თარიღი: 11 მაისი, 2018
სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვს მიეკუთვნება ისეთი ინფექციები, რომელთა გადაცემა ხდება უპირატესად სქესობრივი კონტაქტით. ამჟამად, ცნობილია 30-მდე სგგდ. მათ შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული: ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, კანდიდოზი, ჰერპესი, გონორეა, შიდსი, ათაშანგი, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B და ა შ. დაინფიცირება შესაძლებელია ნებისმიერი გზით ( ვაგინალური, ანალური, ორალური ) განხორცილებული სქესობრივი აქტის დროს და ხანდახან აქტის გარეშეც - სასქესო ორგანოების შეხებითაც კი.
სგგდ-ის ნიშნები სხვადასხვაგვარად ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში.
ტრიქომონიაზი - სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. გამომწვევია trixomona vagibalis. საშოს ტრიქომონადა წარმოადგენს უჯრედშიდა მიკროორგანიზმს და მიეკუთვნება უმარტივესების პარაზიტებს. ძირითადად ის ბინადრობს ადამიანის შარდ-სასქესო ორგანოების გზებში და იწვევს ანთებით პროცესებს. ქალებში-საშოს, საშვილოსნოს ყელის და იმ ჯირკვლების ანთებას, რომლებიც სქესობრივი აქტისთვის აუცილებელ სეკრეტს გამოყოფს. მამაკაცებში-შარდსადენის და წინმდებარე ჯირკვლის ანთებას.
დაავადების მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქრონიკული - ტრიქომონამატარებელ ფორმებს.
მწვავე მიმდინარეობისას ქალები უჩივიან საშოდან თეთრ, ქაფიან გამონადენს, შეიძლება გამონადენი იყოს სუნიანი, რასაც შასაძლებელია თან დაერთოს შეშუპება, წვა, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი, მტკივნეული სქესობრივი აქტი, ტკივილი და წვა შარდვის დროს.
მამაკაცებში-შარდსადენის მილის დაზიანება, რასაც თან ახლავს ტკივლი შარდვის დროს.
დიაგნოსტიკა: ნაცხის ანალიზი- პჯრ (PCR)-მეთოდით.
მკურნალობა: ანტიპროტოზოური პრეპარატები, იმუნოთერაპია, (აუცილებლად წყვილში).
უროგენიტალური ქლამიდიოზი-ყველაზე გავრცელებული სგგდ-აა. მისი გამოწვევია მიკროოგრანიზმი chlamidia trachomatis. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება უჯრედშიდა პარაზიტების ჯგუფს. ქლამიდია ორგანიზმის გარეთ სწრაფად იღუპება. დაინფიცირება შესაძლებელია, როგორც ჩვეულებრივი ისე გაუკუღმართებული (ანალური, ორალური) სქესობრივი ურთიერთობისას. ახალშობილთა დასნებოვნება ხდება სამშობიარო გზების გავლისას. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-3 კვირაა. დაავადება საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მინიმალური გამოვლინებით.
ქალებს დაავადებისას აღენიშნებათ:
· გამონადენი საშოდან - ლორწოვანი ან ლორწოვან ჩირქოვანი, უსიამოვნო სუნის ან მოყვითალო ფერის.
· წვის შეგრძნება და ტკივილი მოშარდვისას.
· ტკივილი მუცვლის ქვედა არეში.
მამაკაცებში ხშირ გართულებას წარმოადგენს სათესლეების ანთება-ეპიდიდიმიტი. ხოლო ქალებში - საშვილოსნოს და დანამატების ანთება, რაც შემდგომ დიდ როლს ასრულებს უშვილობის განვითარებაში.
დიაგნოსტიკა:
· ნაცხის გამოკვლევა როგორც ქალებში ისე მამაკაცებში.
· იმუნოფერმენტული კვლევა .
· ყველაზე ინფორმაციულ მეთოდს წარმოადგენს პჯრ (PCR)-მეთოდი, რომლის სიზუსტეც 90-95 %-ია.
