თარიღი: 28 მაისი, 2024
თმის ცვენა ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად განიხილება, როგორც დაბერების თანმხლები ნიშანი, ის შეიძლება ადამიანს აღენიშნებოდეს ადამიანს ასაკში სხვადასხვა ადამიანს გამო. გამომწვევი მიზეზების გაგება კი პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯია ეფექტური მკურნალობისკენ. ამიტომ, განვიხილოთ თმის ცვენის გამომწვევი 6 ყველაზე გავრცელებული მიზეზი.
1. გენეტიკური ფაქტორები
გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ცვენაში, განსაკუთრებით ანდროგენული ალოპეციის სახით, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც ქალის ან მამაკაცის სიმელოტე. რომლის დროსაც მამაკაცებს აღენიშნებათ შუბლის ხაზის და გვირგვინის თმის შეთხელება, ქალებს კი თმის შეთხელება თავის სკალპზე.
2. ჰორმონალური პრობლემები
ისეთი ჰორმონალური ცვლილებები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, ორსულობა, მენოპაუზა და მშობიარობა იწვევს თმის ცვენას. ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებულმა ან ზედმეტად აქტიურმა ჯირკვალმა შეიძლება დაარღვიოს თმის ზრდის ციკლი, რამაც გამოიწვიოს თმის შეთხელება ან სიმელოტე. მენოპაუზის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა კი შეიძლება გამოიწვიოს თმის გათხელება ესტროგენის დონის შემცირებით.
3. სტრესი
სტრესი თმის ცვენის გამომწვევი ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. სტრესის დონე აზიანებს თმის ფოლიკულების დიდ რაოდენობას, რაც რამდენიმე თვის შემდეგ იწყებს ცვენას. თუმცა, სტრესით გამოწვეული თმის ცვენა დროებითია და სტრესის მართვის შემდეგ თმის ზრდის ციკლი ჩვეულ რითმს უბრუნდება.
4. მედიკამენტები
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუწყოს თმის ცვენას, როგორც გამოყენების გვერდითმა მოვლენამ. ქიმიოთერაპიის, ართრიტის, დეპრესიის, გულის პრობლემების და მაღალი წნევის დროს გამოყენებული მედიკამენტები მოქმედებენ თმის ფოლიკულებზე, რაც იწვევს თმის ცვენას.
5. კვებითი დარღვევები
აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტი, როგორიცაა რკინა, ბიოტინი, A , C და D ვიტამინი ანელებს ან აჩერებს თმის ზრდას, ხოლო არსებულ თმას ხდის უფრო მტვრევადს და სუსტს.
6. ვარცხნილობა
თმის ვარცხნილობების პრაქტიკა ხელს უწყობს თმის ცვენას, რასაც ტრაქციული ალოპეცია ეწოდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ხშირად ვატარებთ თმის მჭიდრო ვარცხნილობებს, თმას ვიშრობთ თერმული სტილის ხელსაწყოების დახმარებით და ვიყენებთ თმის ქიმიურ საშუალებებს
თუ აღნიშნული გამომწვევი მიზეზები დაგეხმარათ, თქვენი პრობლემა თავად ამოგეცნოთ, ეს უკვე ამ პრობლემის მართვის საწყისი წერტილია. კონკრეტულად პრობლემის მოგვარებაში კი არკოფარმას ფრანგული პროდუქტი დაგეხმარებათ. ფორკაპილი კაფსულა #180 - ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შექმნილი ფიტოპრეპარატია, რომელიც სპეციალურად შექმნილია თმის ცვენის პრობლემის მოსაგვარებლად და მოიცავს მკურნალობის სრულ (3 თვიანი) კურსს.
არკოფარმას პროდუქცია მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT, PSP და Aversi – ის სააფთიაქო ქსელში
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის 34
საიტზე https://arkopharma.ge/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 510 00 13 31