Plasmon
თერმოსკრინინგი

თარიღი: 23 აპრილი, 2020

ქალბატონი ლალი ანდრიაშვილის რჩევები:
“რას ნიშნავს ზოგადად სიცხე, რა არის სხეულის ტემპერატურა და რატომ არის მისი მენეჯმენტი მნიშვნელოვანი?
რას ნიშნავს ტემპერატურის მენეჯმენტი?ამისთვის საჭიროა:
მისი ამოცნობა(გაზომვა),მოვლა-მიზეზის დადგენა-მკურნალობა და შედეგების სასიკეთოდ გამოყენება.

ცნობილია რომ თერმოსკრინინგი COVID 19 -ის ამოცნობაში ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი პირველი სიმპტომია.
რა არის სიცხე, სხეულის მომატებული ტემპერატურა?
სხეულის ტემპერატურა სითბოს წარმოქნასა და გაცემას შორის არსებული ბალანსია, რომელსაც თავის ტვინში არსებული თერმორეგულაციის ცენტრი არეგულირებს თერმორეცეპტორების საშუალებით, ის გარკვეულ მუდმივობას ინარჩუნებს გარემოს ცვლადი ტემპერატურის მიუხედავად და ამით ადამიანს გარვეულ დამოუკიდებლობას ანიჭებს(შეუძლია გაუძლოს ეკვატორის ცხელ და სკანდინავიის ცივ კლიმატს).
მისი ნორმები 36.0 - 37.2 -გრადუსს შორის მერყეობს და დამოკიდებულია ადამიანის აქტივობაზე, დღე-ღამის რიტმზე,ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და მშვინვიერ პროცესებზე.
ასე მაგალითად: სხეულის ტემპერატურა მაქსიმალურია დღის 16-18 საათზე, ხოლო მინიმალური ღამის 3-4 საათზე.იცვლება კვების შემდეგ, ფიზიკური აქტივობის ან ემოციური ლაბილობის დროს.

როდის მატულობს სხეულის ტემპერატურა და რაზე მიგვანიშნებს მისი მატება?
როგორც ცნობილია ანთებისთვის დამახასიათებელია: Color, Dolor, Tumor Rubor,Functio laesa- 5 ძირითადი სიმპტომი.

Color სიცხე-ანთების დამახასიათებელი ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია, გარკვეული იარაღია რაღაცისთვის ან რაღაცის წინააღმდეგ, ორგანიზმის გარკვეული აქტივობაა და ამიტომ არის ადამიანის მეგობარი, როგორც დაავადების ამოსაცნობად ასევე მის დასაძლევად. ის დაკავშირებულია ადამიანის პიროვნულ, ინდივიდუალურ ძალებთან, რომელსაც მედიცინაში იმუნური ძალები ეწოდება.
ცნობილია, რომ მაღალი ტემპერატურის დროს გამომუშავდება ცილა ინტერფერონი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ანთების მეორე ნიშანია:
Dolor- ტკივილი,რომელიც არის გარკვეული გრძნობადი, არაფიზიკური კატეგორია, მისი საშუალებით ხდება საკუთარი სხეულის, ან სხეულის ნაწილის აღქმა, სადაც არის პათოლოგიური პროცესი,ამიტომ დაკავშირებულია ადამიანის გრძნობად ნაწილთან.ამიტომ მისი გახომვა ობიექტურად შეუძლებელია.
შემდეგი მახასიათებელია Tumor-შეშუპება, ქსოვილოვანი მასის მომატება ანთებად უბანში,ის მიუთითებს ამ ადგილას გაძლიერებულ ნივთიერებათა ცვლაზე, წყლოვანი ეთერული ორგანიზმის გააქტიურებაზე (ანთების დროს ხშირია ექსუდატი, ტრანსუდატი).
Rubor-სიწითლე მეოთხე ნიშანია, რომელიც სხეულის ანთებად უბანში სისხლის გაძლიერებული მიწოდების შედეგია,გარკვეული შინაგანი აქტივობაა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ სხეულთან და ეხმარება ინდივიდუალურ ძალებს სითბოსთან ერთად ლოკალურად დაავადების დაძლევაში.
ამ ყველაფერს ახლავს Functio laesa -ფუნქციის დროებითი დარღვევა იმ ადგილის, ქსოვილის ან ორგანოსი სადაც მიმდინარეობს პათოლოგიური პროცესი, რათა ახალი იმუნური წონასწორობა ჩამოყალიბდეს და ორგანიზმისთვის ახალ ჯანმრთელ მდგომარეობას შეუქმნას საფუძველი.
ცნობილია, რომ სიცხიანი დაავადებების გადატანის შემდეგ, განსაკუთრებით ბავშვები, სხვაგვარად გამოიყურებიან, თითქოს განვითარებაში უფრო წინ წავიდნენ, ახალი გამოცდილება მიიღეს, ისწავლეს პრობლემისადმი გამკლავება.
ასევე ცნობილია, რომ სიცხით მიმდინარე დაავადებების შემდეგ(განსაკუთრებით ბავშვთა დაავადებები, ბატონები) ბავშვები წონას სწრაფად აღიდგენენ, რაც მიუთითებს გაძლიერებულ რეგენერაციის ძალებზე.
არსებობს რიგი კვლევებისა სადაც სტატისტიკურად აღწერილია, რომ სიმსივნური დაავადებების დროს ხშირია სხეულის დაბალი ტემპერატურა და პაციენტებს ანამნეზში იშვიათად აქვთ მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადებები.
ასევე თუ ამ ორ ჯგუფს შევადარებთ-ანთებად და სიმსივნურ დაავადებებს, მნიშვნელოვან სხვაობას დავინახავთ: ანთების დროს პროცესები ხილულია, ორგანიზმი ძლიერად არის ჩართული ბრძოლაში, გააქტიურებულია სასიცოცხლო პროცესები და ნგრევას, დაშლას მოჰყვება სწრაფი აღდგენა, მაშინ როცა სიმსივნური დაავადებები დუნედ, უჩინრად მიმდინარეობს, არ ახლავს მაღალი ტემპერატურა და შესაბამისად შემპარავად ცდილობს დაიპყროს მთელი ადამიანი, მისი როგორც ხილული ასევე უხილავი ნაწილი.
ანთებითი დაავადებები განახლებას უწყობს ხელს, ამიტომ შესაძლოა დღევანდელი რთული გამოწვევა, რომელიც სამყაროს და კაცობრიობის წინაშეა და ძლიერი ანთებითი პროცესებით მიმდინარეობს( საკმაოდ ხანგრძლივად, რაც ზოგადად ვირუსისთვის არაა დამახასიათებელი 14-26 დღე), ეს ხომ არ არის იმ ეპოქის დასასრული სადაც ონკოლოგიური პათოლოგია უამრავ ადამიანს უმოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს?

ხომ არ არის COVID 19 ახალი დროის დასაწყისი?კაცობრიობის გაერთიანების, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ტარების, ფხიზელი ცნობიერებით საკუთარ და სხვისი ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მოფრთხილების შანსი?და საშუალება?
თუკი მთელი კაცობრიობა ერთ პლანეტაზე ცხოვრობს, ერთი ჰაერით სუნთქავს და ერთ პრობლემას კორონა ვირუსს ებრძვის - და სიცხე, მაღალი ტემპერატურა კი ამ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი იარაღია, რატომ უნდა გვეშინოდეს სიცხის, მაღალი ტემპერატურის?
გადავდოთ გვერდზე ბრაზი, უიმედობა, პესიმიზმი, შფოთი და წინ წამოვწიოთ გამბედაობა, ენთუზიაზმი, ნდობა, პოზიტივიზმი და სიყვარული-რომელიც მაღალ ტემპერატურასთან ერთად დაავადებასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებებია.