თარიღი: 16 აპრილი, 2019
ტყვია,როგორც სმენის დაქვეითების მიზეზი
ტყვია ნეიროტოქსიური კომპონენტია, რომელიც პირველ რიგში ნერვული ქსოვილის უჯრედებს აზიანებს. დღევანდელ გარემოში სამწუხაროდ ყველა ადამიანი იმყოფება ტყვიის ჭარბი ზემოქმედების ქვეშ, რომლის მიზეზიც არის:
1) ტყვიის შემცველი საღბავები,რითაც შეფერილია ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო
2) ინდუსტრიული ნარჩენებითა და ტყვიის შემცველი საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი.
3) ტყვიის შემცველი საკვები,რომელიც პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია ტყვიით დაბინძურებულ ნიადაგის არსებობასთან
4) ბოლო პერიოდში არც თუ იშვიათად გვხვდება ტყვიის შემცველი საბავშვო სათამაშოებიც.
ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის, როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგ. ეს გლობალური პრობლემა, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ორსულებსა და ბავშვებს..
ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მატულობს პაციენტთა რაოდენობა ნეიროსენსორული სმენის დაქვეითებით. აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტყვიის მაღალი კონცენტრაციაა გარემოში. ტყვია კალციუმთან ერთად ლაგდება ორგანიზმში და ორსულობის დროს სისხლის საშუალებით გადაეცემა ნაყოფს, სადაც ნერვული უჯრედების არასწორ განვითარებას იწვევს .
ნეიროსენსორული სმენის დაქვეითების მიზეზი შიგნითა ყურის კოხლეარული უჯრედების დაზიანება, ან დეფექტია. რაც შეიძლება განვითარდეს, როგორც დაბადებამდე მუცლად ყოფნის პერიოდში, ისე დაბადების შემდეგ. ირღვევა ნერვული იმპულსის წარმოქმნა და გადაცემა სმენის ნერვიდან ტვინის მიმართულებით. პროცესი სამწუხაროდ შეუქცევადია, უფრო მეტიც მძიმე შედეგების მომტანიც, ვინაიდან სმენის დაქვეითებას თან ახლავს მეტყველების დარღვევის პრობლემებიც.
როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის ამოიღოს ხმარებიდან ტყვიის შემცველი საღებავები და ამით შეამციროს ტყვიის კონცენტრაცია გარემოში. რაც ერთ-ერთყველაზე პრიორიტეტულ ღონისძიებაა 2019 წლისთვის. ამ ეტაპისთვის ჩვენს ქვეყანაშიც სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით ასეთივე აუცილებელია აღნიშნული ღონისძიების გატარება და ხარისხის კონტროლი
ხათუნა ჩიტაძე - ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი