თარიღი: 11 დეკემბერი, 2016
უშვილობის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს კლინიკა "ინ ვიტროს" მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი თეონა ანთია.
- ქალბატონო თეონა, როდის შეიძლება ჩაითვალოს ქალი უნაყოფოდ?რა არის უშვილობის გამომწვევი მიზეზები და რა პრევენციულ ზომებს უნდა მივმართოთ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად?
თეონა ანთია: ქალი ითვლება უნაყოფოდ, როდესად 1 წელზე მეტი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ფონზე არ დგება ორსულობა. ამ შემთხვევაში, წყვილმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევები, დაისვას დიაგნოზი და შეირჩეს ინდივიდუალური მკურნალობის სქემა. უნაყოფობის მიზეზი შესაძლებელია იყოს ქალის ან მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული ან აუხსნელი გენეზის ( იდიოპათიური), ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა, რომელთა შედაგადაც არ ვითარდება ან ნაადრევად წყდება ორსულობა. საბედნიეროდ, უშვილობის დასაძლევად მრავალი უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის მეთოდი არსებობს. ამ მკურნალობის შედეგად თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, საგრძნობლად იზრდება დაორსულების შანსი.
ქალის უშვილობის მიზეზები
ორგანული ,იმუნური,გენეტიკური,უცნობი გენეზის (იდიოპათიური)
• ფალოპის მილების პათოლოგია
• ენდომეტრიოზი
• ჰორმონალური დარღვევები – ანოვულატორული ციკლი, ოვულაციის დარღვევები
• ასაკი: ქალის ასაკის მატებასთან ერთად იკლებს ოვარიული რეზერვი და კვერცხუჯრედების ხარისხი
• სხვა მიზეზები: საკვერცხის ფუნქციის ნაადრევი დაქვეითება, საშვილოსნოს ფაქტორები, მოწევა, ალკოჰოლის მიღება, სხივური თერაპია, როგორიცაა, ქიმიოთერაპია
• ორგანული მიზეზები: ანატომიური ანომალიები , რომლებიც გავლენას ახდენს ქალის უშვილობაზე.
მამაკაცების შემთხვევაში
სპერმის ცუდი მაჩვენებელი (სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობა, სპერმატოზოიდების დაქვეითებული მოძრაობა, მორფოლოგიურად არასრულფასოვანი სპერმატოზოიდი)
გარკვეული ჰორმონალური პრობლემები
- როდის უნდა მიმართოს წყვილმა ექიმს?
დაფიქრდით ექიმთან კონსულტაციაზე თუ თქვენ ერთ წელზე მეტია ცდილობთ ორსულობის მიღებას უშედეგოდ, უფრო მალე ეწვიეთ ექიმს, თუ თქვენ ხართ ქალი და:
• ხართ 35წლის ზემოთ და დაორსულებას ცდილობთ 6 თვეზე მეტია
• გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია
• დასმული გაქვთ ენდომეტრიოზის ან მენჯის ანთებითი დაავადების დიაგნოზი
• ანამნეზში თვითნებითი აბორტი
• ქირურგიული ჩარევები.
• ფალობის მილები გაუვალია ან ფუნქციურად არააქტიურია
• მამაკაცის ფაქტორი(სპერმის ცუდი მაჩვენებლები )
მკურნალობის მეთოდის შერჩევისას უპირატესობა ყოველთვის ენიჭება იმ მეთოდს, რომელიც კონკრეტული პათოლოგიის დროს არის ნაჩვენები:-მედიკამენტოზურს, ქირურგიულს. ( ფერტილოსკოპია,ლაპარასკოპია,ჰისტეროსკოპია)იმ შემთხვევაში, როცა კონსერვატიული ან ქირურგიული მკურნალობა უშედეგოა, გამოიყენება თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია ან In-Vitro განაყოფიერება ,რომლის დროსაც კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ , შემდგომში მიღებული ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში.
იმ პაციენტებთან, სადაც დიაგნოსტირებულია მყარი ორგანული დაზიანებები ან სახეზეა იმუნური და უცნობი გენეზის უნაყოფობა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები--- (In-Vitro ( ხელოვნური ) განაყოფიერება, საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია, არჩევის მეთოდს წარმოადგენს. პაციენტთან შეთანხმებით, დროულად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ხელოვნურ განაყოფიერებაზე, ვინაიდან ასაკთან ერთად საკვერცხის რეზერვი და კვერცხუჯრედის ხარისხი იკლებს რომელიც ორსულობის დადგომის წინაპირობაა.
სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, ვინაიდან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქალის საკვერცხის რეზერვი ასაკთან ერთად ამოწურვადია. იგივე შეიძლება ითქვას მამაკაცის ფაქტორით გამოწვეულ უშვილობასთან, დრო ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, დრო თქვენი წარმატების საწინდარია.
ტელეფონი: + 995 32 2 15 77 77
Facebook – In Vitro Fertilization