Nuk
როგორ შევუწყოთ ხელი საკეისრო კვეთით დაბადებული ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტას?

თარიღი: 12 ივნისი, 2025

ბავშვის დაბადება ნამდვილი სასწაულია. როგორც ბუნებრივი გზით მშობიარობა, ასევე საკეისრო კვეთა, ბავშვის სამყაროში მოვლინებას ემსახურება. ამავდროულად, ბავშვის დაბადების გზა გავლენას ახდენს მისი ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაზე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის.  ბუნებრივი გზით დაბადების დროს ბავშვი გადის დედის სამშობიარო გზებს და იღებს ბაქტერიების აქტიურ ნივთიერებებს, მ.შ. ბიფიდობაქტერიების სახეობებიდან. მაშ როგორ შევუწყოთ ხელი საკეისრო კვეთით დაბადებული ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტას?  ერთ-ერთი გზა  ბავშვის სწორი კვებაა.

რა არის  ნაწლავის მიკრობიოტა?

დაბადებიდან პირველი 1000 დღე ახალგაზრდა ორგანიზმის, მათ შორის იმუნური სისტემის ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდია. დაბადების დროს ჩვილის იმუნიტეტი ჯერ კიდევ მოუმწიფებელია და ჯერ კიდევ არ უსწავლია, როგორ მოერგოს ცვალებად გარემო პირობებს და როგორ გაუმკლავდეს პათოგენურ ფაქტორებს. იმუნური სისტემის განვითარების მთავარი ადგილია ნაწლავი, რომელიც, მართალია საჭმლის მომნელებელ სისტემას მიეკუთვნება, ის იმუნური სისტემის მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება.  სწორედ ნაწლავში ყალიბდება ნაწლავის მიკრობიოტა, ხოლო მიკროორგანიზმების მიერ ნაწლავის კოლონიზაცია დინამიური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს მუცლადყოფნის დროს და ბავშვის სიცოცხლის პირველ წლებში.  ნაწლავის მიკრობიოტა არის მიკროორგანიზმების ერთობლიობა,  მათ შორის, ბაქტერიების, რომლებიც ქმნიან კომპლექსურ ეკოსისტემას ნაწლავში. ბუნებრივი გზით დაბადების დროს  ხდება ბავშვის პირველი პირდაპირი კონტაქტი დედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სასქესო გზების სასარგებლო მიკროორგანიზმებთან. ეს არის მიკროორგანიზმების მთავარი წყარო, რომლებიც ახდენენ ჩვილის ნაწლავის კოლონიზაციას. მათ შორისაა ბიფიდობაქტერიები, ერთ-ერთი პირველი სასარგებლო ბაქტერია, რომელიც ჩასახლდება ბავშვის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვის მხარდაჭერა

საკეისრო კვეთით დაბადებულ ჩვილს არ აქვს პირდაპირი შეხება დედის მიკრობიოტასთან. თუმცა,  მისი ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებით კოლონიზაცია გაგრძელდება დაბადების შემდეგაც. არსებობს  გზები საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვის ნაწლავის მიკრობიოტის მხარდასაჭერად.  მათგან ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბავშვის სწორი კვება დაბადების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილისთვის საუკეთესო საკვები დედის რძეა, ზოგჯერ ძუძუთი კვება შეიძლება გართულებული იყოს.  შეიძლება დედას ჰქონდეს რძის შეგუბება, შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ძუძუზე მოჭიდების პრობლემები ან  შეიძლება იყოს საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული სირთულეები. უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი პრობლემის გადალახვაა შესაძლებელი და დედას შეუძლია დახმარება მიიღოს სპეციალისტისგან - ბებიაქალისგან ან ლაქტაციის სპეციალისტისგან- რომელიც ურჩევს მას, მაგ; კვების ტექნიკის შეცვლას. ზოგჯერ ხდება ისე, რომ შეუძლებელია ძუძუთი კვების გაგრძელება. ასეთ დროს პედიატრი დაგეხმარებათ, აირჩიოთ ბავშვის კვების ოპტიმალური გზა.

პროდუქტი საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვებისთვის

კომპანია Nutricia-ს მეცნიერებმა, მოწინავე კვლევების საფუძველზე, შეიმუშავეს საკეისრო კვეთით დაბადებული ჩვილებისთვის შესაფერისი ფორმულა  ბიფიდობაქტერიების  გვარის ბაქტერიების (B. breve M-16V) დამატებით. ესაა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიები  ძუძუთი კვებაზე მყოფი ჯანმრთელი ჩვილების ნაწლავში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მოუმწიფებელი იმუნური სისტემის გააქტიურებაზე, ამიტომ ასეთი პროდუქტის არჩევა ჩვილის გამოსაკვებად არის ერთ-ერთი გზა მისი ნაწლავის მიკრობიოტის განვითარების მხარდასაჭერად.

პროდუქტი ასევე შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება დედის რძეში: HMO 2'FL, იმუნო-შემადგენლობა, ანუ ვიტამინები A, C, D და თუთია იმუნური სისტემის  სათანადო ფუნქციონირებისთვის, იოდი სწორი კოგნიტური განვითარებისთვის, კალციუმი და მაგნიუმი ძლიერი ძვლებისთვის, ომეგა-3 (DHA და ALA) ტვინის განვითარებისთვის და ომეგა-6 (AA) და GOS/FOS ოლიგოსაქარიდები, რომლებიც ასახავენ დედის რძის ოლიგოსაქარიდების შემადგენლობას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ძუძუთი კვება ჩვილთა კვების ყველაზე შესაფერისი და იაფი გზაა და რეკომენდებულია ადრეული ასაკის  ბავშვებისთვის მრავალფეროვან კვებასთან ერთად. დედის რძე შეიცავს ბავშვის სწორი განვითარებისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და იცავს მას დაავადებებისა და ინფექციებისგან. ძუძუთი კვება იძლევა საუკეთესო შედეგს, როდესაც დედა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სწორად იკვებება და როდესაც გამართლებულია ბავშვის ძუძუთი კვება. კვების წესის შეცვლის შესახებ  გადაწყვეტილების მიღებამდე, დედამ კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.