თარიღი: 04 სექტემბერი, 2020
ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის ქალაქგარეთ გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. პედიატრები ცალსახად აღნიშავენ, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი ბუნებაში, თავისუფალ სივრცეში, სუფთა ჰაერზე, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის. არ არის აუცილებელი პატარა ცნობილ კურორტზე წაიყვანოთ. მისთვის სოფელში წასვლაც საკმარისია, რომ ის პოზიტიური სარგებელი მიიღოს, რასაც ჰაერის შეცვლა ჰქვია. თუმცა თუ თქვენ გარკვეული მიზეზების გამო, ბავშვების ქალაქიდან ხანგრძლივად გაყვანას ვერ ახერხებთ, მათთვის შაბათ-კვირას ბუნებაში გასვლაც სასარგებლო იქნება.
ტყე, მდინარე, მთა, ახალი შეგრძნებები, თავისუფლება - ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად მოქმედებს როგორც პირდაპირ ჯანმრთელობაზე, ისე პატარების ემოციურ განვითარებაზე. ახალი თავგადასავლები მათთვის აუცილებელია.
თუმცა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქალაქგარეთ წასვლის დროს არ უნდა დაგავიწყდეთ, არის ბავშვების კვება. გასაგებია, რომ დასასვენებლად წასვლისას რთულია, პატარა ისევე სრულყოფილად უზრუნველყოთ ჯანსაღი საკვებითა და მოწესრიგებული კვების რეჟიმით, როგორც ამას სახლში აკეთებთ. განსაკუთრებით რთულდება ხოლმე პატარების ჯანსაღი ტკბილეულით, ე.წ. სნეკით უზრუნველყოფა. თუმცა თუ გსურთ, რომ ზაფხულის დასვენებისგან სრული სარგებელი მიიღოთ, ამ საკითხის მოგვარება აუცილებელია. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება, რომ ქალაქგარეთ ბავშვის კვების პროცესი მარტივი და მოსახერხებელი გახადოთ.
პაუჩები
ჩანთაში მუდმივად გქონდეთ პაუჩები. ეს არის პატარების კვების ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო ფორმა, რომელიც ქალაქგარეთ შეგიძლიათ გამოიყენოთ. პატარა პირდაპირ შეფუთვიდან მიირთმევს სასარგებლო პროდუქტს, ისე რომ მას არ სჭირდება მომზადება, შეთბობა ან დამატებითი ჭურჭელი. შესაბამისად, ის ბავშვის კვებას ნებისმიერ დრო და ნებისმიერ ადგილზე მოსახერხებელს ხდის.
Heinz-ის გემრიელი და სასარგებლო პიურე პაუჩების ფორმით 100% ნატურალურია, მზადდება საგულდაგულოდ შერჩეული ხილისა და ბოსტნეულისგან, არ შეიცავს შაქარს და მარილს, არ შეიცავს გმო-ს, საღებავს, კონსერვანტებს და ნიტრატებს. მისი მოხერხებულობა და კომფორტულობა კი ის დამატებით უპრატესობაა, რაც აღნიშნულ პროდუქტს მშობლებისა და ბავშვების რჩეულ პროდუქტად აქცევს.
წასახემსებლები
ქალაქგარეთ გასვლის დროს ძალიან გამოგადგებათ, „ჰეინცის“ ორცხობილები. მათი კომფორტული შეფუთვა და უმაღლესი ხარისხი სწორედ ის არის, რაც ტყეში თუ მდინარეზე გასვლის დროს ბავშვების ჯანსაღ წახემსებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ორცხობილა პატარას შეიძლება მისცეთ 4 თვიდან. ის არის ჰიპოალერგიული, არ შეიცავს კარაქს, კვერცხს, საღებავს, კონსერვანტებს, გმო-ს. მზადდება მხოლოდ 100% ნატურალური ინგრედიენტებისგან, სწარაფად იხსნება რძეში, ჩაიში, წვენში და ხილის პიურეში.
წყალი
აუცილებლად იქონიეთ თან პატარას წყლის ბოთლი. ეცადეთ თავიდან აირიდოთ წყლის პლასტმასის ბოთლების მრავალჯერადი გამოიყენება. თუმცა ქალაქგარეთ გასვლის დროს მეტად საფრთხილოა შუშის ბოთლების წაყებაც, რადგან მისი გატეხვის შანსი დიდია. სწორედ ამიტომ საუკეთესოა, თუ ბავშვებისთვის გამოიყენებთ მაღალი ხარისხის პლასტიკის ბოთლებს. საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ყოველდღიური მოხმარებისთვის შუშის ბოთლი უფრო უსაფრთხოა, თუმცა რეალურად თუ ყურადღებით შეარჩევთ პლასტიკის ბოთლს, ის თქვენი პატარასთვის სრულიად უსაფრთხო იქნება. შერჩევის დროს მთავარი წესი არის ის, რომ არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ ნივთიერებას ბისფენოლ A-ს.