Nuk
როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები მზეზე ყოფნისას?

თარიღი: 17 ივლისი, 2025

უსაფრთხო მზის აბაზანების მიღება, მზის ზემოქმედების სარგებლისა და რისკების დაბალანსებას გულისხმობს.

 

გაეცანით მზის აბაზანების უსაფრთხო მიღების რეკომენდაციებს, მათ შორის დროის, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენების, კანის ტიპის გათვალისწინებით.

 

მზის სხივების სარგებელი:

D ვიტამინის სინთეზი - მზის სხივები ეხმარება თქვენს ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და განწყობის რეგულირებისთვის;

 

განწყობის გაუმჯობესება - მზის სხივები ზრდიან სეროტონინის დონეს, რაც ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებასა და შფოთვის ან დეპრესიის შემცირებას;

 

ძილის რეგულირება - დილით მზის სხივები ხელს უწყობენ ცირკადული რიტმის რეგულირებას ღამით მელატონინის გამომუშავების გაძლიერებით.

 

მზის ზემოქმედების უარყოფითი მხარეები:

მზის დამწვრობა;

კანის ალერგიული დაავადებების გამწვავევბა;

კანის დაბერება (ნაოჭები, ლაქები);

დნმ-ის დაზიანება → კანის კიბო (განსაკუთრებით მელანომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა);

თვალის დაზიანება (ულტრაიისფერ სხივებს შეუძლიათ ბადურის დაზაიანება და კატარაქტის გამოწვევა);

 

მზე და უსაფრთხოების წესები:

უსაფრთხო მზის აბაზანების მიღების საუკეთესო დრო გახლავთ დილის 10-12 საათამდე და საღამოს 4-5 საათის შემდეგ, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება ნაკლებად ინტენსიურია;

 

გახსოვდეთ, რომ 10–30 წუთიანი მზის ზემოქმედება (კანის ტიპის მიხედვით) ჩვეულებრივ საკმარისია D ვიტამინისთვის.

 

ულტრაიისფერი ინდექსის აპლიკაცია

გამოიყენეთ ულტრაიისფერი ინდექსის აპლიკაცია. ეს გახლავთ ადვილად გამოსაყენებელი აპლიკაცია, რომელიც აჩვენებს ულტრაიისფერი ინდექსის მაქსიმალურ და მიმდინარე მნიშვნელობებს.

მოერიდეთ პირდაპირ მზეს, როდესაც ულტრაიისფერი ინდექსი 6 ან მეტია.

 

იცოდეთ თქვენი კანის ტიპი (ფიცპატრიკის შკალა) ამ შკალის მიხედვით კანის 6 ტიპი არსებობს, რომლის გათვალისწინებით მზეზე ექსპოზიციის დრო 5-10 წუთიდან 30 წუთამდე შეადგენს.

 

მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება

SPF 30+ იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის;

SPF 50+ - ხანგრძლივი ღია ცის ქვეშ ყოფნისას.

წაისვით მზეზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე და გაიმეორეთ ყოველ 2 საათში ან ცურვის/ოფლიანობის შემდეგ.

გამოიყენეთ ფართო სპექტრის (UVA + UVB) მზისგან დამცავი კრემები.

 

არ დაგავიწყდეთ ყურების, კისრის, ტუჩების, ტერფების ზედა ნაწილის და თავის კანის (თუ თმა თხელია) მოვლა.

 

მზისგან დამცავი მინერალური კრემები (თუთიის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი) კარგია მგრძნობიარე კანისა და ბავშვებისთვის.

 

დამცავი ტანსაცმელი და აქსესუარები

ქუდი

ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათვალე

გრძელმკლავიანი ულტრაიისფერი ფილტრის ტანსაცმელი

 

მზის ინტენსიური სხივების დროს ჩრდილში იყავით

 

დატენიანება და კანის მოვლა

შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია - მზის სხივები და სიცხე ზრდის სითხის დაკარგვას.

კანის დასამშვიდებლად მზეზე გასვლის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები.

მზის აბაზანების მიღების დღეებში მოერიდეთ მკვეთრ ამქერცლავ კრემებს ან რეტინოიდებს.

 

მზის აბაზანების მიღების დროს მოერიდეთ:

სუნამოების ან ციტრუსის ზეთების გამოყენებას (შეიძლება გამოიწვიოს ფიტოფოტოდერმატიტი) ;

ფოტოსენსიბილიზატორი მედიკამენტების მიღებას (როგორიცაა დოქსიციკლინი, იზოტრეტინოინი, გარკვეული ანტიდეპრესანტები - მიმართეთ ექიმს);

რუჯის მისაღები ზეთების გამოყენებას (ზრდიან დამწვრობისა და კანის დაზიანების რისკს)