Plasmon
ვენური უკმარისობის დროული დიაგნოსტირება და მართვა თავიდან აგვარიდებს მძიმე გართულებას – ვენების თრომბოზს

თარიღი: 12 აპრილი, 2022

დღის ბო­ლოს კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა, სიმ­ძი­მის და წვის შეგ­რძნე­ბა არც ისე უცხოა ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, რაც უმე­ტე­სად ქრო­ნი­კულ ვე­ნურ უკ­მა­რი­სო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა გე­ნე­ტი­კურ და გა­რე­მო ფაქ­ტო­რებს, ასე­ვე პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და რაც მთა­ვა­რია, დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას, მკურ­ნა­ლო­ბის სწო­რი ტაქ­ტი­კის შერ­ჩე­ვას.

მი­უ­ხე­და­ვად მკურ­ნა­ლო­ბი­სა, ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60-70%-ს მა­ინც ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მა აწუ­ხებს. ეს პრობ­ლე­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმა­ტებს ცხე­ლი კლი­მა­ტის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი ახ­ლოვ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ქვუ-ს შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი ნელ-ნელა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც აქ­ტი­ურ­დე­ბა.

ამ თე­მა­ზე ვრცლად  აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის სის­ხლძრღვთა ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი დე­ი­სა­ძე გვესა­უბ­რება.

– რას წარ­მო­ად­გენს ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა?
– ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც ქვე­და კი­დუ­რის ვე­ნე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა, ხდე­ბა სარ­ქვე­ლე­ბის მოშ­ლა, რაც სიმპტო­მა­ტუ­რად ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბით, სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბით, დის­კომ­ფორ­ტით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ძლი­ერ­დე­ბა, დამ­ღლე­ლი დღის შემ­დეგ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს ხან­გრძლი­ვი ფეხ­ზე დგო­მა, ან ჯდო­მი­თი სამ­სა­ხუ­რი უწევთ. რო­დე­საც ეს სიმპტო­მე­ბი მწვავ­დე­ბა, მძი­მე ფორ­მებ­ში გა­და­დის და მძი­მე გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს, ხდე­ბა ქვე­და კი­დუ­რის ვე­ნე­ბის დათ­რომბვა.

– რა ძი­რი­თა­დი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი არ­სე­ბობს ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის და ვინ შე­დის ამ რისკ-ჯგუფ­ში?
– არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი – ერთ-ერთი გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ულ როლს თა­მა­შობს. ასე­ვე არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის წესი, ჭარ­ბი წონა, სიმ­სუქ­ნე, არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი. ამას­თან, ამ და­ა­ვა­დე­ბით ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მე­ტად ავად­დე­ბი­ან, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი. მათ­ში უფრო ხში­რია, ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, თუმ­ცა არც მა­მა­კა­ცებ­შია იშ­ვი­ა­თი.

– ქალ­ბა­ტო­ნებ­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის სიხ­ში­რეს რა იწ­ვევს?
– მა­გა­ლი­თად, წო­ნის უე­ცა­რი მო­მა­ტე­ბა. უმე­ტე­სად პრობ­ლე­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩნდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო კვი­რე­ბი­დან, რაც ორ­სუ­ლო­ბის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბა.

ზო­გა­დად, წო­ნის მო­მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აი, რა ხდე­ბა ქვე­და კი­დუ­რებ­ზე, ამ უხეშ შე­და­რე­ბას ჩემს პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი – წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ანს ზედ­მე­ტი 5 კილო რომ ეჭი­როს ხელ­ში და ასე და­დი­ო­დეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, ეს ტვირ­თი და­დოს, მა­შინ­ვე შვე­ბას იგ­რძნობს, ასე­ვეა აქაც, თუ წო­ნა­ში 3-5 კი­ლოგ­რა­მით და­იკ­ლე­ბენ, ან თა­ვის წო­ნას და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, პრობ­ლე­მა უკან და­ი­ხევს, თუ არა­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო გამ­წვავ­დე­ბა და გაღ­რმავ­დე­ბა.

– რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ქრო­ნი­კულ ვე­ნურ უკ­მა­რი­სო­ბას ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა ახა­სი­ა­თებს, თუმ­ცა ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა იცის გუ­ლის, თირკმლის და­ა­ვა­დე­ბებ­მაც. რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა?
– დიახ, ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს რო­გორც ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბით, ასე­ვე გუ­ლის, თირკმლის ან სახ­სრე­ბის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით, თუმ­ცა ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბის მი­ზე­ზი და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ში, ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბაა. ქვუ-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­შუ­პე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თო სიმპტო­მი ისაა, რომ დი­ლას ჩამ­ცხრა­ლია და ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი გრძნო­ბენ შე­ღა­ვათს.

სა­ღა­მოს კი გან­სა­კუთ­რე­ბით კოჭთან შე­შუ­პე­ბა იმა­ტებს. იმი­სათ­ვის, რომ დავ­რწმუნ­დეთ შე­შუ­პე­ბის მი­ზე­ზი არის თუ არა ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, საკ­მა­რი­სია საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა დოპ­ლე­რის მე­თო­დით. ამის შემ­დეგ კი ხდე­ბა სის­ხლძარ­ღვის გამ­ტა­რებ­ლო­ბის, სიჩ­ქა­რის, სარ­ქვე­ლე­ბის ფუნ­ქცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, სის­ხლძარ­ღვის ზო­მე­ბი­სა და დი­ა­მეტ­რის შე­ფა­სე­ბა. ამ გა­მოკ­ვლე­ვა­ში ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი კარ­გად ჩანს.

– ზა­ფხუ­ლი მო­დის, ცხე­ლი თვე­ე­ბი, ამ სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ვე­ბას­თან ერ­თად რა­ტომ მწვავ­დე­ბა ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა?
– ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა მთე­ლი წელი აწუ­ხებს პა­ცი­ენტს, თუმ­ცა ცხე­ლი დღე­ე­ბის მო­ახ­ლო­ვე­ბას­თან ერ­თად იმა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა, ორ­გა­ნიზ­მი კარ­გავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს, რაც თა­ვის მხრივ იწ­ვევს სის­ხლის სიბ­ლან­ტის გაზ­რდას. რთულ­დე­ბა სის­ხლის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ქვე­და კი­დუ­რე­ბი­დან გუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად ქვე­და კი­დუ­რებ­ში იზ­რდე­ბა სის­ხლის ნა­კა­დი, აწ­ვე­ბა ისე­დაც გა­ფარ­თო­ვე­ბულ პე­რი­ფე­რი­ულ ვე­ნებს და ვი­თარ­დე­ბა ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა, სიმ­ძი­მი­სა და დის­კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბა.

ამ პე­რი­ოდ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან – ზღვა­ზე წას­ვლა თუ შე­იძ­ლე­ბა? სი­ცხეს, მზეს, ცხელ ქვი­შას უნდა მო­ვე­რი­დოთ, – ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის კარ­გი. რაც შე­ე­ხე­ბა ზღავ­ზე ცურ­ვას, დი­ლის სა­ა­თებ­ში ან მზის გა­დას­ვლის შემ­დეგ, სა­სარ­გებ­ლოც კი არის, ასე­ვე უსაფრ­თხოა და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­ხუ­რულ აუზ­ში ცურ­ვა.

– რო­გო­რია ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და სამ­კურ­ნა­ლო რე­კო­მე­ნა­ცი­ე­ბი?
– ვი­საც დად­გე­ნი­ლი აქვს ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, თვითმფრი­ნა­ვით ფრე­ნა, გე­მით, ან მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბა დი­დად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლუ­რი, ელას­ტი­უ­რი წინ­დე­ბი უნდა მო­ირ­გონ, ესაა პრე­ვენ­ცი­აც და დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაც, რომ გარ­თუ­ლე­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა, მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში აქვთ, კარ­გია ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა, ფეხ­ზე ერთ ად­გი­ლას დგო­მა, დამ­ჯდა­რი ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა; მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წო­ნის კო­რექ­ცია – ჭარ­ბწო­ნი­ან პი­რებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჭარ­ბი წო­ნი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

– ე.ი. ერთ ად­გი­ლას ჯდო­მას და დგო­მას უნდა მო­ე­რი­დონ… ვთქვათ და ადა­მი­ან­მა წონა დი­ე­ტი­თა და ვარ­ჯი­შით და­ა­რე­გუ­ლი­რა, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა მო­ეხ­სნე­ბა?
– დიახ, პრობ­ლე­მა და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. ჭარ­ბი წო­ნის მქო­ნე პი­რებს ზა­ფხუ­ლის წინა პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ვურ­ჩევ 3-5 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბას. ჭარ­ბი წო­ნი­სას ასე­ვე ზე­წო­ლა იზ­რდე­ბა ხერ­ხე­მალ­ზე, სის­ხლძარ­ღვებ­ზე, სახ­სრებ­ზე… ამი­ტომ, წო­ნის კო­რექ­ცია და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­თუ­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზაა.

– სა­უბ­რის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნეთ, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს თრომ­ბი. რა ხდე­ბა თრომ­ბის შემ­თხვე­ვა­ში?
– ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა თრომ­ბია. თრომ­ბოფ­ლე­ბი­ტი – ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი, ან ზე­და­პი­რუ­ლი ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზია. ასე რომ, ერთი შე­ხედ­ვით, უწყი­ნა­რი და მარ­ტი­ვი და­ა­ვა­დე­ბა სა­ში­შიც ხდე­ბა იმი­ტომ, რომ სის­ხლი ვე­ნე­ბი­დან უკან, გუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს და „თრომ­ბის მო­წყვე­ტის“ (ხალ­ხურ ენა­ზე რომ ვთქვათ) რის­კი ჩნდე­ბა.

შემ­დგომ ფილ­ტვის არ­ტე­რი­ა­ში გა­დას­ვლა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ამ და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს. ამას­თან, სა­ხი­ფა­თოა ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლიც, რო­მე­ლიც უფრო და­ავ­დე­ბის გვი­ან სტა­დი­ებ­ში ჩნდე­ბა, როცა პა­ცი­ენტს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აწუ­ხებს და­ა­ვა­დე­ბა და ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. ამ დროს იც­ვლე­ბა კა­ნის ფერი, მო­ყა­ვის­ფრო ხდე­ბა, შემ­დეგ მუქ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ქედა კი­დურს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის, შე­საძ­ლოა, და­ჩირ­ქდეს, სეფ­სი­სი გან­ვი­თარ­დეს.

– ბ-ნო გი­ორ­გი, რას გვე­ტყვით მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე? ვე­ნო­აქ­ტი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ­ჩე­ვი­სას რას უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა? ეს პრე­პა­რა­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ექი­მის მიერ უნდა შე­ირ­ჩეს თუ შე­საძ­ლოა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე მათი მი­ღე­ბა?
– რა თქმა უნდა, პა­ცი­ენ­ტებს და­ა­ვა­დე­ბის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის კუ­პი­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ვურ­ჩევთ ვე­ნო­აქ­ტი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას, რო­მელ­საც ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­თაც იძე­ნენ, რად­გან ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არა­რე­ცეპ­ტულ ფორ­მას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. ვე­ნო­აქ­ტი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, აუ­ცი­ლებ­ლად ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს შე­მად­გენ­ლო­ბას, მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას, რამ­დე­ნად გა­მოც­დი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლია ესა თუ ის პრე­პა­რა­ტი ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში, რამ­დე­ნად სან­დო, ეფექ­ტი­ა­ნი და უსაფრ­თხოა, რამ­დე­ნად აქვს მას და­ა­ვა­დე­ბის პა­თო­ლო­გი­ურ კე­რა­ზე მოქ­მე­დე­ბის უნა­რი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბით.

თუმ­ცა, ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ა­ვა­დე­ბის სტა­დი­ის დად­გე­ნა, საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მოხ­დეს დოპ­ლე­რით გა­მოკ­ვლე­ვა, რად­გან ხში­რად მე­ნი­კა­მენ­ტო­ზურ თე­რა­პი­ას­თან ერ­თად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ელას­ტი­უ­რი წინ­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც, რისი შერ­ჩე­ვაც მხო­ლოდ ექი­მის კომ­პე­ტენ­ცი­აა. თუ ადა­მი­ა­ნებს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი აქვს ქვუ, ვე­ნო­ტო­ნუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა 6 თვე­ში ერთხელ ორი-სამი თვით არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

წყარო: http://beautymagazine.ge