გამომწვევი მიზეზები:
მიზეზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ვაგინიტია გამოვლენილი თქვენთან:
ბაქტერიული ვაგინოზი: ვაგინიტის ამ ყველაზე გავრცელებული ტიპის წარმოქმნა ხდება საშოში არსებული ნორმალური ბაქტერიული მიკროფლორის ბალანსის ცვლილების შედეგად, რაც არღვევს ბუნებრივ წონასწორობას. ვაგინალური დისბიოზის გამომწვევი მიზეზები ფართოა, ზოგიერთ შემთხვევაში კი უცნობიც რჩება. ბაქტერიული ვაგინოზი შესაძლოა კლინიკური სიმპტომატიკის გარეშეც მიმდინარეობდეს, რაც რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ამ ტიპის ვაგინიტი, როგორც ჩანს, დაკავშირებულია, მაგრამ არ არის გამოწვეული სქესობრივი კონტაქტით, განსაკუთრებით, თუ გყავთ მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი ან გაქვთ სქესობრივი კონტაქტი ახალ პარტნიორთან, მაგრამ ბაქტერიული ვაგინოზის შემთხვევები გვხვდება იმ ქალებშიც, რომლებიც სქესობრივად არააქტიურნი არიან.
სოკოვანი ინფექციები: სოკოვანი ინფექცია ვითარდება მაშინ, როდესაც ვაგინალურ გარემოში ხდება მისი ტიპიური გამომწვევის - Candida Albicans-ის ჭარბი ზრდა. C. Albicans ასევე იწვევს ინფექციებს სხეულის სხვა ტენიან ადგილებში, როგორებიცაა, პირის ღრუ, კანის ნაკეცები და ფრჩხილის სარეცელები. სოკოვანი ინფექცია ასევე იწვევს საფენის გამონაყარის განვითარებასაც.
ტრიქომონიაზი: ეს გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გამოწვეულია მიკროსკოპული, ერთუჯრედიანი პარაზიტით, სახელით Trichomonas Vaginalis. აღნიშნული მიკროორგანიზმით ვრცელდება ინფექციით დაავადებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის გზით.
მამაკაცებში პარაზიტი, ჩვეულებრივ, აზიანებს საშარდე გზებს, თუმცა, ხშირად, არ იწვევს კლინიკური სიმპტომების განვითარებას და მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ქალებში, ტრიქომონიაზი, როგორც წესი, აზიანებს საშოს მიდამოს და, მეტი ალბათობაა, გამოიწვიოს კლინიკური სიმპტომატიკა. ინფიცირება ტრიქომონიაზით, ასევე ზრდის ქალებში სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიმღებლობის ალბათობასაც.