უფასო კონსულტაცია მამოლოგთან
თარიღი: 24 ივნისი, 2025
27 ივნისს, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა" გთავაზობთ უფასო კონსულტაციას მამოლოგთან!
პაციენტებს მიიღებს ბატონი გიგა ქადაგიშვილი - ონკო-ქირურგი, მამოლოგი, რომელსაც 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს.
ექიმი გიგა ქადაგიშვილი არის ამერიკისა და ევროპის ონკოლოგთა საზოგადოებების წევრი, მუშაობდა ნიუ-იორკის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ფრეიზერის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.
ძუძუს კიბო - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება - შესაძლებელია დროულად იქნეს გამოვლენილი, რეგულარული კონსულტაციებისა და სკრინინგის გზით.
რისკ-ფაქტორები:
ასაკი 50+
არასდროს ყოფილა მშობიარობა
პირველი შვილი გაჩენილი 30 წლის შემდეგ
რეკომენდებული სიხშირე სარძევე ჯირკვლის გასინჯვისთვის:
18-35 წ. - ყოველ 3 წელიწადში
35-40 წ. - ყოველ 2 წელიწადში
40 წ. ზემოთ - წელიწადში ერთხელ
სკრინინგი 2 წელიწადში ერთხელ
დაჯავშნეთ ვიზიტი წინასწარ - ადგილები შეზღუდულია!
0422 25 85 13
მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237
მედინა - ჩვენ ვქმნით თქვენს ჯანმრთელობას!