თარიღი: 03 მაისი, 2020
თვიზოლაციის დროს აუცილებელია შევინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ჩვენს გარშემომყოფებსაც, რადგან ამ პერიოდში განსაკუთრებულად მატულობს შიში, შფოთვა და გაღიზიანება.
- უყურეთ საინფორმაციო გადაცემებს დღეში მხოლოდ 1-2-ჯერ, არ არის სჭირო სიახლეებს ეცნობოდეთ მთელი დღის განმავლობაში.
- თავი აარიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, როგორ ახლობლებთან, ასევე სოციალურ ქსელებში.
- სასურველია ე.წ. Digital Offline Detox, რაც გულისხობს მოერიდოთ კომპიუტერს და სოციალურ ქსელებს, მეტი დრო დაუთმოთ ახლობლებს, ოჯახის წევრებს, იკითხოთ წიგნები, მოუსმინოთ მუსიკას, ნახოთ ახალი ფილმები, უყუროთ ძველ სპორტულ ჩანაწერებს, საფეხბურთო მატჩებს და ა.შ.
- თუ დიდი ხანია გსურდათ ახალი ენის შესწავლა, ქსოვა, ქარგვა, ხატვა - ახლა სწორედ ის დროა, თქვენი სურვილებისთვის მოიცალოთ.
- დაუთმეთ მეტი დრო ვარჯიშს და იოგას
- მოახდინეთ კონცენტრაცია დადებით მოვლენებზე, არ დაივიწყოთ იუმორი, სიცილი იმუნიტეტის გაძლიერების უებარი საშუალებაა.
გთხოვთ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას!