Nuk
არ მისცე ტკივილს საშუალება - დაგამარცხოს!

თარიღი: 01 ოქტომბერი, 2020

საუბრობს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი იოსებ ბურდულაძე.

ტკივილი - არასასიამოვნო, შემაწუხებელი შეგრძნებაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სიცოცხლის ხარისხზე. იგი არის პირველი მანიშნებელი იმისა, რომ ორგანიზმში რაღაც არასასურველი ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ტკივილის შეგრძნების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით თავდაცვითი მექანიზმის გააქტიურებას და ქსოვილების დაზიანების თავიდან აცილებას, მუდმივად მივიღებდით ტრავმას. ტკივილი გამომუშავდა ადამიანის ევოლუციის პროცესში, როგორც დამცავი მექანიზმი, გამაფრთხილებელი ნიშანი, მოსალოდნელი ან არსებული დაზიანების შესახებ. ის შესაძლოა იყოს მსუბუქი ხასიათის ან აღწევდეს მაქსიმუმს, თუმცა ეს რა თქმა უნდა სუბიექტური შეგრძნებაა და ადამიანის ფსიქოტიპზეც არის დამოკიდებული. ტკივილი შესაძლოა მიმდინარეობდეს, როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივი ეპიზოდებით. ტკივილის ატანა ან მასთან შეგუება შეუძლებელია, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ გამოსავალი და თავი დავაღწიოთ ამ უსიამოვნო შეგრძნებას.

ტკივილის მართვისა და მკურნალობის მეთოდები, მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია როგორც თვითოეული პაციენტიდან, ასევე ტკივილის გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე. დიდი მნიშვნელობა აქვს ტკივილის ლოკალიზაციას, სიძლიერეს, ხასიათს, ხანგრძლივობას. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტისთვის მთავარია იგრძნოს შვება და რაც შეიძლება სწრაფად, იქნება ეს  კბილის, თავის, მენსტრუალური, ტრავმის შემდგომი, ოსტეოართრიტით თუ ნერვის ან კუნთის ანთებითი პროცესით გამოწვეული  ტკივილი. გვახსოვდეს, ნებისმიერი ხასიათის ტკივილის დროს, უპირველესად უნდა მივმართოდ ექიმს!

აფთიაქები ნამდვილად არ განიცდიან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დეფიციტს, ამიტომ განსაკუთრებით რთულია  სწორი არჩევანის გაკეთება, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. ეს პრეპარატები განსხვავებული მექანიზმებით მოქმედებენ ტკივილზე და სხვადასხვა გზით ახდენენ მის კუპირებას. თვითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობა და ნაკლი. ამგვარად, მნიშვნელოვანია მივიღოთ მართებული გადაწყვეტილება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების არჩევისას. ამ დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ ძირითადი კრიტერიუმებით. ესენია: ეფექტურობის ხარისხი, მოქმედების სისწრაფე, უსაფრთხოობა, გვერდითი მოვლენების სიმცირე, პრეპარატის ხარისხი. ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს შორის, მთავარი ადგილი უჭირავთ ე.წ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. მარტივად რომ ავხსნათ, ეს ჯგუფი მოქმედებს  ე.წ. ქსოვილოვან ფაქტორებზე -  პროსტაგლანდინებზე, რომლების იწვევენ ანთების და შესაბამისად ტკივილის პროვოცირებას.

ამ ჯგუფის თვალსაჩინო პრეპარატებია: ქსეფოკამი და ქსეფოკამ რაპიდი (სწრაფი მოქმედების), რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ  კრიტერიუმებს. 1) მათი ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალი კვლევით. 2) ხარისხი აკმაყოფილებს GMP და GLP სტანდარტებს. 3) წარმოებულია ევროპაში (დანია). 4) აქვს განსაკუთრებით სწრაფად მოქმედი ფორმა - ქსეფოკამ რაპიდი, რომლის მოქმედებაც, მისივე საინექციო ფორმის სისწრაფეს შეესაბამება და მიღებიდან მაქსიმუმ 30 წუთში აღწევს ეფექტს, რაც აიხსნება შეწოვის სწრაფი ტექნოლოგიით. 5) ქსეფოკამ რაპიდს აქვს  ნაკლებად გამოხატული  გვერდითი მოვლენები და მისი უსაფრთხოობის კრიტერიუმიც დაკმაყოფილებულია. 6) ქსეფოკამ რაპიდი მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ტკივილზე: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, სახსროვანი პათოლოგიით განპირობებული ტკივილი (ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი), ტრავმის შემდგომი ტკივილი. 7) ეს პრეპარატები გამოირჩევა ხელმისაწვდომობით ფასის მხრივ და გაიცემა სპეციალური რეცეპტის და დანიშნულების გარეშე.

დასასრულს, უნდა აღინიშნოს რომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალების გამოყენებისას, საჭიროა რაციონალური მიდგომა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, მწვავე ტკივილისას მუცლის ან გულმკერდის არეში -   არ არის რეკომენდებული თვითნებურად ტკივილგამაყუჩებლის მიღება, რათა არ წავშალოთ პათოლოგიის მიმდინარეობის და გამოვლინების რეალური სურათი და არ გავართულოთ დაავადების სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამისთვის კი, აუცილებელია მივმართოთ ექიმ - სპეციალისტს!