Plasmon
როგორ მოვამზადოთ ჩვენი ორგანიზმი ზამთართან შესახვედრად?

თარიღი: 22 სექტემბერი, 2021

წლის ცივი სეზონის დაწყება უფრო და უფრო ნაკლებად ასოცირდება თოვლთან, ბავშვების მხიარული ყიჟინით ავსებულ არემარესთან, ფანჯრის მინებზე ყინვის მიერ შესრულებულ შედევრებთან და მეგობრებთან თუ ნათესავებთან ერთად გატარებულ მხიარულ საღამოებთან.

სამაგიეროდ ვიცით, რომ ჩვენს ორგანიზმს ამ პერიოდში განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება, რათა თავი დავიცვათ სხვადასხვა სეზონური დაავადებებისგან, რასაც ბოლო წლებში მსოფლიო თავსატეხი - კორონავირუსული ინფექციაც დაემატა.

ფრანგული კომპანია არკოფარმა გთავაზობთ ფუტკრის პროდუქტებზე დამზადებულ, 100%-ით ორგანულ პრეპარატს - არკოროიალი ძლიერი იმუნიტეტისთვის, რომელიც გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს, საიმედოდ დაგიცავთ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

უნიკალური შემადგენლობის წყალობით არკოროიალი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, აქვს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები, აქვს ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება, ავსებს ორგანიზმს საჭირო ენერგიით.

არკოროიალი ეფექტურია ასევე გადატანილი დაავადებების, არასრულფასოვანი კვების ან დიეტის შემდგომ პერიოდებში. იგი აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს, აწვდის მას საჭირო ნივთერებებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

არკოროიალის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ხუთი პროდუქტი (უმაღლესი ხარისხის ფუტკრის რძე, მწვანე პროპოლისი, ყავისფერი პროპოლისი, მანუკას თაფლი, ყვავილის მტვერი) ექინაცეასთან ერთად.

ფუტკრის რძე (ანუ სამეფო ჟელე) შედგება წყლის, ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების, მინერალებისა და ვიტამინებისაგან, ცხიმოვანი მჟავებისგან. იგი უნიკალური საკვები პროდუქტია - ლარვა, რომელიც იკვებება თაფლით, გადაიქცევა მუშა ფუტკრად, ხოლო ლარვა, რომელიც იკვებება ფუტკრის რძით, გადაიქცევა დედა ფუტკრად. ეს უკანასკნელი კი ცოცხლობს 40-ჯერ მეტი დროის განმავლობაში, ვიდრე მუშა ფუტკრები. ფუტკრის რძე აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ავსებს მას სასიცოცხლო ენერგიით.

მწვანე პროპოლისი - სინთეზირდება ფუტკრების მიერ ბრაზილიის “როზმარინის მინდვრებზე“. აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება.

ყავისფერი პროპოლისი ცნობილია, როგორც ფუტკრების „ბუნებრივი ფარი“. იგი მანუკას თაფლთან ერთად არკოროიალს სძენს ძლიერ ანტიბაქტერიულ თვისებას.

მანუკას თაფლი - მოიპოვება მხოლოდ ახალ ზელანდიაში, იგი განსხვავდება ყველა სხვა სახეობის თაფლისგან თავისი უნიკალური თვისებებით. მასში აღმოჩენილია ნივთიერება მეთილგლიოქსალი, რომელიც ხასიათდება ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებით ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ.

ყვავილის მტვერის შეგროვება ხდება ფუტკრების მიერ, რომლებიც მას ინახავენ, როგორც ცილებით მდიდარ საკვებს. უნიკალური შემადგენლობის წყალობით ყვავილის მტვერი აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ექინაცეას იმუნომასტიმულირებელი თვისებები ფართოდ არის შესწავლილი. იგი ზრდის იმუნური უჯრედების - მონოციტების და ნეიტროფილების რაოდენობას სისხლში, ვირუსული ინფექციების დროს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს.

არკოროიალი ძლიერი იმუნიტეტისთვის წარმოადგენს 100%-ით ორგანულ პროდუქტს, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეპარატი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისგან, არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და ანტიბიოტიკებს.

არკოროიალში შემავალი ყველა ინგრედიენტი გაფილტრულია და ფუტკრის პროდუქტების ალერგენობა მინიმუმამდე შემცირებულია.

არკოროიალის 10 მილილიტრიან ამპულებში მოთავსებულია დასალევი ხსნარი.

მიიღება 1 ამპულა დილით, სასურველია საუზმის დროს. გახსნამდე ამპულა შეანჯღრიეთ. ამპულის შიგთავსი განაზავეთ 200 მლ წყალში ან ხილის წვენში. მკურნალობის კურსი 20 დღე. შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება წელიწადში რამოდენიმეჯერ.

გამოიყენება 12 წლის ასაკიდან. არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი.

მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09