თარიღი: 09 ივნისი, 2017
საშვილოსნოს ყელის პათლოგიები მიეკუთვნება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს. და მიუხედავა იმისა,რომ საშვილოსნოს ყელი არის სასქესო სისტემის ერთადერთი ორგანო, რომელიც ექიმთან ვიზიტისას უშუალოდ თვალიერდება, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალის სასქესო ორგანოების ყველაზე გავრცელებულ კიბოდ რჩება, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემდეგ. საშვილოსნოს ყელის კიბოს საშუალო ასაკად მიჩნეულია 52,2წ, რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნება 35-39წ და 60-64წ ასაკობრივი ჯგუფები.
- რა უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარებას?
შორენა გოგოჭური ( მეან - გინეკოლოგი): დღეს შეგვიძლის ვთქვათ, რომ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა,მრავლობითი მშობიარობებისა და ხშირი აბორტები( შედეგად განვითარებული ყელის ტრავმატიზმი) , სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებები, საშოსა და საშვილოსნოს ყელის ბიოცენოზის დარღვევები, ჰორმონალური დარღვევები. განსაკუთრებით აღსანიშნავია პაპილომავირუსული ინფექციის როლი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის განვითარებაში,რომელიც გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. HPV ვირუსი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვირუსია სქესობრივი გზით გადამდებ დავადებებს შორის. ინფიცირების საშიშროება დგება სქესობრივი ცხოვრების დაწყების მომენტიდან,ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებით რეინფიცირებაც. პაპილომა ვირუსი წარმოადგენს ვირუსების ჯგუფს,რომელშიც გაერთიანებულია 130 სახეობაზე მეტი ტიპი.მათ შორის არსებული 13 ტიპი კი გამოირჩევა განსაკუთრებული ავთვისებიანობით და მათ ონკოშტამები ეწოდებათ.16 და 18 ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოსა და კიბოსწინარე დაავადების 70% შემთხევაშია აღმოჩენილი.
- რა სიმპტომები აქვს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებს?
-საშვილოსნოს ყელის დაავადებებს არ ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული სიმპტომები და უმეტეს შემთხვევაში ,სწორედ ეს წარმოადგენს საშიშროებას.მას ახასიათებს პათოლოგიური პროცესებისა და კანცეროგენეზის ერთგვარი სტადიურობა.
- საშვილოსნოს ყეელის რა და რა დაავადებები არსებობს?
- საშვილოსნსო ყელის დაავადებებს მიეკუთვნება : ფონური დაავადებები, კიბოსწინარე დაავ-ები და საშვილოსნოს ყელის კიბო.
ფონური დაავადებებია: ჭეშმარიტი ეროზია, ექტოპია ანუ ე.წ. ფსევდო ეროზია, ექტროპიონი, საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზი,მარტივი ლეიკოპლაკია. აღსანიშნავია ,რომ ფონური დაავადებები შესაძლებელია შეგვხვდეს ისევე როგორც მოზარდთა, ასევე კლიმაქტერულ ასაკში,რადგან ხშირად საშვილოსნოს ყელის დაავადების განვითარების მიზეზი შესაძლოა გახდეს ამ ასაკობრივი ჯგუფებისათვის დამახასიათებელი ჰორმონალური ცვლილებები.
საშვილოსნსო ყელის კიბოსწინარე დაავადებებს მიეკუთვნება დისპლაზიები. ეს მდგომარეობები უკვე გულისხმობს ისეთ პათოლოგიურ ცვლილებებს,რომელთა დროსაც მაღალია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი. დისპლაზიები იყოფა 4 ჯგუფად:
1) კეთილთვისებიანი ატიპია,რომელის დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან;
2) LSIL (Low-grade Squamous Intraepithelial Lesion) --- მსუბექი ხარისხის დისპლაზია
3) HSIL (High-grade Squamous Intraepithelial Lesion) – – საშუალო ხარისხის დისპლაზია
4) გამოხატული დისპლაზია ან ინტრაეპითელიალური კიბო – CIN III ან CIS.
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკის რა მეთოდები არსებობს?
თანამედროვე კლინიკურ გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დიაგნოსტირების საფუძვლია ჩივილები,ანამნეზური მონაცემები, ზოგადი კლინიკური და გინეკოლოგიური გამოკვლევები,აგრეთვე კვლევის სპეციალური მეთოდები და მათი კომპლექსური გამოყენება. კვლევის ძირითად მეთოდებს მიეკუთვნება : 1) საშვილოსნოს ყელისა და საშოს ვიზუალური დათვალიერება და ზოგადი მდგომარეობის შეფასება; 2) ციტოლოგიური მეთოდი ---- რომელიც საშუალებას გვაძლევს უჯრედულ დონეზე განისაზღვროს არსებული ცვლილებები;
3) კოლპოსკოპია --- ამ მეთოდით, მრავალჯერადი ოპტიკური გადიდების ქვეშ დგინდება პათოლოგიური პროცესის ხასიათი,საზღვრები და ლოკალიზაცია. შესაბამისად, ხდება მკურნალობის მეთოდის ოპტიმიზირება და დინამიკაში დაკვირვება. მეთოდი არაინვაზიური,უმტკივნეულო და ინფორმაციულია. აღნიშნული მეთოდები მოწოდებულია ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ,როგორც ერთ-ერთი ძირითადი სკრინინგული მეთოდი საშვილოსნის ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში.
4) მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდი --- საშუალებას იძლევა დადგინდეს პაპილომავირუსის არსებობა და მისი კონკრეტული ტიპი.
5) საშვილოსნოს ყელის ბიოპტატის ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
- როგორ უნდა დავიცვათ თავი საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან?
- საშვილოსნოს ყელის კიბო ყოველთვის შედეგია კიბოსწინარე მდგომარეობისა. სწორედ ამიტომ საშვილოსნოს ყელის დაავადებების პროფილაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ექიმთან დროულ და რეგულარულ ვიზიტებს, საშვილოსნოს ყელის ფონური და კიბოსწინარე მდგომარეობების, სასქესო ორგანოების ინფექციური და ვირუსული დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას. აუცილებელია ქალბატონებმა რეგულარულად ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები. დროულად დასმული დიაგნოზი და სწორად ჩატარებული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს,თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს მრისხანე დიაგნოზი
მისამაართი:ლუბლიანას2/6
ტელ:(032) 2 15 77 77
www.invitro.ge
Facebook : In Vitro Clinic. კლინიკა ინ ვიტრო