მკურნალობა: (აუცილებლად წყვილში).
· ანტიბიოტიკები - მაკროლიდების ან ფტორქინოლოლების ჯგუფიდან;
· იმუნომოდულატორები;
· ვიტამინები;
· პრობიოტიკები;
კანდიდოზი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა, რომელსაც იწვევს კანდიდას სახეობის სოკო-candida albicans. აღნიშნურლი მიკროორგანიზმები შეიძლება არსებობდეს პირის ღრუს, ნაწლავების, საშოს, საშარდე გზების ლორწოვან გარსზე.
დაავადება, რომ განვითარდეს, საფუარა სოკოს განსაკუთრებული პირობები სჭირდება: გარემო, სადაც იგი ბინადრობს არ უნდა იყოს მჟავე, ხოლო ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქცია - დაქვეითებული.
კანდიდოზის განვითარების ფაქტორებია:
1. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიღება.
2. იმუნიტეტის დაქვეითება.
3. ორსულობა (სამი თვის შემდეგ).
4. შაქრიანი დიაბეტი.
კანდიდოზის გამოვლინებაა:
· დიდი რაოდენობით ხაჭოსებრი გამონადენი.
· ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების.
· ტკივლი სქესობრივი აქტის და შარდვის დროს.
დიაგნოსტიკა: დამყარებულია კლინიკურ სურათზე, ხოლო მისი აღმოჩენა შესაძლებელია ნაცხის ანალიზში. ამ დროს იმუნოფლუორესცენციის და პჯრ-დიაგნოსტიკა ნაკლებ ინფორმატიული კვლევებია.
მკურნალობა: პერორალური პრეპარატები და ვაგინალური სანთლები.
გარდნერელოზი- (სინონიმი ბაქტერიული ვაგინოზი) განპირობებულია საშოს მიკროფლორის დისბალანსით. გამომწვევია გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერია gardnerella vaginalis, რომელიც მცირე რაოდენობით შეიძლება არსებობდეს საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში და იწვევს დისბიოზს. გარდნერელების უხვი ზრდა იწვევს საშოში არსებული lactobacillus spp გამოდევნას და ასტიმულირებს ანაერობული ბაქტერიების და მიკროორგანიზმების მოჭარბებულ ზრდას.
გარდნერელოზის სიმპტომებია-ნაცრისფერი ან თეთრი ფერის გამონადენი საშოდან, ხშირად „თევზის სუნით“ , შესაძლებელია საშოს ქავილი და წვა.
დიაგნოსტიკა: ნაცხის ნათესის გამოკვლევა. იმუნოფლუორესცენციის და პჯრ-დიაგნოსტიკა ნაკლებ ინფორმატიული კვლევებია.
დაავადების დროს დაავადების არსებობა კი არა არის მთავარი, არამედ, ბაქტერიების რაოდენობა, არც თუ ისე დიდი რაოდენობით ბაქტერიების არსებობა აღინიშნება ჯანმრთელი ქალის საშოში.
მკურნალობა-ადგილობრივი და პერორალური პრეპარატები, ძირითადად, მეტრონოდაზოლის და კლინდამიცინის ჯგუფი.
მიკოპლაზმა- ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია მიკოპლაზმა. ეს უკანასკნელი მიკროორგანიზმია, რომელსაც შუალედური მდგომარეობა უჭირავს ბაქტერიებსა და ვირუსებს შორის. მას დამოუკოდებლად არსებობა არ არ შეუძლია. პარაზიტობს მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებზე, საიდანაც საკვებად საჭირო ნივთიერებებს იღებს.
მიკოპლაზმის მრავალი სახეობა არსებობს, ადამიანისთვის პათოგენურ ფორმას წარმოდგენს mycoplasama pneumonia - იწვევს სასუნთქი გზების ინფიცირებას, mycopalsama genitalium და mycoplasama hominis -შარდ-სასქესო გზების ინფიცირებას.
მიკოპლაზმის გადაცემა ხდება:
· სქესობრივი გზით
· ჰაერწვეთოვანი და საყოფაცხოვრებო გზით -მიკოპლაზმით უშუალოდ დაავადებილთან კონტაქტით და საერთო მომხარების საგნებით.
მიკოპლაზმოზის საინკუბაციო პერიოდი 4-20 დღეა.
სიმპტომები:
· გამონადენი სასქესო გზებიდან, ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების, ტკივილი მუცლის ქვედა არეში.
მამაკაცებში მიკოპლაზმას შეუძლია სპერმატოზოიდების მოქმედების დათრგუნვა, რასაც საბოლოოდ მივყავართ უშვილობამდე.
დიაგნოსტიკა: საკმაოდ ძნელია ჩვეულებრივი მიკროსკოპით მისი აღმოჩენა, ფართოდ გამოიყენება პჯრ დიაგნოსტიკა (ნაცხი) ან იმუნოფლუორესცენციის მეთოდი.
მკურნალობა: ანტიბიოტიკოთერაპია (ფტორქინოლოლები, მაკროლიდები, ცეფალოსპორინების ჯგუფი). ქალებში ადგილობრივად მენტონიდაზოლის ჯფუფის ვაგინალური სანთლები.
გენიტალური ჰერპესი- ჰერპესი ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან ზედაპირზე ბუშტუკოვანი გამონაყარით. ჰერპეს ვირუსებს შოროს ყველაზე გავრცელებული I და II ტიპის ჰერპეს ვირუსია. I ტიპი აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს, შეიძლება დააზიანოს სასქესო ორგნოები და ანალური ნაპრალი. დაავადების გადაცემა ხდება კონტაქტური და ჰაერწვეთოვანი გზით (კოცნა,საეთო ჭურჭელი,პირადი მოხმარების ნივთები). II ტიპის ვირუსი კი მხოლოდ სასქესო ორგანოებს აზიანებს და გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით.
სიმპტომები:
· წვა, ქავილი და ტკივილს შეგრძნება დაზიანებული უბნის, შეუძლოდ ყოფნა და ტემპერატურის მომატება, თავის ტკივლი. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩნდება პატარა ბუშტუკები-გამჭირვალე სითხის შემცველი, შემდეგ -ბუშტუკების გასკდომა და ღია ჭრილობის განვითარება.
დიაგნოსტიკა:
· ვირუს-სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში;
· ჰერპეს-ვირუსის კულტურის გამოყოფა;
· პჯრ დიაგნოსტიკა;
მკურნალობა:
· ანტივირისული პრეპარატები, ადგილობრივად მალამოები.
· იმუნოთარპია
ურეაპლაზმოზი-გამოწვეულია სპეციფიური მიკროორგანიზმით-ureaplasma erealiticum, რომელიც მიეკუთვნება გრამ ურყოფით მიკრობებს. დაავადების გადაცემა ხდება სქესობრივი გზით და მშობიარობის დროს სამშობიარო გზების გავლისას.
მიკოპლაზმის განვითარება ხშირია ტრქიქომონიაზის, გარდნერელოზის, ქლამიდიოზთან ერთად.
კლინიკურად გამოვლინდება:
· საშვილოსნოს და დანამატების ანთება;
· თვითბენითი აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა;
· ურეთრიტი-მამაკაცებში.
დიაგნოსტიკა: პჯრ-დიაგნოსტიკა (საშოს ნაცხში). იფა და პიფ ნაკლებ ინფორმატიულია (50-70%).
მკურნალობა: ანტიბიოტიკოთერაპია (მაკროლიდების ჯგუფი), იმუნომოდულატორები, ადგილობრივად ვაგინალური სანთლები.
პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მნიშვნელოვანია მიმართოთ სპეციალისტს.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 99 08 53
მის: ჩაჩავას1 /ლუბლიანას 5