Plasmon
როგორ გავუმკლავდეთ ნევროზს?!

თარიღი: 26 აპრილი, 2021

ნევროზი, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ადამიანის გუნება - განწყობისა და ხასიათობრივ - ქცევითი ცვლილებებით. ნევროზს შესაძლებელია ჰქონდეს სხვადასხვანაირი გამოვლინება - დეპრესიიდან და შფოთვიდან დაწყებული, ისეთი ვეგეტატიური სიმპტომებით დამთავრებული,
როგორიცაა:
• ოფლიანობა, კანკალი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება, ყელში ბურთის გაჩხერვის, უჰაერობის შეგრძნება, მოჭერითი ტკივილის მსგავსი შეგრძნებები გულმკერდის მიდამოში, ზურგის ტკივილი და სხვა.

ნევროლოგი იოსებ ბურდულაძე გირჩევთ გაითვალისწინოთ რეკომენდაციები ნევროტიზაციის თავიდან ასაცილებლად.
ცხოვრების ჯანსაღი წესი.
დაძინებისა და გაღვიძების საათების მოწესრიგება (მინიმუმ 7 – 9 საათიანი ძილი ფიზიოლოგიურ დროს)
• სითხის, განსაკუთრებით, წყლის მიღება დღეში 1,5 – 2 ლიტრამდე
• ჯანსაღი კვება
• მაქსიმალურად მორიდება ნერვიულობის გამომწვევი მიზეზებისგან
• ჰობის გამონახვა
• ზრუნვა ვინმეზე ან რამეზე (შინაური ცხოველი, ფრინველი, ყვავილები და ა.შ. თქვენ ზრუნავთ მათზე და სამაგიეროდ, ისინი ხდებიან თქვენი მკურნალები).
• სპორტი, სიარული, ცურვა • სოციალიზაცია - ადამიანი არ უნდა იყოს მარტო და ის უნდა გრძნობდეს, რომ ვიღაცას სჭირდება და მას სჭირდება ვიღაც.
• სტრესულ სიტუაციებში და დაძაბულ ვითარებაში, არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლი (დასაწყისში ის გვიხსნის დაძაბულობას, მაგრამ საბოლოოდ, აძლიერებს შფოთვას და დეპრესიას)