „მედცენტრში” დიდი გამოცდილება არსებობს გულ-მკერდის აორტის ანევრიზმების, საძილე არტერიების, ენდოვასკულარული ქირურგიული ჩარევების, სტენტირებების, შინაგანი ორგანოების მკვებავი სისხლძარღვების ოპერაციების.
გულ-სისხლძარღვთა ძირითადი პრობლემები, რის გამოც „მედცენტრს“ მიმართავენ პაციენტები
„მედცენტრში” არის სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სისხლძარღვთა ქირურგიის ყველანაირი ოპერაციის ჩასატარებლად” – ამბობს მერაბ მიქელაძე. მისივე თქმით, კლინიკის გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტს ყველაზე ხშირად მიმართავენ ათეროსკლეროზის, ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის მოშლის და კრიტიკული იშემიის დროს დაწყებული აორტიდან, ასევე ქვედა კიდურებში პრობლემებითა და დიაბეტის ფონზე მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.
„მედცენტრის” გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს სისხლძარღვთა ქირურგი, რაც დასავლეთ საქართველოში დიდი ფუფუნებაა.
ინოვაციური ოპერაციები, რაც შესაძლოა სამომავლოდ საქართველოშიც დაინერგოს
როგორც „მედცენტრის“ კარდიოლოგი სოსო სიხარულიძე ამბობს საქართველოში გულსისხლძარღვთა დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია მწეველობის, არაჯანსაღი კვების, ალკოჰოლის არარაციონალური მიღების ტრადიციისა და შაქრიანი დიაბეტის მკვეთრად განვითარების გამო.
„ჩვენი ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა ჯერჯერობით ვერ იძლევა საშუალებას მოსახლეობამ მაღალბიუჯეტიანი ინტერვენციული მკურნალობები ჩაიტაროს. არითმოლოგიის და ინტერვენციის მიმართულებით არსებობს მიდგომები, რაც კონკრეტული დაავადების უკეთესი გამოსავლის საშუალებას იძლევა. დღეს ეს ოპერაციები „მედცენტრში” წარმატებით ტარდება, მაგრამ გულ-მკერდის გახსნით. არიან პაციენტები, რომლებსაც გულმკერდის გახსნა ან სხვა ტიპის დიდი ქირურგიული ოპერაციები არ შეიძლება ჩაუტარდეთ – განვითარებულ ქვეყნებში 75 წელზე ზევით პაციენტები თითქმის აღარ იკეთებენ ღია ოპერაციულ ჩარევას. თანამედროვე მიღწევებით დღეს ერთი ჩხვლეტით შესაძლებელია გამოიცვალოს აორტის სარქველი, არსებობს ე.წ. სისხლძარღვში ოპერაციები გაჭრის გარეშე – შევდივართ ფეხიდან და ერთი ჩხვლეტით ვცვლით აორტის სარქველს თუმცა ეს ოპერაცია დაახლოებით 35 ათასი ევრო ღირს და მსგავსი ჩარევა საქართველოში წელიწადში 20, 25 პაციენტს სჭირდება“ – ამბობს სოსო სიხარულიძე.
კვალიფიციური ექიმის მომზადება ძვირადღირებული ფუფუნებაა, ეს არის კომპლექსური სწავლების მრავალწლიანი ციკლი და თეორიულ ცოდნასთან ერთად საჭიროა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ექიმის დასახელოვნებლად.
საქართველოში არ ფუნქციონირებს ექიმების გადამზადების არცერთი ცენტრი. კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და პროფესიული ზრდისთვის თითოეულ ექიმს უზარმაზარი ინვესტიცია სჭირდება. საქართველოში ამას კლინიკების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს, რასაც ვერ ვიტყვით „მედცენტრის“ გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტის ექიმებზე. ისინი ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, რისთვისაც, ცხადია, კლინიკა მნიშვნელოვან მატერიალურ საფასურს იხდის, თუმცა სწორედ „მედცენტრის“ კარდიოლოგთა აქტიური ჩართულობა მედიცინის სიახლეებში განაპირობებს იმას, რომ ჰოსპიტალი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობითა და ექიმების კვალიფიკაციით მზად არის ნებისმიერი სირთულის ოპერაციების ჩასატარებლად.